ტყუპები
ივლისში ბევრი ემოციური ამბავი გადაგხდებათ. უკანასკნელ დროს რაღაც ძალიან გაშფოთებდათ. მაგრამ სულ მალე ყველაფერი თქვენზე იქნება დამოკიდებული. განსაკუთრებით იღბლიანი ივლისი გექნებათ და მით უფრო სიყვარულის ამბავში. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს სიყვარული ხანმოკლე იქნება. ასე რომ, ძალიანაც ნუ იაქტიურებთ.
მორიელი
უბრალოდ, იმის თქმა, რომ მორიელები ამ თვეში ძალიან დაკავებულები იქნებიან, არ შეიძლება. ამ თვეში მათი სასიყვარულო ურთიერთობები პირველ ადგილზე იქნება. თუკი უკვე იმყოფებიან ურთიერთობაში, მაშინ უფრო მაღალ საფეხურზე ასვლა მოუწევთ. ამ თვეში ამისთვის საუკეთესო დროა და იღბალი მათ მხარეს იქნება.
მერწყული
ამ თვეში მათ მოუწევთ, გადაწყვიტონ, რას ელიან სიყვარულისგან. მათ ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავთ და ურთიერთობის გაბმის ბევრი პოტენციური შესაძლებლობა არსებობს. მაგრამ წარმატების მისაღწევად ჯერ უნდა გაარკვიონ, რა სურთ.
თევზები
რწმენით აღივსეთ. მაგრამ იმავე დროს არ დაივიწყოთ სიფრთხილეც. პარტნიორის არჩევაში უფრო შორსმჭვრეტელი უნდა იყოთ და მხოლოდ ამის შემდეგ იფიქროთ ურთიერთობის დამყარებაზე.