ზოდიაქოს ნიშნები და მათი ყველაზე ცუდი თვისებები

თემატური ჰოროსკოპი

10 მაისი 14:00, 2018 წელი

პრინციპში, უარყოფითი თვისებები ყველა ადამიანს აქვს, უბრალოდ, მთავარია, რამდენად აწუხებენ ამით გარშემომყოფებს და რამდენად აქვთ უნარი, საკუთარ ნაკლს ებრძოლონ...

ვერძი
ისინი მოსაბეზრებელი და აგრესიულები არიან, მაგრამ ყველაზე მეტად მათი უადგილო სიცილი გვაღიზიანებს. შეშფოთების დროს სიცილი ვერძების გაუთვითცნობიერებელი რეაქციაა, მაგრამ ამის მიუხედავად, უადგილო სიცილი მაინც საშინლად გამოიყურება.


კურო
მეძველმანეა. მაღაზიაში რაც მოეწონება, ყველაფერი სახლში მიაქვს. მეტიც, ძველი და უსარგებლო ნივთების გადაყრაც არ უყვარს, სჯერა, რომ ოდესღაც რაღაც დასჭირდება. ამას არეულობაც დაუმატეთ, რომელიც კუროს ბუნებრივი მდგომარეობაა და მიხვდებით, რომ მის პარტნიორს აშკარად არ გაუმართლა.


ტყუპები
ძალიან ბევრს ხმაურობენ. მათ საათობით ნონ-სტოპ საუბარი შეუძლიათ. ამას კიდევ აიტანდა კაცი, რომ არა ტყუპების საშინელი ჟესტიკულაცია. ტყუპებს საუბარი იმდენად უყვარს, რომ ხშირად საკუთარ თავსაც ხმამაღლა ესაუბრება.


კირჩხიბი
თავი ჩაკეტილ ადამიანად მიაჩნია, არადა გარეშე ადამიანებმა კარგად იციან, რომელი ყველი უყვარს, „ლალა ლენდის“ რომელ სცენაზე იტირა და რა ერქვა მეორე კლასში მისი მერხის ამხანაგს. საკუთარ თავზე საუბრისას კირჩხიბი იმდენ წვრილმან დეტალებს ყვება, რომ ადამიანებს მოწყენილობა ეუფლებათ. საშინელია, მაგრამ ფაქტია: ადამიანებს კირჩხიბი მოსაწყენად მიაჩნიათ.


ლომი
ლომი არცერთ სარკეს არ უშვებს ისე, რომ არ ჩაიხედოს. ეს, ერთი მხრივ, კარგია, მაგრამ, როცა საკუთარი თავი ისეთ სამოსშიც მოსწონთ, რომელიც აშკარად არ უხდებათ, ეს უკვე მეტისმეტია. ამას გარდა, სარკის არქონის შემთხვევაში უკვე ახლობლების შეწუხებას იწყებენ კითხვებით: „ხომ ლამაზი ვარ? ხომ მიხდება?“


ქალწული
კრიტიკაზე ძლიერი დამოკიდებულება ახასიათებთ. მუდამ დღე საკუთარი ნაკლის ძიებაში არიან, რათა შემდგომ მათი საჯარო ჩვენება მოაწყონ და ისტერიკაში ჩავარდნენ. ქალწულების ასეთი თვითგვემა ახლობლებში ჯერ შეცოდებას, ხოლო შემდეგ ღრმა გაღიზიანებას იწვევს.


სასწორი
ყველას ეთანხმებიან და კონფლიქტებშიც დათმობაზე მიდიან. მათ სურთ, სასიამოვნონი იყვნენ და ამით ნამდვილ გრძნობებს მალავენ. ამიტომაც ყველას სასწორი იდეალური ცრუპენტელა ჰგონია.


მორიელი
მორიელებს უსიამოვნო გრძნობის გამოწვევა ტალანტად ექცათ. მორიელი ცინიკური და სარკასტულია. მას სხვისი ოცნებების ფეხით გათელა უყვარს. მორიელს არანაირი სურვილი არ აქვს, ტაქტისა და ზრდილობის მოყვარულად გამოჩნდეს.


მშვილდოსანი
მათ არანაირი შინაგანი ცენზურა და ფილტრი არ გააჩნიათ. ამიტომაც ლაპარაკობენ ყველაფერს, რაც თავში მოუვათ. თანამშრომელს ეუბნებიან, რომ ცუდად გამოიყურება,პარტნიორს უამბობენ, როგორი კარგი იყო ყოფილი პარტნიორი და ასე შემდეგ. ზოგჯერ მათი კომენტარები პირდაპირ აცოფებს ადამიანს.


თხის რქა
მათ ცხოვრებას შიშები განაგებს. რაიმე ახალი რომ შესთავაზონ, მუდამ „არას“ გაიძახიან. მეგობრებსა და ახლობლებს უამრავი ძალა ეხარჯებათ, რათა თუნდაც ახალი სამოსი აყიდვინონ. მათ მუდამ სიძნელეები და წინააღმდეგობები ელანდებათ.


მერწყული
მათი ცუდი ჩვევები მხოლოდ ძალიან ახლობლებმა იციან: ერთი და იგივე აზრი შეუძლიათ, კვირაობით ატრიალონ. კიდევ უფრო მძიმედაა საქმე, როცა განგაშის გრძნობა უჩნდებათ. ამ განგაშის ეშინიათ თავადაც და ოჯახის წევრებსაც აშინებენ.


თევზები
ვინც სამყაროს შავ-თეთრ ფერებში ხედავს, იმათ ძლიერ გაუმართლათ. თევზები საერთოდ ერთფეროვან ნაცრისფრად აღიქვამენ ყველაფერს. თევზების მიერ შექმნილი დეპრესიული და დაძაბული ატმოსფეროს გაძლება ადამიანებს არ შეუძლიათ. ამის გამო თევზები ხშირად სამყაროსთან კავშირს კარგავენ.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?