ცოლების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

თემატური ჰოროსკოპი

9 მაისი 14:00, 2018 წელი

საშინელიდან იდეალურამდე - თქვენი რჩეულის ზოდიაქოს ნიშნით ადვილად დაადგენთ, როგორი იქნება ის ქორწინებაში. მოასწარით ცხოვრების საუკეთესო თანამგზავრის შერჩევა!

XII ადგილი. ცოლი-ქალბატონი
საოცრად მიმზიდველი, ფანტასტიკურად ეშმაკი და განსაცვიფრებლად ლამაზი ქალი-მორიელი ყველაზე საშინელი ცოლია. მორიელთან შეუღლება ნებაყოფლობით მონობას ნიშნავს. წინასწარ გაფრთხილებთ - ეს ქალბატონი უცნაური და იდუმალია. მას ფეთქებადი და ჭირვეული ხასიათი აქვს. მასთან შეგუებაზე ბევრი ძალა დაგეხარჯებათ. დარწმუნებული იყავით, მის გვერდით თქვენ გამოიმუშავებთ სიმდიდრეს, სიმელოტეს და ინვალიდობის პენსიას. და ეს ყველაფერი იმის გამო, რომ მორიელის რკინის პრინციპია - „დომინირება, ძალაუფლება, დამცირება“.


XI ადგილი. ცოლი-მსახიობი
ქალ-თევზებზე ქორწინება ეს ერთი მსახიობის თეატრში მოხვედრის ტოლფასია. ვერასდროს ვერ გაიგებთ, რაზე ფიქრობს, რით ხელმძღვანელობს და როგორ ატარებს თავისუფალ დროს. პირველხარისხოვანი და უმთავრესია, გაიგოთ, რა სურს და შემდეგ ძალა არ დაიშუროთ მის შოვნაში. ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ ამის შემდეგ. ამგვარი ქალი მუდმივად უნდა მოხიბლო, გააოცო, გაამხიარულო, გაათამამო, დაიცვა. არადა უბრალოდ იტყვის „ჰმ“ და ლამაზად წავა. ყველაფერი ეს იმის ბრალია, რომ ქალი-თევზები თქვენზე მეტს აკეთებს - ის ყოველდღიურად ოფლს ღვრის ქორწინების გასალამაზებლად.


X ადგილი. ცოლი-დედოფალი
ქალი-ლომი ნამდვილი დედოფალია და მას შესაბამისად უნდა მოეპყრათ. ასეთ ქალს სამეფო პირობები უნდა შეუქმნათ. თქვენ უნდა იყოთ მისი რაინდი და მისთვის ახალი სამფლობელოები დაიპყროთ, მისი სახელი მთელ სამყაროს მოსდოთ. სამაგიეროდ ლომის ფონზე ყველა სხვა ქალი ხუნდება. ის ერთადერთი და განუმეორებელი ვარსკვლავია, რომელიც ცაზე ამბიციური მამაკაცებისთვის კაშკაშებს. ლომი - ეს ქალი-მინოტავრია, რომლისთვისაც ყველაფერი უნდა გააკეთო. თქვენ, უბრალოდ, სხვა გზა არ გაქვთ.


IX ადგილი. ცოლი-მებრძოლი
ქალი-მშვილდოსანი ქორწინებაში მებრძოლი ამხანაგია: მასთან ერთად ცეცხლიც და წყალიც საშიში არაა. ის თქვენს ზურგს უკან დადგება და ვაზნებს მოგაწვდით. იმიტომ რომ თქვენ ზღვა თაყვანისმცემლების მოგერიება მოგიწევთ. ამას გარდა, ვაზნები საოჯახო უთანხმოებისას თავდაცვისთვისაც გამოგადგებათ. განრისხებული ცოლი-მშვილდოსანი ხომ ბოროტ თათარზე უარესია. ამიტომაც მიიღეთ რჩევა: დანებდით ბრძოლის გარეშე.


