ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, ვის რომელ ქალაქში ცხოვრება შეეფერება

თემატური ჰოროსკოპი

6 აპრილი 14:00, 2018 წელი

შეიძლება გაოცდეთ, მაგრამ ქალაქებსა და ქვეყნებსაც აქვთ საკუთარი ჰოროსკოპი. ქვეყნის ანდა ქალაქის „დაბადებად“ პირველი მოსახლის გაჩენა ანდა დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე მიიჩნევა. 

ასტროლოგებმა ადამიანის ჰოროსკოპი ქალაქის/ქვეყნის ადგილმდებარეობას შეუფარდეს, ზედ პლანეტარული ურთიერთქმედების ინტერპრეტირება მოახდინეს და დაადგინეს, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ვის რომელ ქალაქში ცხოვრება შეეფერება.


ვერძი
- ნიუ-იორკი


თქვენი კარიერული მისწრაფება იდეალურად გაიფურჩქნება ნიუ-იორკში! ფული თქვენი ჯიბეებისკენ გამოემართება, ხოლო ჯანმრთელობა ძლიერი და ურყევი იქნება. ენერგიულ ვერძს ნიუ-იორკის ენერგიული ატმოსფერო მოუხდება.


კურო - სიდნეი


სიდნეიში ყურადღების ცენტრში იქნებით და პროფესიული კუთხით განვითარდებით. ფინანსური საქმეები გაუმჯობესდება, რასაც სტაბილურობა და საერთო აყვავება მოჰყვება. კუროს ბუნებაში ყოფნა მოსწონს და ამიტომაც ავსტრალიაში ცხოვრება მის შინაგან ენერგიას გაზრდის. შესაძლოა, ასაკში დიდი განსხვავების პარტნიორსაც შეხვდეთ.


ტყუპები - სან-ფრანცისკო


ტყუპები დიდი კომუნიკატორები არიან. სწორედ ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, თუკი მათ მაღალტექნოლოგიური წარმოებისა და სტარტაპების ცენტრი მიიზიდავს. თუკი კომპიუტერული გენიოსი ანდა სოციალური ქსელების ვარსკვლავი ბრძანდებით, მაშინ სან-ფრანცისკოში თქვენი კარიერა სიმაღლეში ღრუბლებამდე მიაღწევს. თუკი სიყვარულს ეძებთ, მაშინ ამ ქალაქში თქვენი შანსები ათმაგად გაიზრდება.


კირჩხიბი - ვენეცია


კირჩხიბი წყლის ნიშანია და ვენეცია მათთვის იდეალური საცხოვრებელი ადგილი იქნება. იქ კირჩხიბები თავს სახლში იგრძნობენ. მთვარისა და მარსის გაერთიანება დასახული მიზნების მიღწევის გზაზე დამატებით იმპულსს მოგცემთ. თუკი ვენეციაში საცხოვრებლად წასვლას ვერ მოახერხებთ, მაშინ მინიშვებულება მაინც დაგჭირდებათ ენერგიის შესავსებად.

ლომი - პარიზი


ცისფერსისხლიან ლომს ამ ქალაქში სამეფო პატივით დახვდებიან. მზე მართავს როგორც ლომს, ისე პარიზს, ამიტომაც ამ ქალაქში მათთვის საუკეთესო პერსპექტივები გადაიშლება. ნებისმიერი ახალი სამუშაო ანდა გატაცება წარმატებული იქნება. ურთიერთობებში შესაძლოა, არატრადიციული გადახვევა მოხდეს, ვინაიდან ლომების ყურადღებას უჩვეულო პიროვნებები იპყრობენ.


ქალწული - ტოკიო


ქალწული პერფექციონისტია, რაც მის მუდმივ განვითარებას იწვევს. სტილის დახვეწილი გრძნობა იდეალურად ეხამება ტოკიოს უჩვეულო ცხოვრებას. იაპონური კულტურა ტრადიციებსა და ეტიკეტს ეფუძნება, რაც თქვენს ხასიათში ზის. აქ თქვენ ყველაფერს მიაღწევთ. მარსისა და იუპიტერის კავშირი წარმატების საწინდარია.


სასწორი - ლონდონი


ლონდონის ჰოროსკოპში მზე კულმინაციას აღწევს და ამით სწორი ცხოვრებისეული გზის არჩევაში გეხმარებათ. თუკი საკუთარ თავს ეძიებთ, მაშინ ამ ქალაქში გაიგებთ, რა გსურთ. ლონდონი კარიერასა და სიყვარულში წარმატებას მოგიტანთ. თქვენ პოპულარული გახდებით.


მორიელი - ამსტერდამი


მორიელს კარგად ესმის ფიზიკური სიახლოვის მნიშვნელობა და მზე ამსტერდამის ჰოროსკოპში მათ პარტნიორის მოძიებაში დაეხმარება. ამ ქალაქში ბედნიერებასა და სიმშვიდეს შეიძენთ.


