რომელია თქვენი ზოდიაქოს თილისმა-მცენარე?

თემატური ჰოროსკოპი

23 იანვარი 14:00, 2018 წელი

როცა თილისმებზეა საუბარი, ყველა რატომღაც ქვებზე იწყებს ფიქრს, მაგრამ დაცვა მცენარესაც შეუძლია - ზოგი მათგანი ადამიანის გვერდით ყვავის და სურნელს აფრქვევს, ზოგიც ხმება. ჩვენ გიკარნახებთ თქვენი მფარველი მცენარეების სახელებს.

1. ვერძი
ვერძებს გაუმართლათ, ვინაიდან მათ ორი ცოცხალი თილისმა აქვთ. პირველი ჟენშენია. ამ მცენარეს იდუმალი თვისებები გააჩნია: კურნავს, აახალგაზრდავებს და ამხნევებს. ის დინამიკურ ვერძებს ადინჯებს, აძლევს სიბრძნესა და სიმხნევეს. ამ ზოდიაქოს ნიშანს იმავე თვისებებს პიონებიც ანიჭებენ.


2. კურო
კუროები სილამაზესა და ესთეტიკას აფასებენ. ამიტომაც ბევრი მათგანის ჰობია ყვავილების მოვლა. კუროსთვის მცენარე-თილისმაა იაჟუჟუნა. ჯერ კიდევ უძველესი დროიდან მიაწერენ ამ მცენარეს უწმინდური ძალისგან დაცვისა და ოჯახური ურთიერთობის შენარჩუნების ძალას.


3. ტყუპები
ტყუპების თილისმაა ოთახის ფურისულა. მას მთელი რიგი მაგიური თვისებებიც აქვს. ის თავის პატრონს შემოქმედებითი ენერგიითა და ჯანსაღი ამბიციურობით ავსებს. მას, ვისაც ეს მცენარე დიდი ხანია, სახლში უდგას, კარიერული წინსვლა და ოჯახური ურთიერთობების მოწესრიგება უწერია.


4. კირჩხიბი
კირჩხიბებს თილისმის გარეშეც ყველაფერი კარგად მისდით. მაგრამ იღბლის განსამტკიცებლად და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად ასტროლოგები სალბის გამოყენებას ურჩევენ: დალიონ მისი ჩაი ანდა კერძში გაურიონ. მხოლოდ ყველაფერი ზომის ფარგლებში.


5. ლომი
ლომები წარმატებასთან ყოველთვის ახლოს არიან. ჰგონიათ, რომ იღბალი კუდით ჰყავთ დაჭერილი, მაგრამ რაღაც ხელს უშლით. სწორი გადაწყვეტილების მიღებაში მათი დახმარება გვირილას შეუძლია. სასურველია, თუ მას სამუშაო კაბინეტში დადგამთ.


6. ქალწული
კრაზანა ქალწულის ნეგატიურ ენერგეტიკას იწოვს - ყველა შიშს, ნაღველსა და გაუბედაობას. ოთახის მცენარეებიდან დრაცენა გამოგადგებათ. ის წარუმატებლობებს დაგავიწყებთ და ახალი მიღწევებისკენ მიმავალ გზაზე დაგაყენებთ.


7. სასწორი
სასწორს ყველაფერი ლამაზი მოსწონს. მათ იშვიათი და მშვენიერი ოთახის მცენარეები შეეფერებათ, რომლებიც ხშირად ყვავიან. აჩუქეთ სასწორს ჰიბისკუსი - სამკურნალო მცენარე, რომელსაც სახლში ჰარმონია მოაქვს, ოღონდ ის შემოსასვლელში ან დერეფანში უნდა მოათავსოთ.


8. მორიელი
ასტროლოგები მორიელს ცაცხვის მახლობლად ცხოვრებას ურჩევენ. ის ზედმეტ ნეგატივს მოგიხსნით და ოჯახურ ურთიერთობებს მოგიწესრიგებთ. თუკი მორიელს თაიგულს მიართმევთ, ეცადეთ, მასში ალსტრომერიაც იყოს.


9. მშვილდოსანი
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებისთვის თილისმა ბუჩქოვანი მცენარეებია: ფიკუსი, აზალია ან ჰელოკონია. მაგრამ თუკი მშვილდოსნის ოჯახის წევრებს ის არ მოეწონებათ, მშვილდოსანი მათ ადვილად მოიშორებს.


10. თხი რქა
თხის რქებს მცენარეთა მოვლა ძალიანაც არ უყვართ, ამიტომაც მოსავლელად ადვილებს არჩევენ. არადა ვარსკვლავები მათ სამფერა იას ურჩევენ. ისინი პატრონის გარშემო მძლავრ ენერგეტიკულ ველს შექმნიან. მათ ასევე მძიმე ვითარებაში სულის სიმტკიცესა და ძალას შემატებენ.


11. მერწყული
სახლში სტაბილურობისთვის მერწყულს ბირკავას ურჩევენ. აი, მჟაველა კი ბედნიერი სიყვარულის მიზიდვაში დაეხმარება.


12. თევზები
მათთვის კარგი მცენარეა ორქიდეა. ის აძლიერებს მათ ოჯახურ კავშირს, საკუთარი ძალების რწმენას ჰმატებს და ცხოვრებას ქაოსისგან უთავისუფლებს. თევზებს მხოლოდ დამშვიდებულ გულზე შეუძლიათ მშვენიერის შექმნა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?