ვერძი
1. არ ღირს ჩემთან ბრძოლა;
2. სჯობს, ინაღვლო იმის გამო, რომ გააკეთე, ვიდრე იმის გამო, რომ არ გააკეთე;
3. სულიერად ახალგაზრდა ადამიანები არ იღლებიან;
4. არაა ცუდი, იყო ჯიუტი;
5. მე არ ვუტევ, მე თავს ვიცავ.
კურო
1. რაც ჩემია, შენი არაა;
2. ვისაც საკვები არ უყვარს, არც ადამიანები უყვარს;
3. ჩვენ არც ისე მდიდრები ვართ, რომ იაფი ნივთები შევიძინოთ;
4. არასდროს ეკამათო იდიოტს. ის თავის დონეზე დაგიყვანს და საკუთარი გამოცდილებით დაგახრჩობს;
5. ნდობა ძნელი მოსაპოვებელი და ადვილი დასაკარგია.
ტყუპები
1. არასდროს არ იცი, რა გელის;
2. ერთი თავი კარგია - ორი უკეთესი;
3. ადამიანები მხოლოდ თავს იტყუებენ, როცა ჰგონიათ, რომ ხარისხი რაოდენობაზე მეტია;
4. შეყვარებულები მოდიან და მიდიან, მეგობრები მუდმივად რჩებიან;
5. ჭკუა ეშმაკის სახელოსნოა.
კირჩხიბი
1. ჩემი სახლი ჩემი სიწმინდეა;
2. ვინც ელოდება, ყველაფერი იმასთან მიდის;
3. სხვაზე გადაბრალება ყველაზე ადვილია;
4. გენიოსსა და გიჟს შორის მცირე ზღვარია;
5. ვინც არასდროს აზრს არ იცვლის, მას სიმართლეს საკუთარი თავი ურჩევნია.
ლომი
1. არ დასთანხმდე მეორე ადგილს;
2. კარგი მანერები ისეთ კარს აღებს, რომელსაც ყველაზე დიდი ცოდნაც ვერ ერევა;
3. თუკი რაიმეს გაკეთებას აპირებ, გააკეთე სწორად;
4. თუ არ ამჟღავნებ, სიყვარულიც არაა;
5. სიცრუეს დიდხანს ვერ დამალავ.
ქალწული
1. მოთმინება და მუყაითობა წარმატების გასაღებია.
2. შემთხვევითი ტყუილი, რომელიც დიდ საქმეს ემსახურება, გამართლებულია;
3. როცა მოძრაობა ხისტია, შენც ხისტი უნდა გახდე;
4. უღირსზე დროის დაკარგვა არ ღირს;
5. გონიერებას მიჰყევი და არა გულისთქმას.
სასწორი
1. ბედნიერება კარგია, როცა მას სხვას უწილადებ;
2. დიპლომატია გამარჯვებისკენ მიმავალი სწორი გზაა;
3. საკუთარი პრინციპების დაცვა სისულელეა;
4. მეგობრები ახლოს გყავდეს, მტრები კიდევ უფრო ახლოს;
5. სიყვარულს დამტკიცება ესაჭიროება.
მორიელი
1. თუკი ცხოვრების გზაზე ვნებას არ მიჰყავხარ, მაშინ რაღაცას არასწორად აკეთებ;
2. მგელი თავის ბუნებას არასდროს იცვლის;
3. ოფლითა შენითა მოიპოვე პური შენი არსობისა;
4. ადამიანს ვერასდროს გაიცნობ, თუკი მასთან ერთად არ იცხოვრებ;
5. რაც არ გკლავს, გაძლიერებს.
მშვილდოსანი
1. ჯობია ბრძენთან ერთად იტირო, ვიდრე სულელთან ერთად იცინო;
2. რაც მეტი მეგობარი გყავს, მით მდიდარია შენი ცხოვრება;
3. ისწავლე საკუთარ შეცდომებზე;
4. მოქმედება უფრო ხმამაღალია, ვიდრე სიტყვა;
5. არაფერი რთული არაა, თუკი გულით მიუდგები.
თხის რქა
1. ვინც საკუთარი თავის რწმენას დაკარგავს, ის წააგებს;
2. დრო ფულია;
3. მომხდარის შემდეგ ადვილია, იყო ბრძენი;
4. წესები გარკვეული მიზეზების გამო არსებობს;
5. გროშია ადამიანის ფასი, რომელიც საკუთარ სიტყვას არ ასრულებს.
მერწყული
1. როცა არავინ გეკითხებათ, მაშინ ეს რჩევა კი არა, ნოტაციაა;
2. ყველზე კარგი ცხოვრება საკუთარი სურვილებით ცხოვრებაა;
3. ყველანი მარტოხელები ვიბადებით;
4. სიყვარული ლამაზი, მაგრამ ადამიანებში ყველაზე უფრო გავრცელებული სისუსტეა;
5. ასესხე ფული და დაკარგე მეგობარი.
თევზები
1. რატომ გავაკეთო დღეს, როცა ხვალაც შეიძლება;
2. დაპირება - ეს ფუჭი სიტყვებია.
3. ცხოვრებაში მთავარი მუსიკა, სიცილი და ცრემლებია;
4. ჭეშმარიტი სიყვარულია ის, როცა გიყვარს არა მხოლოდ უბიწოება, არამედ არასრულყოფილებაც;
5. როცა საკუთარი არ გესმის, სხვების გაგება ძნელია.