რა ფერის ტანსაცმელში უნდა შეხვდეთ ახალ წელს თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

თემატური ჰოროსკოპი

28 დეკემბერი 14:00, 2017 წელი

თუ ახალი წლის შესახვედრად ტანსაცმლის ფერებს, სამკაულებსა და ადგილს სწორად შეარჩევთ, მთელი 12 თვე საქმიანობაში იღბლიანი, სიყვარულში ბედნიერი და ფინანსურად უზრუნველყოფილი იქნებით.

ვერძი
ახალი წლის ღამეს ვერძმა თავიდანვე უარი უნდა თქვას იისფერზე. სამაგიეროდ შეუძლია, ჟოლოსფერი, წითელი, ცისფერი და ნარინჯისფერი სამოსი შეარჩიოს. სამკაულად აქცენტი, ლალზე, სერდოლიკზე, ზურმუხტსა და ბრილიანტზე შეაჩერეთ. აქვამარინზე თავიდანვე უარის თქმა მოგიწევთ - ის დადებით ენერგიას "წაგართმევთ". ოქროს ვერძის ფორმის საყურეები, ბეჭედი ანდა გულსაკიდი - ეს ისაა, რაც ვერძს უნდა.

კურო
კურომ საახალწლო ფერებში უნდა დაამატოს მწვანე, ცისფერი და ყვითელი. მთავარია, ეს ფერები ერთმანეთს მომაბეზრებლად არ ეხამებოდნენ და საერთო გამაში არ გამოირჩეოდნენ. არ შეიძლება ტანსაცმელში წითლის გამოყენება. მისი ჩანაცვლება შეგიძლიათ ნარინჯისფრით ანდა წითურით. სამკაულებად გამოგადგებათ ციტრინი, ზურმუხტი, საფირონი და ფირუზი. ბუს ფორმის გულსაბნევი თქვენს გარეგნობაში თავისებურ შტრიხს შეიტანს.

ტყუპები
ტყუპები ახალ წელს ნათელ ფერებში უნდა შეხვდნენ - ცისფერში, ნაცრისფერში, ყვითელში. ასევე, შესაძლებელია ნარინჯისფერის, იისფერის ანდა პერვანშის (ცისფერის ერთ-ერთი ტონალობა) გამოყენება. სამაგიეროდ ეკრძალებათ მწვანე სამოსი. ტყუპებს შეუძლიათ ნიღბისა და მთის ბროლის, იასპისა და ძოწის ტარება, მაგრამ ყველაზე საუკეთესო ძოწი ბრილიანტებით იქნება! იღბალს გველის ფორმის სამკაული მოგიტანთ.

კირჩხიბი 
კირჩხიბს ახალ, 2018 წელს ცისფერი, ლურჯი, თეთრი და ვერცხლისფერი უფრო მოუხდება. მხოლოდ აშკარა ნაცრისფერი უნდა გამოტოვოთ. მწვანეთვალება კირჩხიბებს ღია ბარდისფერიც მოუხდებათ. იღბლის გადმოსაბირებლად კარგი იქნება ზურმუხტისა და ლალის თვლიანი სამკაულები. ამას თუ "მთვარის" ქვიან საყურეებსაც დაუმატებთ მაშინ ყველა ვარსკვლავი მხოლოდ თქვენთვის გაიღიმებს.

ლომი
ლომს ახალ წელს მზისა და ნათელი ფერები მოუხდება, მათ ხომ ყურადღების ცენტრში ყოფნა და გაზაფხულის მზესავით ელვარება მოსწონთ. შეარჩიეთ ოქროსფერი, ძოწისფერი ანდა ალისფერი. კონტრასტისთვის კი გამოიყენეთ შავი კანტი. ამგვარ დღესასწაულზე თეთრი ფერი ლომისთვის არაა. რაც შეეხება სამკაულებს, ისინი ჯობია, იყოს ქარვის, ბრილიანტის, ოპალის ანდა ლალის. ჭიამაიას ფორმის კულონი კი ბედსა გწევთ. ის თქვენკენ სიყვარულსა და ფინანსურ კეთილდღეობას მიიზიდავს.

ქალწული
ქალწულისთვის შესაფერისი იქნება მწვანე, თეთრი, იისფერი და ნაზი ცისფერი. ძვირფას ქვებზე ჯობს, უარი თქვათ და ყურადღება გადაიტანოთ ყვითელ საფირონზე, ნეფრიტზე, აქატზე, იასპზე, ტოპაზზე და სერდოლიკზე. პოზიტიურ ხასიათზე მოსასვლელად და ყურადღების მისაქცევად კარგი იქნება კალიის ფორმის ყელსაბამის ანდა გულსაბნევის გაკეთება.


