რა ვაჩუქოთ ზოდიაქოს ნიშნებს ახალ წელს?

თემატური ჰოროსკოპი

22 დეკემბერი 14:00, 2017 წელი

კარგი საჩუქრის შესარჩევად ადამიანს უნდა იცნობდეთ, მის ხასიათში, ინტერესებსა და გემოვნებაში ერკვეოდეთ. ამ კუთხით ასტროლოგია საინტერესო რჩევებს იძლევა.

ვერძი
2018 წელი ვერძებს გარკვეულ ცვლილებებს ჰპირდება. ამ ზოდიაქოს წარმომადგენლები უფრო აქტიურები იქნებიან და საახალწლო საჩუქარმა მათ უნდა აგრძნობინოს, რომ ისინი ისევ მწყობრში არიან. მათ არ აინტერესებთ პრაქტიკული საგნები. აჩუქეთ რაიმე რთული და საინტერესო. საჩუქარი ენერგიას უნდა ასხივებდეს, ისევე, როგორც თავად ცეცხლოვანი ვერძი.
ვერძისთვის კარგი საჩუქარია: გაჯეტები, ბილეთი კონცერტზე ან სპორტულ ღონისძიებაზე, ახალი სპორტული ფეხსაცმელი, კრივის წრის ან ცეკვის შემსწავლელი კურსების აბონემენტი, ორიგინალური მზის სათვალე, ყავის აპარატი ან ტომსიკა ნატურალური, ძვირფასი ყავა.

კურო
ეს ძალიან პრაქტიკული და პრაგმატული და, იმავდროულად, მგრძნობიარე ზოდიაქოს ნიშანია. კუროებს ხარისხიანი ნივთები მოსწონთ, რომლებითაც ტრაბახი შეიძლება. როცა კუროსთვის საჩუქარს არჩევთ, ნუ აჩქარდებით. კარგად იფიქრეთ იმაზე, რა გახდის მათ ცხოვრებას უფრო კომფორტულს.
კუროსთვის კარგი საჩუქარია: მასაჟის სერტიფიკატი, სამზარეულოს ანდა კულინარიის გაკვეთილების წიგნი, ძვირფას რესტორანში დაპატიჟება, პროექტორი საოჯახო კინოთეატრისთვის, ბაღის ახალი ხელთათმანები.


ტყუპები
2018 წელს ტყუპები ისევ დაუდგრომლები იქნებიან. ისინი ყოველთვის ახლისა და საინტერესოს ძიებაში არიან. მათ სიურპრიზები უყვართ და რაიმე ეგზოტიკური საჩუქარი ძალიან გაუხარდებათ. თქვენი მთავარი საზრუნავი მათი გაოცება უნდა იყოს.
ტყუპებისთვის კარგი საჩუქარია: ტექნიკის სიახლეები, დიზაინერული ნივთები, ორიგინალური აქსესუარები, ტურისტული მოგზაურობა, ფოტოაპარატი, ნებისმიერი დასამახსოვრებელი ღონისძიება: ცურვა დელფინებთან, პარაშუტით გადმოხტომა, აკვალანგით ყვინთვა და სხვა.


კირჩხიბი
კირჩხიბისთვის საჩუქრის შერჩევა ძნელი ამოცანაა. ამ ნიშნის წარმომადგენლები თავიანთ სურვილებზე არასდროს საუბრობენ, ამიტომაც მათი ინტერნეტძიების ისტორიით უნდა ისარგებლოთ და მათ მიერ შემთხვევით ნასროლ ფრაზებს ყურადღება მიაქციოთ. თუმცა არის საჩუქრები, რომლებიც კირჩხიბებს მუდამ უხარიათ.
კირჩხიბებისთვის კარგი საჩუქარია: ანტიკვარული ნივთი, ისტორიის ილუსტრირებული წიგნი, ძვირფასი ჭურჭლის ნაკრები, სასარგებლო საოჯახო ტექნიკა, საკონდიტრო კურსების სერტიფიკატი.


ლომი
ლომებთან ყველაფერი მარტივადაა. ნებისმიერი საჩუქარი, რომელიც მათ სიდიადეს ხაზს გაუსვამს, მათთვის მისაღებია. ამასთანავე, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ლომებს კარგი გემოვნება და სტილის შეგრძნება აქვთ, ამიტომაც ორიგინალური საჩუქრით ნუ გარისკავთ. ერთი რამ დაიმახსოვრეთ: ლომები აღმერთებენ საკუთარ პერსონას.
ლომებისთვის კარგი საჩუქარია: კინოსა და თეატრის ბილეთები, პროფესიონალური ფოტოსესია, საოჯახო კარაოკე, ძვირფასი სუნამო. ოქროს სამკაული, სასაჩუქრო სერტიფიკატი, დიზაინერული ხელჩანთა, სპა-სალონის სერტიფიკატი.

