როგორი ძიძა ხართ? - ამაზე თქვენზე უკეთ თქვენი ჰოროსკოპი გვიპასუხებს!

თემატური ჰოროსკოპი

26 დეკემბერი 14:00, 2017 წელი

წარმოიდგინეთ ვითარება: სახლიდან წასასვლელად ემზადებით, მეგობრები გელოდებიან ბარში. ამ დროს გესტუმრათ უფროსი და, თავისი  ხუთი წლის შვილით, და ცრემლმორეული გეხვეწებათ, ცოტა ხნით მიხედოთ დისშვილს. რას იზამთ?

ვერძი
თუ ასეთი თხოვნებით ყოველდღე არ მიმართავენ, მაშინ ვერძი შეიძლება დასთანხმდეს. ბავშვი ვერძთან თავს ბუნებრივად და მხიარულად იგრძნობს. ვერძმა არც კი იცის, რომ ამგვარი გულითადობით პრობლემებს იჩენს: ბავშვს მასთან იმდენად მოეწონება, რომ თავად სთხოვს დედას, ვერძთან კვლავ მიიყვანოს სტუმრად.

კურო
კურო ორი კურდღლის დაჭერას გადაწყვეტს და მეგობრებთან დროის გასატარებლად ბავშვიანად წავა. ბავშვსაც მეტი რა უნდა, ერთბაშად ამდენი ადამიანი შეეცდება მის გართობას.

ტყუპები
ტყუპები იმდენად განსხვავებულები არიან, რომ თავადაც არ იციან, რას მოიმოქმედებენ მეორე წუთს. მათი მხრიდან გეგმების შეცვლა სავსებით რეალურია.


კირჩხიბი
კირჩხიბს ბავშვები უყვარს. მაშინაც კი, როცა ამტკიცებს, რომ ეს ასე არ არის, ნუ დაუჯერებთ. გულის სიღრმეში ის აღმერთებს პატარა არსებებს. ასე რომ, ბავშვთან დარჩენა კირჩხიბს უხარია და ისიც სიამოვნებს, რომ გარკვეული წვლილი შეაქვს პატარის აღზრდაში.

ლომი
ლომს გული დასწყდება, მეგობრებთან შეხვედრა რომ ჩაეშლება, მაგრამ დას უარს მაინც არ ეტყვის. ლომს ეამაყება, რომ შეუძლია, პატარას აჩვენოს, რა მიზნები უნდა ჰქონდეს და რისკენ უნდა ისწრაფოდეს მომავალში (ლომის წარმოდგენით, რა თქმა უნდა).

ქალწული
ქალწულში მოვალეობის გრძნობა საკმაოდ ძლიერია, ამიტომაც ის იბუზღუნებს, მაგრამ მაინც დასთანხმდება. ქალწული მკაცრი ძიძაა. ამიტომაც მის ანაბარა დატოვებული ბავშვი იძულებული იქნება, კარგად მოიქცეს და დედის დაბრუნებას დაელოდოს, რომელიც ამ ტირანისგან იხსნის. 


სასწორი
სასწორი დას ხელს დაუქნევს და დისშვილთან ერთად სასეირნოდ გაემართება. თუმცა, ვინ უფრო მეტს გაერთობა - ბავშვი თუ სასწორი, ეს კიდევ საკითხავია.

მორიელი
მორიელი მხოლოდ იმ შემთხვევაში დასთანხმდება, თუკი ეს მართლაც ძალიან აუცილებელია და თანაც ბავშვი თუ მოსწონს. და თუკი მორიელს ბავშვის მიმართ დადებითი გრძნობები აქვს, მაშინ ისეთ დროს გაატარებინებს პატარას, რომ ის საათები ახალ წელსაც აჯობებს და დაბადების დღესაც. მორიელს ხომ ფანტაზიის დიდი უნარიც აქვს და ეგოიზმისაც.

მშვილდოსანი
მშვილდოსანს ბავშვები არ უყვარს. მის წარმოდგენაში ისინი ხმაურიანი და ძნელი მოსავლელები არიან. ერთადერთი, რასაც მშვილდოსანი აღმერთებს - ეს პირადი თავისუფლებაა, ამიტომაც, დიდი ალბათობით, ის თავის რომელიმე მეზობელს ან მეგობარს გადააბარებს ბავშვთან დარჩენას.

თხის რქა
თხის რქა, მართალია, ბავშვთან დარჩება, მაგრამ პატარას დევნას არ დაუწყებს და მთელ თავისუფლებას მიანიჭებს. ის დისშვილს ალბომსა და ფერად ფანქრებს მისცემს ან ტელევიზორთან დასვამს მულტფილმების საყურებლად, თავად კი სხვა ოთახში გავა და კომპიუტერთან სათამაშოდ დაჯდება.

მერწყული
მერწყული ხელმარჯვე ოსტატია და ბავშვის გასართობად ბევრი თამაშის მოფიქრება შეუძლია. თანაც ბავშვებთან საერთო ენას ადვილად პოულობს, ამიტომ მასთან პატარა ბედნიერად და საინტერესოდ გაატარებს დროს. მერწყულისთვის პრობლემა არ იქნება პატარასთან დარჩენა.

თევზები
თევზები აღმერთებენ ბავშვებს. შეუძლიათ, ხუთი წლის დისშვილთან დაუღალავად ითამაშონ და „ჭკვიან“ თემებზეც ინტერესით ისაუბრონ - მაგალითად, ამ ცხოვრების არსზე.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?