მორიელები თან საუკეთესოები არიან და თან შეუძლიათ, იყვნენ ყველაზე ცუდებიც.
1. ისინი მანიპულირებენ
მორიელები იღებენ იმას, რაც სურთ, მაგრამ ამას პატიოსნად აკეთებენ. ისინი არ მოგატყუებენ და ჭეშმარიტების დასადგენად ყოველთვის დამაჯერებელ არგუმენტს მოიყვანენ.
მართალია, მანიპულირების ასეთი უნარები კარიერული ზრდისთვის კარგია, მაგრამ პირად ურთიერთობებში, გვერწმუნეთ, როცა იქნება, ცუდად იჩენს თავს.
2. სექსი კარგად გამოსდით
მორიელთან სექსი არასდროს არ არის მოსაწყენი. მათთან ურთიერთობებისას სექსს დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ამიტომაც, როცა მორიელს თქვენთან სექსი მოსწყინდება, ეს ურთიერთობაზე მთლიანად აისახება.
3. ერთგულები
თუკი მორიელს ვინმე უყვარს, ის სიყვარულისთვის თითქმის 100%-ით დაიხარჯება! ისინი ცდილობენ, საყვარელი ადამიანი ყველანაირი საფრთხისგან დაიცვან.
4. ბრაზიანები
თუკი მორიელს გააბრაზებთ, ისინი მანამ გაიბერებიან, სანამ შიგნიდან არ იფეთქებენ. ისინი პარტნიორისგანაც ერთგულებას ითხოვენ და ღალატს ადვილად არ პატიობენ. ღალატს არც თავად ივიწყებენ და არც თქვენ მოგცემენ დავიწყების საშუალებას.
5. მამაცები და შემართებულები
მორიელებს მუდამ ერთი მიზანი აქვთ - მოიგონ! მორიელები ძალიან იმპულსურები და მიზანდასახულები არიან. სიმამაცე წარმატების ერთ-ერთი მიზეზია.
6. იდუმალები
მათ გვერდით არასდროს მოიწყენთ. მორიელები ყველაფერზე სანახევრო პასუხს იძლევიან. თქვენი დაინტრიგებით ისინი დიდ სიამოვნებას იღებენ.
7. მხიარულები
მორიელები ენამახვილები არიან და იუმორის საოცარი გრძნობა აქვთ. თუმცა ზოგჯერ მათი ხუმრობები შეიძლება, შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს.
8. დაკვირვებულები
მორიელს ორი წამი სჭირდება, რათა „ადამიანი იგრძნოს“. მათ დაკვირვებული თვალი და გონი აქვთ. სხვათა შორის, არ მოსწონთ ადამიანები, რომლებზე დაკვირვებაც უნაყოფოა.
9. მათ კონტროლი უყვართ
ლიდერობა მორიელების ერთ-ერთი დომინანტური თვისებაა, კონტროლი კი მათი როგორც ძალა, ასევე სუსტი წერტილია. მორიელები თითქმის ყოველ ვითარებას აკონტროლებენ. ისინი ამგვარად თავს უფრო კომფორტულად გრძნობენ.
10. მათ მაღალი სტანდარტები აქვთ
მორიელებმა კარგად იციან, რას იმსახურებენ. ისინი უკეთესის ძიებაში თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ და ბევრ ძალისხმევას ხარჯავენ. ამის გამო ზოგჯერ ცხვირსაც იმტვრევენ. მაგრამ რას იზამ, მათ ხომ საუკეთესო სურთ!