ქალწული
ქალწულები კონსერვატორები არიან და ნივთებში პრაქტიკულობას აფასებენ, ამიტომ ექსტრავაგანტური საჩუქრები ნაკლებად მოეწონებათ. მათ სახლის მოწყობა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა უყვართ. ამიტომ უმჯობესია, თუ ქალწულს ჰკითხავთ საჩუქრის შესახებ. ისინი ამგვარ ზრუნვას სათანადოდ დააფასებენ. 
ქალწულებისთვის კარგი საჩუქარია: ტანსაცმლის მაღაზიის სასაჩუქრე ბარათი, სამზარეულოს ნაკრები, სპორტული დარბაზის აბონემენტი, სამკაულისა და იარაღის ორგანაიზერი, წიგნი თვითგანვითარების შესახებ, პლედი, დღიური.

სასწორი
სასწორებს ნებისმიერი საჩუქარი მოსწონთ. საჩუქრის შერჩევისას გაითვალისწინეთ სასწორის სწრაფვა ხელოვნების, სილამაზის, ჰარმონიისა და ფუფუნებისკენ. როცა მთავარ საჩუქარს შეარჩევთ, არ დაივიწყოთ მისი შევსება ღია ბარათით და ფერად-ფერადი კანფეტებით, ასევე - ლამაზად შეფუთვა. 
სასწორებისთვის კარგი საჩუქარია: კანფეტების ყუთი, დიზაინერული შარფი ან შლაპა, ნახატი, მედალიონი, ძვირფასი პარფიუმი, მუსიკალური ინსტრუმენტი.

მორიელი
მორიელებს ბანალური საჩუქარი ეწყინებათ. გააღვიძეთ ადამიანის ფანტაზია და ინტერესი. გაითვალისწინეთ მისი ლტოლვა თავგადასავლებისადმი, ფსიქოლოგიისა და სამყაროს საიდუმლოებების შეცნობისადმი.
მორიელებისთვის კარგი საჩუქარია: ფსიქოლოგიის ან ასტროლოგიის წიგნი, მთვარის ქვა, სამკაული შორეული ქვეყნიდან, საჩუქარი ეროტიკული ქვეტექსტით, ტაროს ბანქო, ტელესკოპი ან ბინოკლი, გარდერობის ექსკლუზიური ნივთი.

მშვილდოსანი
ამ ადამიანებს თავგადასავლები, სპორტი და აქტიური დასვენება უყვართ. ისინი ცნობისმოყვარეები არიან, არ ბეზრდებათ მხიარულება და საზეიმო განწყობა. ამიტომაც იფანტაზიორეთ, იხუმრეთ მშვილდოსანზე და მოუწყვეთ მას პატარა წარმოდგენა - ის ბედნიერი იქნება.
მშვილდოსნებისთვის კარგი საჩუქარია: სალაშქრო მოწყობილობა, ექსტრემალური ტური, პარაშუტით ხტომა, იუმორისტულ შოუზე ბილეთი, ცეკვის ან ჯირითის გაკვეთილი, ალპინიზმის კურსი, გაჯეტები, ზურგჩანთა.

თხის რქა
შრომისმოყვარე თხის რქას უყვარს საჩუქრები, რომლებიც მის სტატუსს ხაზს უსვამს. კარგი იქნება, თუკი თქვენი საჩუქარი მისი ცხოვრების მთავარ მიზანთან ასოცირდება. იფიქრეთ იმაზე, რას დადებს ის თავის სამუშაო მაგიდაზე. თუკი 100%-იანი შედეგი გსურთ, მაშინ თხის რქას პირდაპირ ჰკითხეთ, რას ისურვებდა საჩუქრად.
თხის რქებისთვის კარგი საჩუქარია: ძვირფასი და ხარისხიანი ჩანთა, მაგიდის ნივთები, რესპექტაბელური საწერკალამი, კედლის საათი, რთული თავსატეხი, დღიური.

მერწყული
მერწყული პროგრესული, ექსტრავაგანტური ინტელექტუალია. ამიტომაც, რაც უფრო უნიკალური და უჩვეულო იქნება საჩუქარი, მით უკეთესი. ყველაფერი ახალი, დამატყვევებელი და არაორდინარული მერწყულისთვის კარგი საჩუქარი იქნება.
მერწყულებისთვის კარგი საჩუქარია: ბილეთი როკკონცერტზე, მისი სახელის მინიჭება ვარსკვლავისთვის, ნემსით თერაპიის სერტიფიკატი, წიგნი მედიტაციაზე, მისი საყვარელი საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის შემოწირულობის გაღება, შორეული ქვეყნიდან სუვენირი, უჩვეულო არომატის სუნამო.

თევზები
სენტიმენტალურ და რომანტიკულ თევზებს პრაქტიკული საჩუქრით ნამდვილად ვერ გაახარებთ. თევზებისთვის იდეალური საჩუქარი დახვეწილი და კეთილი გულით მიძღვნილი უნდა იყოს. არ დაგეზაროთ საჩუქრის ძებნაზე დროის დაკარგვა და გულით აარჩიეთ.
თევზებისთვის კარგი საჩუქარია: თქვენი ხელით მოქსოვილი შარფი, სასიყვარულო ბარათი, კატის კნუტი ან ძაღლის ლეკვი, სიზმრების ახსნა - წიგნი, აბრეშუმის ძვირფასი თეთრეული, დიდი რბილი სათამაშო.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?