ზოდიაქოს ოთხი ნიშანი, რომელსაც კაცების ჭკუიდან გადაყვანა შეუძლია!

თემატური ჰოროსკოპი

2 იანვარი 14:00, 2018 წელი

რომელ ქალებს აღმერთებენ კაცები და ვის შეუძლია, ძლიერი სქესი მუდამ ფერხთით ჰყავდეს?

მათ, ვინც ზოდიაქოს ამ ნიშნების ქვეშ არიან დაბადებულნი:

1. სასწორი
ქალი-სასწორები ცნობილები არიან თავიანთი სილამაზით, სინაზითა და ფაქიზი მანერებით. ისინი ელეგანტურად და გემოვნებით იმოსებიან, უყვართ ძვირფასი სამკაულები და პარფიუმი. სასწორი-ქალის გულისსწორი სილამაზითა და დახვეწილობით მის თითზე წამოცმულ ბრილიანტს არ უნდა ჩამოუვარდებოდეს.


სასწორებს თვითკრიტიკა ცვლილებებში ხელს უწყობს. ცვლილება კი, თავის მხრივ, მაღალი სტანდარტების შესანარჩუნებლად ესაჭიროებათ. ამ ნიშნის ქალები ყველაზე მომხიბლავებად სამართლიანად ითვლებიან. მათ ნიშანს ვენერა მართავს, ამიტომაც სასწორებმა ყველაფერი იციან სიყვარულის ხელოვნების შესახებ.


ისინი უპირატესობას არტისტული ბუნების წარმომადგენლებს ანიჭებენ - მსახიობებს, მომღერლებს, მწერლებს, მხატვრებს, მუსიკოსებს. ბიზნესმენები მათ ნაკლებად აინტერესებთ. ქალ-სასწორს სურს, რომ აღფრთოვანების მიზეზი იყოს. ის ძვირფასი ქვაა, რომელსაც ძვირფასი ბუდე სჭირდება.


ნებისმიერ წვეულებაზე იგი ყურადღების ცენტრში იქნება. მისი დასწრება სხვებისთვის წვეულების განუმეორებლობის მაჩვენებელია.


მასზე მბრძანებლობა შეუძლებელია. რაც მეტი იქნება ზეწოლა, მით უფრო ჯიუტი იქნება სასწორი. მასზე მხოლოდ ნაზი სიტყვები და რბილი დარწმუნება მოქმედებს.


2. ქალწული
ამ ნიშნის ქალები მუდამ ღირსეულად გამოიყურებიან. მაგრამ იმავდროულად ემოციურობით გამოირჩევიან. მათ საკუთარი გრძნობების კარგად დაფარვა ეხერხებათ. მათი შინაგანი მისწრაფება თითქმის მუდამ საიდუმლოდ რჩება.


ქალწულებს შესანიშნავი მანერები აქვთ და ყოველთვის ნამდვილი ლედივით იქცევიან. მათ ოპონენტის შეურაცხყოფა მხოლოდ პროვოცირებისას შეუძლიათ.


განსაკუთრებულ ინტერესს ლიტერატურის, მუსიკისა და ხელოვნებისადმი იჩენენ. მამაკაცებს მათი შეუვალობა და სიცივე იტაცებს, ასევე გულუხვობა, თმენის უნარი, სიკეთე და მიზანდასახულობა.


ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებულმა ქალებმა იციან, რა სურთ კაცებს, მათ შესანიშნავი ანალიტიკური უნარები აქვთ. როგორც წესი, ისინი გვიან და სიყვარულით კი არა, ანგარებით თხოვდებიან.

3. თხის რქა
ქალ-თხის რქას ეფექტური გარეგნობა აქვს. გარეშეებს იგი იდეალური ჰგონიათ, ვინაიდან მას ადვილად ეხერხება როგორც პირადი ცხოვრების, ისე კარიერული პრობლემების დამალვა.
მას შეუძლია სისუსტის დემონსტრირება, უყურებს მოწყალე მზერას გარშემო და სხვის თვალში წარუმატებელი ჩანს.


ქალმა თხის რქამ ზუსტად იცის, როგორი მამაკაცი სურს. რჩეულს ის ჭკუით, შრომის სიყვარულითა და მიუწვდომლობით იზიდავს. ცოტათი ცივიც კია. მან იცის, როგორ უნდა მამაკაცებით მანიპულირება.


აფასებს ერთგულებას, არასდროს პატიობს ღალატს და ადვილად ეყრება მოღალატეს. მის ცხოვრებაში შემთხვევითი რომანები, დიდი რაოდენობით მეგობრები და ხმაურიანი წვეულებები თითქმის არაა.

4. თევზები
ამგვარ ქალზე საიდუმლოდ ყველა მამაკაცი ოცნებობს. შესახედავად იგი მყიფე, ნაზი და დაუცველია. მისი ძალა სისუსტეშია. რომელი კაცი იტყვის უარს, იყოს მომხიბლავი და დაუცველი არსების მფარველი, რომელსაც მეურვეობა და დახმარება ესაჭიროება?


თევზები-ქალი კაცში მის ბუნებრივ ინსტინქტებს აღვიძებს. მის გვერდით იგი პირველყოფილ მონადირედ და მომპოვებლად გრძობს თავს - მან გულის რჩეულის ერთი ღიმილის გამო მამონტი უნდა მოკლას.


თევზების მომხიბვლელობა ძალიან ძლიერია! მის გარშემო მუდმივად არიან მფარველები და თაყვანისმცემლები. ამგვარ მდგომარეობას თევზები კარგად იფერებს.


თავისი იდუმალება და დაუცველობა თევზებმა ბუნებისგან მიიღეს. მათ სისხლ-ხორცში აქვთ გამჯდარი წესი: ქალი ავტომობილიდან პირველი არ უნდა გადმოვიდეს, რესტორანში დანახარჯი არ უნდა გადაიხადოს და სხვის დაუხმარებლად არც ქურქის გახდა შეიძლება. გაუშვი თაყვანისმცემელმა გალანტურობა, აღზრდა და კეთილშობილება გამოიჩინოს

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?