როგორი გაბრაზება იციან ზოდიაქოს ნიშნებმა!

თემატური ჰოროსკოპი

14 იანვარი 14:00, 2018 წელი

სიბრაზის გრძნობა ყველაზე მშვიდ ადამიანებსაც კი აქვთ და მეტიც, ზოგჯერ სიმშვიდის ნიღბის ქვეშ ემოციების მთელი ქარიშხალია. ასტროლოგების აზრით, ადამიანის გაბრაზების სიმძაფრე მისი ზოდიაქოს ნიშანზეა დამოკიდებული.

ვერძი
ეს ადამიანები მრისხანებისას სახიფათონი არიან. როცა ბრაზობენ, ხმამაღლა ყვირიან, ფეხებს აბაკუნებენ და შესაძლოა, მუშტებითაც მოგვარდნენ. ეს მთელი სანახაობაა, როცა, რა თქმა უნდა, მოვლენათა ეპიცენტრში შენ არ ხარ. უნდა აღინიშნოს, რომ ვერძები ასევე სწრაფად მშვიდდებიან.


კურო
კუროები ბობოქრები არ არიან, მაგრამ, თუ გააბრაზე, დიდხანს გაჰყვებათ. გაბრაზებულები გზად ყველას მუშტებით უმასპინძლდებიან. მათი გაჩერება შეუძლებელია. უბრალოდ, გახსოვდეთ და გაითვალისწინეთ.


ტყუპები
ზოდიაქოს ეს ნიშანი სიბრაზისას რაღაც მწარეს გეტყვით ან რაღაცას დაამსხვრევს, სამაგიეროდ მთელი საათი არ იღრიალებს და ხელების ქნევას არ მოჰყვება. დაიყვირებენ რაღაც მწარეს და გაჩერდებიან. ამასთანავე, სიბრაზე დიდხანს არ გაჰყვებათ.


კირჩხიბი
კირჩხიბი ბრაზს შიგნით იხვევს. თუკი ის არა ადამიანის, არამედ სიტუაციის გამო ბრაზდება, შეიძლება სიბრაზე ვერც კი შეატყო. გაწითლდება, გაიბუტება და შემდეგ ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდება. მაგრამ თუ ადამიანმა გააბრაზა, მაშინ კირჩხიბი, უბრალოდ, შურს იძიებს. არავითარი ლანძღვა და ჩხუბი.


ლომი
ზოგჯერ ლომები უმიზეზოდ ბრაზდებიან. ისინი იღრინებიან და ყველას ახსენებენ, რომ მეფენი არიან. ისინი ბრაზდებიან, როცა რაღაც ისე არ წარიმართება, ანუ ძალიან ხშირად. ლომების დაწყნარების საუკეთესო საშუალებაა - აღიაროთ და პატიება ითხოვოთ.


ქალწული
ქალწულები სიბრაზისას ბურდღუნებენ. თუ ძალიან გააბრაზეთ, მაშინ თქვენ შესაძლოა თქვენსავე სადარბაზოსთან ნაცემი გიპოვონ. ეს მაგალითად სხვებსაც გამოადგებათ. გაბრაზებული ქალწულები გარშემო ვეღარაფერს ამჩნევენ.


სასწორი
სასწორები დიპლომატიურად იქცევიან და ბრაზს გულში ინახავენ. იშვიათად ამხელენ გაბრაზების მიზეზს. ამ ადამიანებს თავის ხელში აყვანა შეუძლიათ.


მორიელი
სიბრაზისგან მორიელები ემოციების ქარიშხალს ტეხენ. დამნაშავეს საშინელი დღეები და მუდმივი  შურისძიება ელოდება. ამ ჯადოს მოსახსნელად მორიელს წრფელი გულით უნდა სთხოვოთ პატიება.


მშვილდოსანი
მშვილდოსნები სიბრაზისას ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ. დაპირისპირებისას ჩხუბზე არ გადადიან - ოპონენტს, უბრალოდ, ყველაფერს პირში ეუბნებიან. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ მშვილდოსნებს საკუთარი ემოციების მოთოკვა არ ეხერხებათ.


თხის რქა
როცა ისინი ბრაზობენ, ისტერიკას მართავენ და ურთიერთობებს არკვევენ. ეს საკმაოდ თავშესაქცევი სანახაობაა, ოღონდ ამის შესახებ მას არ უნდა უთხრათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება სახეში მოგხვდეთ. თუმცა არის თხის რქების მეორე ტიპაჟი, რომელიც ფლეგმატურად და ღირსებით ბრაზობს.


მერწყული
მერწყულები ჭკუით ბრაზობენ. მათი სიბრაზე სასარგებლოა, ვინაიდან ამ დროს ისინი თვითანალიზს ახდენენ. თავის თავში იკეტებიან, ბევრს ფიქრობენ და მხოლოდ დიდი დროის შემდეგ უბრუნდებიან სამყაროს.


თევზები
თევზები სიბრაზისას ჯერ ხურდებიან, შემდეგ დუღილს იწყებენ და ბოლოს აფეთქებით ამთავრებენ. ეს შესაძლოა, მრავალნაირად იყოს გამოხატული, ვინაიდან თევზების ემოციური ბუნება ლოგიკას არ ექვემდებარება.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?