1. თავი დამანებე!
ეს ფრაზა მეგობარ ვერძს მართლაც არასდროს არ უნდა უთხრათ. მათ არ უყვართ, როცა მარიონეტივით ექცევიან. თუკი გსურთ, ვერძი მართლაც ჩამოგშორდეთ, მაშინ უთხარით, რომ საკუთარ „დამოუკიდებლობის დეკლარაციას“ ადგენთ, ის ამ საქმიანობაში დაგეხმარებათ კიდეც!
2. სულ შენ ნუ ლაპარაკობ...
თუკი ვერძმა საუბარი წამოიწყო და თქვენ სიტყვის ჩაგდებას ვერ ახერხებთ, მშვიდად თქვით: „გთხოვ, მეც მათქმევინე!“ ამის გაგონებაზე ის აუცილებლად მოიხედავს და ახლა უკვე თქვენი ჯერი დგება - თქვით ის, რაც გსურთ.
3. არა!
უადგილოდ ნათქვამი „არა“ ვერძის სიფიცხის მიზეზი გახდება. მაგალითად, როცა კაფეში სხედხართ, ოფიციანტი რამეს შემოგთავაზებთ და შემოთავაზებაზე სწრაფად იტყვით „არა“-ს, ვერძი უეჭველად აპილპილდება და წამოიყვირებს: „არა! ნუ ამბობ ჩემ მაგივრად!“
4. დაიწყე თავიდან
თქვენს მეგობარ ვერძს ყველაფერში პირველობა სურს. ამიტომაც თუკი მას ეტყვით, რომ ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს, ის დაიბნევა და აპილპილდება!