მშვილდოსანი - ჰონოლულუ


ცეცხლის ელემენტი ჰონოლულუს ჰოროსკოპში თქვენს ენერგეტიკასთან რეზონანსში მოვა. ამ ქალაქში ნებისმიერი ჩაფიქრებული პროექტი შესრულდება. მარსი თავდაჯერებულობას შეგმატებთ და საკუთარ თავს უფრო კარგად შეიცნობთ. სიყვარულში ამერიკული მთები გელოდებათ, ვინაიდან ეგზოტიკურ პარტნიორს შეხვდებით.


თხის რქა - მონაკო


ასტროლოგებში თხის რქა „მილიონერთა ნიშნად“ ითვლება. მაშ, რატომ იზრდება ჩემი ვალები, იკითხავთ თქვენ. გჯერათ ეს თუ არა, თქვენ გამდიდრების სხვაზე მეტი შესაძლებლობა გაქვთ და მონაკო თქვენგან მილიონერს შექმნის. თხის რქას მძიმე სამუშაოსი არ ეშინია და ის მონაკოში უხვად ანაზღაურდება.


მერწყული - სტოკჰოლმი


თქვენი სოციალური ორიენტირებულობა დაკმაყოფილდება ქალაქში, რომელიც 2040 წლისთვის მთლიანად იტყვის უარს წიაღისეულ სათბობზე. ძალიან ჭკვიანი და შორსმჭვრეტელი ბრძანდებით და პროგრესულ სტოკჰოლმში თქვენ შთაგონება გეწვევათ, რომელიც ცხოვრებას უკეთესობისკენ შეგიცვლით. ამასთანავე, პლანეტის გარდაქმნის საქმეში მარტო არ იქნებით: იშოვით პარტნიორს, რომელიც ამ საკითხში თქვენს მისწრაფებებს გაიზიარებს.


თევზები - სინგაპური


სინგაპურის დინამიკური ტემპი თქვენს მეოცნებე ხასიათთან მკვეთრ კონტრასტს ქმნის, ამიტომ ეს ქალაქი უფრო სწრაფად მოძრაობას გაიძულებთ, რაც გამარჯვებას მოგიტანთ. ასე განსაკუთრებით თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებში გამოვლინდება. თქვენ სინგაპურში ცხოვრებისეულ ბალანსს, ემოციურ უსაფრთხოებასა და წარმატებას მიაღწევთ.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

23 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

adjarabet.com-მა პროექტ „არიქას“ გამარჯვებულები გამოავლინა

კომპანია adjarabet.com-მა მხიარული და აზარტული პროექტის, „არიქას“ გამარჯვებულები საზეიმო ღონისძიებაზე გამოავლინა.
კულინარია

რატატუი ქათმის ფილეთი - უმარტივესი და უგემრიელესი

ეს ძალიან სასარგებლო და ნაკლებკალორიული კერძი მოსამზადებლადაც უადვილესია. თანაც ნატურალური პროდუქტისგან მომზადებული ბალიში ხორცს არა მარტო გასტრონომიულ სრულყოფილებას შესძენს, არამედ ესთეტიკურსაც.
დღის ჰოროსკოპი

22 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

adjarabet.com პროექტ „არიქას“ გამარჯვებულს გამოავლენს, რომელიც იაპონიაში გაემგზავრება

21 აგვისტოს 18:00 საათზე ლისის ტბაზე adjarabet.com-ის მხიარული პროექტის „არიქას“ გამარჯვებულები გამოვლინდებიან. ცენტრალური გამარჯვებული იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება.
კინო

ოდრი ტოტუს 7 საუკეთესო როლი გიფებში

ამ ფაიფურივით ნაზმა, ულამაზესმა და უნიჭიერესმა ფრანგმა მსახიობმა მთელი მსოფლიოს მონუსხვა შეძლო. მისი უსაზღვროდ მომხიბვლელი ღიმილისა და გამოხედვის წინაშე ყველა მამაკაცია უძლურია.
დღის ჰოროსკოპი

21 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა არის ის, რაც ქალს მამაკაცში ყველაზე მეტად მოსწონს

მამაკაცმა რომ ქალის გული დაიპყროს, აუცილებელი არაა, ლამაზი იყოს. ბევრად ფასეულია მისი ძალა, ხასიათი, კეთილშობილება, სიმტკიცე და ურყევი ნება. ამ თვისებების წინაშე ყველა ქალი უძლურია. 
დღის ჰოროსკოპი

20 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

18 იშვიათი ფოტო 90-იანების არქივიდან, რომლებიც საეჭვოა, ნანახი გქონდეთ

30 წლის განმავლობაში ყველაფერი ძალიან შეიცვალა: მსოფლიოს ინტერნეტი მართავს, მოდა სულ სხვანაირი გახდა და ვარსკვლავებიც სულ სხვანაირად გამოიყურებიან. ეს იშვიათი  ფოტოები თვალნათლივ დაგანახვებთ, როგორი სისწრაფით იცვლება ცხოვრება.
დღის ჰოროსკოპი

19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ნაბეღლავი“, „ბახმარო“, „გალფი“ - ბახმაროში ტრადიციული დოღის სამზადისია

ხვალ, ბახმაროში, ფერისცვალების დღესასწაულზე ასულ სტუმრებს ბევრი სიურპრიზი ელით. მზადება უკვე დაწყებულია.