არასტანდარტული და ძალიან საინტერესო ჰოროსკოპი ქალებისთვის

თემატური ჰოროსკოპი

10 თებერვალი 14:00

ბევრი აღნიშნავს, რომ ზოდიაქოს ნიშნების სტანდარტული აღწერა მთლად ზუსტად არ შეესაბამება მათ პიროვნულ თვისებებს. ამიტომაც გთავაზობთ არასტანდარტულ ჰოროსკოპს, რომელიც ხსნის, როგორ შეიძლება ადამიანი დაბადებით ქალწული იყოს და ლომის თვისებები ჰქონდეს.

1. ქალი-ქარიშხალი (ვერძის ფსიქოტიპი)
ისინი თავისუფალი, ცვალებადი და გამოუცნობი პიროვნებები არიან. ქალი-ქარიშხალი მყისიერად იპყრობს თქვენს ყურადღებას და გულში გიკრავთ, მაგრამ ამ შეხვედრის შედეგების გამოცნობა შეუძლებელია. ამგვარ ქალებთან თავს უსაფრთხოდ მხოლოდ ის კაცი იგრძნობს, რომელსაც რისკის არ ეშინია.


2. ქალი-ჩემოდანი (კუროს ფსიქოტიპი)
ისინი არასდროს არაფერს ყრიან, ვინაიდან ქალ-ჩემოდანს ცხოვრებაში ერთი დევიზი აქვს: „ოდესღაც გამომადგება“. მათი საუკეთესო გასართობია საკვირაო ვაჭრობა. ამ ფსიქოტიპის ქალებს კიდევ ერთი გასართობი აქვთ - ისინი თაყვანისმცემლების კოლექციას აგროვებენ.


3. ქალი-კალეიდოსკოპი (ტყუპების ფსიქოტიპი)
ისინი წარმოუდგენლად ჰარმონიულები და ნათელი ადამიანები არიან, თუმცა, სამწუხაროდ, ამის დანახვა ყველას არ შეუძლია. მათი საოჯახო ცხოვრება ხმაურიანი და ქაოსურია, მაგრამ სადღესასწაულოა.


4. ქალი-წვიმა (კირჩხიბის ფსიქოტიპი)
ისინი სულ უბრალო მიზეზის გამო ცრემლად იღვრებიან, სამაგიეროდ ისტერიკას არასდროს აწყობენ. ქალი-წვიმა ნამდვილი რომანტიკოსი და მეოცნებეა. ისინი მთელი არსებით ელოდებიან პიროვნებას, რომელიც მათი მზე გახდება.


5. ქალი-განძი (ლომის ფსიქოტიპი)
მათ საკუთარი თავის ფასი კარგად იციან. მათი ბრწყინვალება დაგაბრმავებთ. ზოგჯერ ამგვარი ქალი შეიძლება ქედმაღალი მოგეჩვენოთ, მაგრამ ის არამარტო სხვების, საკუთარ თავის მიმართაც მომთხოვნია. მათი ოთხ კედელს შორის გამომწყვდევა კატეგორიულად აკრძალულია. სახლში ისინი ბრწყინვალებას კარგავენ და ჩვეულებრივ ბიჟუტერიად გადაიქცევიან.


6. ქალი-ორგანაიზერი (ქალწულის ფსიქოტიპი)
მათ ყველაფერი ჩაწერილი და მკაცრი წესრიგით თაროებზე დაწყობილი აქვთ. წესებიდან გამონაკლისი არ მოსწონთ და გაუთვალისწინებელ შემთხვევებს ვერ იტანენ. ეს ქალები ერთგულები, საიმედოები და, უბრალოდ, ქორწინებისთვის შექმნილები არიან. არ გაუცრუოთ იმედები!


7. ქალი-სიმშვიდე (სასწორის ფსიქოტიპი)
ისინი მუდამ აუღელვებელნი არიან. მათ გვერდით ადვილად შეიძლება მოდუნება და მიმდინარე პრობლემების დავიწყება. ამ ქალებს შეუძლიათ, ადამიანი ყველა თავისი ნაკლითა და უცნაურობებით მიიღონ. ბევრ ქმარს მიაჩნია, რომ ასეთი მეუღლე ნამდვილი ბედის საჩუქარია.


8. ქალი-კოშმარი (მორიელის ფსიქოტიპი)
მათში არის რაღაც საშიში, მაგრამ სწორედ ამაშია მათი მიმზიდველობა. ქალი-კოშმარი იმ ზღაპრის სიუჟეტს ჰგავს, ძარღვებში სისხლი რომ გეყინება, მაგრამ ისტორიის ბოლომდე მოსმენაც რომ გინდა!


 9. ქალი-ხანჯალი (მშვილდოსნის ფსიქოტიპი)
ისინი მტკიცე და ისეთი ალესილები არიან, როგორც დამასკური მახვილი. არაჩვეულებრივად პატიოსნები და პირდაპირები. ქალი-ხანჯალი მხოლოდ მათ გვერდში უნდა იყოს, ვისაც „სიტყვისთვის ჯიბეში ჩაძრომა“ არ სჭირდება. მათ გვერდით მხოლოდ ის მამაკაცები გადარჩებიან, რომლებსაც სიმართლე არ აშინებთ! და საერთოდ - არაფერი აშინებთ!