VIII ადგილი. სახიფათო ცოლი
ცოლი-ტყუპები მისტიკურ არსებას მიაგავს - ერთგვარი იდუმალი და საიდუმლოებით მოცული არსებაა. ზოგი ქალი კაცისგან გმირს ხდის, არადა არსებობენ იმგვარი ქალები, რომელთა გვერდითაც ალფა-მამრებიც კი  წარუმატებლები ხდებიან. და კიდევ არიან ქალი-ტყუპები. ისინი ქმრებს რენტგენის სხივებით აკვირდებიან. ამგვარი ქალები სიღრმეში იხედებიან და იქ თქვენი სულის სიღრმეში მიმალურ დემონებს კვებავენ. თვით ტყუპებს კი ბედნიერ ცოლებად მიაჩნიათ თავი, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვით მათ ქმრებზე. ტყუპების გვერდით გადარჩენა მხოლოდ ტანჯულ წმინდანებს შეუძლიათ. სხვაგვარად მათი სიმამაცის ახსნა შეუძლებელია.


VII ადგილი. ცოლი-მეტოქე
ქალი-ვერძის გვერდით ყოფნა ეს ვულკანის ყელზე ცეკვის ტოლფასია. ის ძლიერი ქალია და ძლიერი მამაკაცი სჭირდება, ნამდვილი გმირი, რომელიც ყოველდღიურ საოჯახო აპოკალიფსს გაუძლებს. ამგვარი ქალის შმაგი ბუნება მოყვარულის გასართობი არაა. როგორც კი ვერძი შესაბამის პარტიას მოძებნის, მაშინვე ნამდვილი ომი იწყება. ბრძოლა იქნება ძლიერი, თანაბარი და გამარჯვებულის გარეშე. ასეთი წყვილი შინაგან ძალასა და სულის სიძლიერეს მუდმივად ზრდის. თუკი შეძლებთ ისეთი ქალის გაძლებას, რომელიც არასდროს არაფერს დაგითმობთ, მაშინ წინ.


VI ადგილი. ქალი-კატა
ქალი-სასწორი ყველაზე მომხიბლავი, გულითადი, ნაზი და ყოფაცხოვრებისთვის აბსოლუტურად მოუმზადებელია. მაგრამ რომელ სახლში არაა თბილი და კრუტუნა კატა? ქალი-სასწორი მთელი არსებით ითხოვს მოფერებას, სინაზეს, ყურადღებას და ამის გამო ბევრი მამაკაცი მარტის კატასავით იწყებს კრუტუნს. ერთია მხოლოდ, ამგვარი კატა მუდმივად ხელში უნდა გყავდეთ, თორემ სხვაგან გაიქცევა.


V ადგილი. ბრძენი ცოლი
ქალი-ქალწული ბრძენი, ძალიან ბრძენი, ჯოჯოხეთურად ბრძენი. ეს ზოგჯერ ძალიან საშიშია. მას არაფრის ახსნა არ სჭირდება, მან წინასწარ იცის ყველაფერი. ამგვარი ქალი ყველაფერს გაპატიებთ, იმიტომ რომ მან ეს ვარიანტიც წინასწარ  გათვალა. ქალწული ყოველთვის მხარში დაგიდგებათ, დაგეხმარებათ ბრძნული რჩევით, მიგითითებთ მიმართულებას. ის საყვარელი ქალი, ბრძენი მსაჯული და საუკეთესო მეგობარია. ერთადერთი უარყოფითი მხარე მისი მოულოდნელი გადარევაა. მან შეიძლება წვრილმანიც კი გააბუქოს და უსასრულოდ გაზარდოს. მართალია, შემდეგ აღიარებს, რომ მართალი არ იყო და ბოდიშსაც მოიხდის, მაგრამ განადგურებულ ნერვებს რა ეშველება?


