როგორ ქალს ეძებს ცოლად ზოდიაქოს თითოეული ნიშანი?

თემატური ჰოროსკოპი

24 მაისი 14:00, 2018 წელი

გაინტერესებთ, გაქვთ თუ არა სამუდამო კავშირის შანსი იმ კაცთან, რომელიც მოგწონთ? ვარსკვლავები ისეთ რამეებს გაგიმხელენ, რომელთა შესახებ ადრე წარმოდგენაც არ გქონიათ...

ვერძის ცოლი ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს


მამაკაც-ვერძებს თავგადასავლები სწყურიათ. ამიტომ ვისაც მათთვის ფეხის აწყობა არ შეუძლიათ ავანტიურისტულ ცხოვრების წესში, არასასურველი კანდიდატები არიან. მამაკაც-ვერძს ძლიერი, დამოუკიდებელი, ყოველგვარი თავგადასავლებისთვის მზადმყოფი ქალი სჭირდება.


კუროს სურს, მისი ცოლი ტრადიციული ფასეულობების მატარებელი იყოს


კურო ქალურ, მომხიბლავ ქალებს არჩევს, რომლებიც ოჯახში ტრადიციულ განაწილებას აღიარებენ. მას უბრალოდ დიასახლისი კი არა, სახლში სიმყუდროვის შემქმნელი უნდა.


ტყუპები ვიღაც ძალიან ჭკვიანს ეძებს


ტყუპებს ჭკვიანი ქალები მოსწონს, რომლებთანაც საუბარი შეიძლება და რომლებსაც საკუთარ თვალსაზრისს გააცნობ. მამაკაც-ტყუპს ოპონენტი ესაჭიროება, რომელთანაც არ მოიწყენს.


კირჩხიბს ძლიერი დედობრივი ინსტინქტის მქონე ცოლი სჭირდება


ზოგს ძლიერი დედობრივი ინსტინქტი შვილების გარეშეც აქვს. კირჩხიბს სურს, თავი სიყვარულის სუბიექტად იგრძნოს.


ლომის აზრით, მისი მომავალი ცოლი თავის თავში უნდა იყოს დარწმუნებული


ლომები დიდები და მამაცები არიან და ყოველთვის ყურადღების ცენტრში იმყოფებიან. მათ სურთ ქალი, რომელიც მათ ჩრდილქვეშ არ დაიკარგება. მას საკუთარი ღირსების გრძნობა უნდა ჰქონდეს, რომელიც არ იეჭვიანებს, როცა მისი ქმარი-ლომი სხვა ქალებს გაეპრანჭება. ცოლმა უნდა იცოდეს, ვინ არის მისი ქმარი.


ქალწულს პატიოსანი ცოლი სურს


ქალწული-მამაკაცები ვერ იტანენ ტყუილს, ამიტომაც, როცა ოჯახდებიან, მათ გულითადი ცოლი სურთ. ქალწულის ცოლი - ეს დამოუკიდებელი, სწორხაზოვანი და სიმართლის მოყვარული უნდა იყოს, რომელიც უპატივცემულობას არ გამოამჟღავნებს.


სასწორი მშვიდ ცოლს ეძებს


სასწორი ჰარმონიასა და წონასწორობას ეძებს. პარტნიორის შერჩევისას მას სურს, რომ ცოლი მასთან კონფრონტაციაში არ შევიდეს და აგრესია არ გამოამჟღავნოს. სასწორს თავის გვერდით ვინმე წყნარი და გაწონასწორებული სურს. იმის გამო, რომ სასწორებს გადაწყვეტილების მიღება უჭირთ, მათ ცოლებს ანგელოზის მოთმინება უნდა ჰქონდეთ.


მორიელი სექსუალური ქალის წინაშე ფარ-ხმალს ყრის


მორიელები ვნებიანები და სექსუალურები არიან, ამიტომაც მათ მსგავსი მახასიათებლების მქონე პარტნიორი სჭირდებათ. მთავარია, ცოლი მათი სურვილების გამო შოკში არ ჩავარდეს. თუკი სექსის საკითხში მორცხვები არ ხართ, მაშინ მორიელისთვის მუდამ სასურველი იქნებით.


მშვილდოსნის ცოლი ცვლილებებს მშვიდად უნდა შეხვდეს


მშვილდოსნები ადგილზე არ დგანან - მათ ზრდისთვის ადგილის მონაცვლეობა სჭირდებათ. ეს კი ახალ ქვეყნებს, ახალ ადამიანებსა და მუდმივ ცვლილებებს ნიშნავს. თუკი მიახვედრებთ, რომ ცვლილებების გაძლება და  შეგუება შეგიძლიათ, მაშინ მამაკაცი-მშვილდოსანი თქვენთან მუდმივ ურთიერთობას გააბამს.


თხის რქას კარიერაზე ორიენტირებული ცოლი სურს


მამაკაცი-თხის რქისთვის სამუშაო ძლიერ მნიშვნელოვანია. მას სურს, მისი რჩეული მასავით შრომისმოყვარე იყოს. თუკი აუცილებელი საგნების სიაში კარიერას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, მაშინ თქვენ და თხის რქას ერთნაირი თვისებები გქონიათ: დამოუკიდებლობა, კომპეტენტურობა, საიმედოობა და პრობლემების გადაწყვეტის უნარი.


მერწყული თავისუფალი ნების მქონე ცოლს ეძებს


მამაკაც-მერწყულებს არაფერი ტრივიალური არ მოსწონთ. მათ ის სურთ, ვინც თავისებურად იქცევა, მათ შორის სამოსის შერჩევისას, მოქმედებებისას და აზროვნებისას. რაც უფრო არატრადიციული ბრძანდებით, მით უფრო მოსაწონი იქნებით მამაკაცი-მერწყულისთვის. თუკი უნიკალური თვალთახედვა გაქვთ, მაშინ მერწყული თქვენით მთელი ცხოვრება მოხიბლული იქნება.


თევზები კეთილ ქალებზე ქორწინდებიან


მამაკაცი-თევზები ძალიან კეთილები და სიყვარულით აღსავსენი არიან და პარტნიორშიც იგივეს ეძებენ. მათ იზიდავენ ქალები, რომლებიც მოხალისეთა ფუნქციებს ასრულებენ ანდა ცხოველებს შველიან. ამ ნიშნის მამაკაცები ძალიან კრეატიულები არიან და საკუთარ ოცნებებში ხშირად გზას კარგავენ. მათ ისეთი ქალი ესაჭიროებათ, რომელიც ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს და მამაკაც-თევზებს რეალობაში რბილად დააბრუნებს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?