10. ქალი-მთა (თხის რქის ფსიქოტიპი)
ამ ლამაზმანების სიყვარულის მოპოვებას ბევრი დრო და ჟინი ესაჭიროება. იმისთვის, რომ „მთის მწვერვალს მიაღწიონ“, მამაკაცებს ბევრი ძალის დახარჯვა მოუწევთ, მაგრამ თუკი ვინმე ამას შეძლებს, მას ქალი-მთა სამყაროს „ჩიტის ფრენის სიმაღლიდან“ დაანახვებს. მთავარია, თავბრუ არ დაგეხვეთ.

11. ქალი-შუქურა (მერწყულის ფსიქოტიპი)
მათთან ერთად დაზვერვაზეც შეიძლება წასვლა. მათთვის შეუძლებელი არაფერია. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, დაურეკოთ და დახმარება სთხოვოთ ან უბრალოდ წაეჭორაოთ. ისინი გულუხვები და უანგარონი არიან. ამგვარ ცხოვრების თანამგზავრზე მხოლოდ ოცნება შეიძლება.


12. ქალი-ორქიდეა (თევზების ფსიქოტიპი)
ის მყიფე და ადვილად მოწყვლადია, თუმცა ამაში არის თავისებური სილამაზე და მიმზიდველობა. მათზე  მუდმივი ზრუნვაა საჭირო. მათ ცხოვრების ქარტეხილებისგან დაცვა ესაჭიროებათ. ქალი-ორქიდეა ძლიერი მამაკაცებისთვის ნამდვილი საჩუქარია.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ 25 წლის იუბილე აღნიშნა

"ჯორჯიან ეარვეისს" საავიაციო ბაზარზე არსებობის 25 წელი შეუსრულდა.
ამბები

სალომე ზურაბიშვილი: ბნელი ძალის ორი პარტიის წარმომადგენლები საზღვარგარეთ გავიდნენ რაღაც ქარტიაზე ხელმოსაწერად, რომ არ გალანძღავდნენ ერთმანეთს, თუმცა თავს ვერ იკავებენ

„ერთი ბნელი ძალის ორი პარტიის წარმომადგენლები საზღვარგარეთ გავიდნენ, ხელი მოაწერეს რაღაც ქარტიაზე იმის ნიშნად, რომ არ გალანძღავდნენ ერთმანეთს, ერთი იდეოლოგიის მატარებლები არიან და თავს ვერ იკავებენ, ერთმანეთსაც ლანძღავენ“.
ამბები

სალომე ზურაბიშვილი: ქვეყანა უნდა იყოს შეკრული, ფიქრი, რომ ერთი პრეზიდენტი გადაარჩენს საქართველოს, წარსულს ეკუთვნის

„მცხეთა სხვადასხვა კუთხით, სიმბოლოთი უნიკალურია, ამასვე მოწმობს ჩვენი ისტორია“, - ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მცხეთაში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
სილამაზე/ჯანმრთელობა

გაჭერით ლიმონი და დატოვეთ საძინებელში...

ყველამ ვიცით, რომ ლიმონი ნუტრიენტებისა და ვიტამინების უშრეტი წყაროა, თუმცა არამხოლოდ...
ამბები

მაია ცქიტიშვილი: „ქართული ოცნებისთვის“, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარება

„ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარება და ისეთი განვითარების საფუძვლის შექმნა, რომელიც ძალიან ბევრი წლის განმავლობაში წაგვიყვანს წინ“, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. 
საკნატუნო ამბები

15-წუთიანი მარტოობა სტრესის დაძლევაში დაგეხმარებათ

თუკი საათის მეოთხედს მარტოობაში გაატარებთ, სტრესიც დაგავიწყდებათ და გაღიზიანებაც გაგიქრებათ. პერიოდულად მარტო დარჩენა ადამიანზე პოზიტიურად მოქმედებს. მთავარია, ეს მარტოობა დიდხანს არ გაგრძელდეს!
დღის ჰოროსკოპი

16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

სალომე ზურაბიშვილი ყაზბეგელ ამომრჩეველს შეხვდა: მე არ ვარ თერგდალეული, მე სენადალეული ვარ

მე არ ვარ თერგდალეული, მე ვარ სენადალეული და თურმე ეს არის ამ ქვეყანაში დანაშაული,-ასე მიმართა ყაზბეგელებს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ყაზბეგში ამომრჩეველთან შეხვედრისას.
NEW

სალომე ზურაბიშვილი: როგორც კი პრეზიდენტი გავხდები შევკრებ იმ სტუდენტებს, რომლებმაც უცხოეთში ცოდნა სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღეს

როგორც კი ვიქნები არჩეული პრეზიდენტი, შევკრებ ამ ახალგაზრდებს ვინც დაბრუნდება იქაური ცოდნით და გამოცდილებით, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ყაზბეგში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. 
NEW

სალომე ზურაბიშვილი: “ყაზბეგი არის მაგალითი იმისი, რომ შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს რეგიონი”

ყაზბეგი არის მაგალითი იმისი, რომ შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს რეგიონი, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ყაზბეგში განაცხადა.