IV ადგილი. ცოლი-მინოტავრი
ქალი-კურო მუდმივი ძრავაა. ეს სტაბილურობის ნიშანია, ამიტომაც ამგვარი ქალები ყველაზე ხშირად ხულიგნებს მიჰყვებიან ცოლად - მათ ხომ ინტერესების კონტრასტი მოსწონთ. მაგრამ გრძნობები გრძნობებად, ხოლო სადილი განრიგის მიხედვით. ქალ-კუროს საუკეთესო საკვები, ლამაზი სამოსი, აგარაკი და ავტომობილიც სურს. მისი ყველას უნდა შურდეს. ამიტომაც მის მარწუხებში მოხვედრილი ხულიგანი მალე საუკეთესო მეოჯახედ გადაიქცევა. ამგვარი ცოლი საუკეთესოდ ბურღავს ტვინს და აშანტაჟებს. მანიპულირების მისი ვირტუოზული მანერა ქუჩის ბიჭს წარმატებულ მამაკაცად აქცევს. მთავარია, ქმარს ეყოს გონი და წინააღმდეგობა არ გაუწიოს.


III ადგილი. პრინციპული ცოლი
მტკიცე და შემართული ქალი-თხის რქა ბედნიერების თავის რეცეპტს ფლობს. მან კარგად იცის, რა სურს ცხოვრებისგან, ქორწინებისა და ქმრისგან. ის თავისი მიზნებიდან არ გადაუხვევს. ქალი-თხის რქა ნებისმიერს არ გაჰყვება ცოლად. მან კარგად იცის, იმისთვის რომ ქორწინება წარმატებული გამოდგეს, მუყაითი შრომაა საჭირო. ის მტკიცე ხელით ჩაგიჭერთ და საჭირო დონემდე დაგამუშავებთ. ეს შეუქცევადი პროცესია. სამაგიეროდ თქვენი გარდაქმნის შემდეგ ოჯახში სიმშვიდე და ჰარმონია დაისადგურებს.


II ადგილი. მუდამ ნორჩი ცოლი
თავისუფლების მოყვარე ქალი-მერწყული, ასტროლოგების აზრით, საუკეთესო მეუღლეა. ამგვარი ცოლი თქვენს გვერდითაა და იმავე დროს არცაა. განა ამაზე საუკეთესო რა უნდა იყოს? არავინ არ გაწუხებთ, ტვინს არ გიბურღავთ. თუმცა მისი მთავარი პრინციპი ყოფითი პრობლემები არაა, ის არ დაიწყებს დალაგებას და სადილის კეთებას. ამგვარი ცოლი მამაკაცური ოცნებების მთავარი პერსონაჟია: მუდამ ახალგაზრდა და მშვენიერი. ამასთანავე, ის მუდმივად საკუთარი ცხოვრებით დაკავდება და ქმარს თავისუფლად მიუშვებს.


I ადგილი. იდეალური ცოლი
„მსოფლიოს საუკეთესო ცოლების“ რეიტინგში პირველი ადგილი ქალ-კირჩხიბებს ეკუთვნით. ამგვარი ქალის დევნა ნამდვილად ღირს. ქორწინებაში ისინი მთელი თავიანთი მშვენიერებით წარმოჩნდებიან. ის არის ერთდროულად ნამდვილი დიასახლისი, ჭკვიანი და მშვენიერი არსება. სახლში სანიმუშო წესრიგი და სისუფთავეა, ბავშვები აღზრდილები, ქმარი დაპურებული, ქმრის მშობლები კი კმაყოფილები არიან. თუკი ვინმე საოჯახო ვალდებულებებს უგულისყუროდ შეასრულებს, მას სასჯელი ელის. ამგვარი დიქტატის დროს შეიძლება ინანოთ, რომ რომელიმე ლომი არ შეირთეთ, მაგრამ კირჩხიბი სინანულის დროს არ მოგცემთ.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?