1. ვერძი
ვერძები იმით არიან ცნობილები, რომ თქვენც ყველაფერს მოგიყვებიან და სხვებსაც ყველაფერს გაუმხელენ თქვენ შესახებ, გინდათ თუ არა ეს თქვენ. ვერძის ენა მისი პირველი მტერია. მას არ შეუძლია ენაზე კბილის დაჭერა და ეს არც მიაჩნია სავალდებულოდ. მის შეგნებაში პატიოსნება ყველაზე მაღლა დგას. ის ცეცხლოვანი ელემენტია და ამიტომაც მას შეუძლია, სიტყვით დაგწვათ - ის ზოგჯერ ძალიან სასტიკია.
2. კურო
თუკი კონფლიქტის თავიდან აცილება შეიძლება, კურო სწორედ ასე მოიქცევა, თუმცა ზოგ შემთხვევებში თავს ვერ შეიკავებს და პირში მოგახლით იმას, რასაც ფიქრობს. ტყუილის თქმა მას დისკომფორტს უქმნის. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც კურომ შეიძლება მოიტყუოს, ეს რეპუტაციის შენარჩუნებაა. მაგრამ ამის მიუხედავად, სიმართლის თქმის უნარი მისი ძლიერი მხარეა, რის გამოც ხანდახან უხერხულ მდგომარეობაშიც კი ვარდება.
3. კირჩხიბი
კირჩხიბისთვის რაც უფრო ახლობელი ხართ, მით უფრო მალე გამოცდით მის პირდაპირობას, რომელიც ხშირად უტაქტობაშიც კი გადადის. კირჩხიბი ძალიან მზრუნველი და მოსიყვარულე ნიშანია, მაგრამ ის ყოველთვის დარწმუნებულია, რომ სიმართლეს გეუბნებათ. სამწუხაროდ, კირჩხიბი ამაში ძლიერ ცდება! ის ვერც კი ამჩნევს, თავისი სიტყვებით როგორ ტკივილს გაყენებთ. თუმცა კირჩხიბის მეგობრები და ოჯახის წევრები მის ასეთ გამოხტომებსა და არადელიკატურ საქციელზე თვალს ხუჭავენ.
4. ლომი
ლომს აბსოლუტურად არაფრის ეშინია, მათ შორის არც სიმართლის პირში მიხლის, თუნდაც ამან უსიამოვნო შედეგები გამოიწვიოს. თუმცა ხშირად ის სიმართლეს „კითხვა-პასუხის“ რეჟიმში გეტყვით, ვინაიდან ლომი თავად ინიციატივით იშვიათად გამოდის. ის ბუნებით ლიდერია. ამისთვის კი სხვებისთვის პატიოსნების ეტალონი უნდა იყოს. ლომი ძალიან ამაყობს თავისი პირდაპირობით და ამ იმიჯის შენარჩუნებაზე ბევრს ზრუნავს.
5. ქალწული
ქალწულის სიმართლე ყოველთვის ძალიან მკაცრია. ამიტომ ადამიანებს ზოგჯერ ურჩევნიათ, ქალწული საერთოდ გაჩუმდეს, ვიდრე სიმართლე ილაპარაკოს. საქმე ის არის, რომ ზოდიაქოს ამ ნიშანს ვინმესთვის ტკივილის მიყენება არ სურს, მას კარგი მიზნები ამოძრავებს. უბრალოდ, ქალწული ვერ ითმენს, როცა ხედავს, რომ ადამიანი სწორ გზას აცდენილია. სწორედ აქედან მომდინარეობს მისი ეკლიანი პირდაპირობა.
6. მშვილდოსანი
მშვილდოსნისთვის ტყუილი ყველაზე საშინელი საქციელია. მას უყვარს, იყოს გულღია და პატიოსანი. ეს ზედმეტი პატიოსნება ზოგჯერ იმით მთავრდება, რომ მასზე სერიოზულად ბრაზდებიან. ის ძალიან ხისტად წარმოაჩენს თავის აზრს და თავს ვერ იკავებს მაშინაც კი, როცა ეს არავის სჭირდება ან უადგილოდ ჟღერს. მშვილდოსანი თავისი მისამართითაც, ასევე, პირდაპირობას ითხოვს, ოღონდ მას ყველაფერი მოწიწებითა და მეგობრულად უნდა უთხრათ.