სასწორი
სასურველია, აქცენტი პასტელის ტონებზე გააკეთოთ - აქვამარინზე, მუქ ცისფერსა და მწვანეზე. სამკაულებიდან კარგი იქნება საფირონი, ბრილიანტი, მთვარის ქვა, მარგალიტი, მარჯანი ანდა ოპალი. სასწორებს კეთილდღეობას გულის ფორმის სამკაულები მოუტანს.

მორიელი 
მორიელის მფარველი პლანეტა პლუტონია, ამიტომაც ახალი წლის გარდერობში ის თილისმის სახით უნდა ვიქონიოთ. ეს შეიძლება იყოს გულსაკიდი, კულონი ანდა რაიმე უჩვეულო. გამოდგება კარის, კიბის ანდა ცხაურის ფორმის რკინისა და ფოლადის სამშვენისები. 2018 წელს სახლში თუჯის საგნებზე უნდა გააკეთოთ აქცენტი. ისინი საქმიანობაში წარმატებებს მოგიტანთ. თეთრი ლითონი და ვერცხლიც იდეალურად გამოდგება. სამოსზე ხაზგასმით უნდა გამოირჩეოდეს ყვითელი და წითელი ტონები. რაც შეეხება ქვებს, სასურველია, აქვამარინი, ბერილიუმი, მთის ბროლი, ლალი, ტოპაზი, მალაქიტი ანდა მარჯანი.

მშვილდოსანი
მშვილდოსნები ახალ წელს ლითონის სახურავქვეშ მოქცეულ სახლში უნდა შეხვდნენ. მხოლოდ ამ შემთხვევაში დაიცავთ მათ იუპიტერი. სამოს განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეპყრან. ბორდოსფერი, ცისფერი, ლურჯი, სისხლისფერი, იისფერი და წითელი (მუქი). სამკაულებში აქცენტი ხვლიკის ანდა ნალის ფორმებზე გადაიტანეთ. ქვებიდან მისაღებია აქატი, საფირონი, ზურმუხტი, ქრიზოლიტი, ფირუზი და ამეთვისტო - ეს ქვები თქვენს ცხოვრებას იღბლიანს გახდის.

თხის რქა 
იმ სახლში, სადაც თხის რქა ახალი წლის შეხვედრას აპირებს იატაკზე დასადგმელი საათი-კურანტები აუცილებლად უნდა იყოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნებით იღბლიანი. მთელი წლის მანძილზე მფარველებად შავი კატა, მარსი და სატურნი გეყოლებათ. ფერებიდან უპირატესობა უნდა მიანიჭოთ შავსა და ცისფერის, ნაცრისფერის, მწვანესა და ყავისფერის მუქ ტონებს. შეგიძლიათ, ექსპერიმენტის სახით ყვითელიც გაურიოთ, ოღონდ მცირე ოდენობით. ქვებიდან მისაღებია აქატი, ლალი, ძოწი, ასევე, შეიძლება ონიქსის, ლაზურიტისა და მთვარის ქვის გამოყენებაც.

მერწყული
ახალი წლის ღამეს მერწყულს მოუხდება მწვანე, ლურჯი და იისფერი ტონალობები. გასაფორმებლად გამოიყენეთ ნაცრისფერი. სამკაული უნდა იყოს ვერცხლის ანდა თეთრი ოქროსი. ქვებიდან გამოიყენეთ ლაზურიტი, საფირონი, ამეთვისტო, ცისფერი ტოპაზი. სამკაულები უნდა იყოს ვარსკვლავის ფორმის.


თევზები
თუკი თევზებს არ სურთ, ბედი "გააბრაზონ", მაშინ არჩევანი პორფირისფერზე, ჟოლოსფერზე ანდა ზღვის ტალღის ფერზე უნდა შეაჩერონ. თანაც ეს ფერები არ უნდა გამოიყენონ ქამარში, შარფში ანდა ხელჩანთაში. მარგალიტი პოზიტივითა და ენერგიით შეგავსებთ. მისი გამოყენება შეიძლება ბეჭდებში, მძივებსა და საყურეებში. თუკი თევზები ჰალსტუხს გაიკეთებენ, მაშინ  მათ ბედი არ მიატოვებთ, ქალებს მონოგრამიანი გულსაბნევი დაამშვენებთ. ქვებიდან საუკეთესო არჩევანი იქნება ამეთვისტო, მთვარის ქვა, საფირონი და ზურმუხტი.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?