კაზინო და ზოდიაქოს ნიშნები

თემატური ჰოროსკოპი

24 დეკემბერი 14:00, 2017 წელი

გითამაშიათ ოდესმე კაზინოში? გადახედეთ თქვენს ჰოროსკოპს და გაიგეთ, ღირს თუ არა გარისკვა...

ვერძი
ვერძი იმპულსურია. მას შეუძლია, მოულოდნელად მიიღოს გადაწყვეტილება და სწრაფად, ათ წუთში წააგოს ყველაფერი, რაც აქვს - მანქანა, სახლი, ცოლი და ვალებიც აიღოს. მაგრამ, თუკი ის მოულოდნელად საჭირო ტალღაზე დაჯდება, მაშინ სწრაფად დაიბრუნებს წაგებულს.

კურო
კურომ შესაძლოა, ფანატიკური სიჯიუტითა და მცირე ფსონებით სცადოს სხვადასხვა „სისტემა“ და „მომგებიანი კომბინაციების“ გამოცნობაში დახარჯოს ფული. კაზინოს გაკოტრებას ვერასდროს შეძლებს, მაგრამ გამდიდრების წყურვილი კი მუდმივად აქვს.

ტყუპები
ტყუპები მაგიდიდან მაგიდაზე გადაინაცვლებენ, ითამაშებენ ხან რულეტს, ხან - პოკერს, ხანაც სათამაშო ავტომატებს "ჩამოართმევენ ხელს"... თუ გემო გაიგეს, ძალიან აზარტულები ხდებიან. ტყუპებისთვის უმჯობესია, კაზინოში მეგობრებთან ერთად იაროს, რათა ყველაფერი იქ არ დატოვოს.

კირჩხიბი
კირჩხიბი ძალიან ფრთხილია. ის მთელ ფულს არასდროს ჩავა, ითამაშებს ნელა და აკურატულად, მცირე ფსონებით. თუ წააგებს - ცოტას, მაგრამ მოგებაც ცოტა ექნება. ამასთანავე, კირჩხიბი უფრო სხვების თამაშის წესს დააკვირდება, რათა რაც შეიძლება მეტი ხერხი ისწავლოს.

ლომი
ლომი აზარტულია! ის დიდ ფსონებს აკეთებს და დარწმუნებულია მოგებაში. თუ არ უმართლებს, გაოცებულს სწყინს. წაგება არავის უყვარს, მაგრამ ლომისთვის ეს წელს ქვემოთ დარტყმის ტოლფასია. ამიტომაც მორიგი მსხვილი თანხის წაგების შემდეგ ღირსების გრძნობით ტოვებს კაზინოს, თითქოს წაგება ნაკლებად ადარდებდეს.

ქალწული
ქალწულს პოკერი ან ოცდაერთი ურჩევნია. მას ძლიერ უყვარს ვითარების გათვლა. მისთვის უფრო ადვილია, როცა საქმე გასაგებ და ლოგიკურ ციფრებთან აქვს, ვიდრე რულეტზე სულელურად მოხტუნავე ბურთულასთან. თუმცა უფრო მოსალოდნელია, ქალწული დიდხანს იდგეს რომელიმე მაგიდასთან, შორიდან ადევნოს თვალი და შემდეგ დამშვიდებული სინდისით გავიდეს კაზინოდან.


სასწორი
სასწორს კაზინო გამდიდრების წყაროდ არასდროს მიაჩნია. მისთვის ეს გართობის ადგილია, სადაც თავსაც წარმოაჩენს და საინტერესო ხალხსაც შეხვდება. ამიტომაც სათამაშო მაგიდასთან ის უფრო ენას იფხანს, ვიდრე თამაშობს. თუმცა სათამაშო ავტომატები ძლიერ იტაცებს. იქ შეიძლება საათობით იჯდეს, სანამ ჟეტონები ან მოთმინება არ გაუთავდება.

მორიელი
მორიელს კაზინოში ხშირად უმართლებს. ამ ნიშნის ქვეშ გაერთიანებულია, სიფრთხილე, გათვლები, ლოგიკა და ინტუიცია. მორიელებს განსაკუთრებული ინტუიცია აქვთ. რულეტის თამაშისას ფსონის დადება ფერზე ან წყვილ-კენტზე უყვართ. ისინი ხომ მაქსიმალისტები არიან.

მშვილდოსანი
აზარტული მშვილდოსანი ყველაფერს დებს ფსონში, წაგების შემთხვევაში კი სესხულობს და იმასაც აგებს. თუმცა ზოდიაქოს ნიშნებს შორის მშვილდოსანი ერთადერთია, ვისაც შეუძლია, კაზინოს შეეშვას და ყვავილების თაიგულით მორიგ სატრფოს მიაშუროს.

თხის რქა
თხის რქას ფულზე თამაში ძალიან არ უყვარს. მას ფულის შოვნა უყვარს და არა - უაზროდ ფანტვა. თუ თამაშობს, მხოლოდ მცირე ფსონებით და მოგების შემთხვევაში მაშინვე ტოვებს თამაშს, რათა მოგებაში დარჩეს - თუნდაც პატარა თანხით.

მერწყული
მერწყული თამაშის ერთ სქემაზე არ ჩერდება. მას მრავალფეროვნება და ექსპერიმენტები მოსწონს. მერწყული სწრაფად იგებს და მეტის მოგების სურვილში ასევე სწრაფად აგებს. წაგების შემდეგ მას შეუძლია გაუთვალისწინებელი ნაბიჯები გადადგას. კრუპიეს გასალახად აგრესია არ ეყოფა, მაგრამ სერიოზულ ვალებში გადავარდნა ნამდვილად შეუძლია.

თევზები
თევზები ფსონის გაკეთებამდე დიდხანს იდგებიან სათამაშო მაგიდასთან. მათ შეცდომის დაშვებისა და წაგების შიში აქვთ. თევზებს თავიანთი მისტიკური ინტუიცია შველით, რომელსაც კოსმოსთან აქვს პირდაპირი კავშირი. ამიტომაც თევზები იშვიათად დადებენ, მაგრამ დადებენ აშკარად მოსაგებად და ცალყბა ღიმილით აკრეფენ მოგებულ ჟეტონებს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?