მძღოლების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ჰოროსკოპი

29 ივნისი 14:00, 2018 წელი

ეს ძალიან საინტერესო დასკვნა ავსტრალიური სადაზღვევო კომპანია Suncorp Metway-ის ანგარიშს ეყრდნობა, რომელშიც 160 000 ავტოსაგზაო შემთხვევა იყო აღრიცხული.

 

12. ტყუპები


ზოდიაქოს ნიშნებში ყველაზე ცუდი მძღოლების სახელი ტყუპებს ერგოთ. ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ საჭესთან ჯდომისას ისინი ტელეფონზე საუბარს, უჯრის ქექვასა და სასიამოვნო გარეგნობის ქვეითების თვალიერებას ასწრებენ.


11. კურო


კუროებს მუდმივად საკუთარი კომფორტი აღელვებთ. შესაბამისად, მათი აზროვნება ამგვარად მუშაობს: არ მშია, ტემპერატურა ავტომობილში ნორმალურია, ხმაური თითქმის არ ისმის, ავზიც სავსეა... ამავდროულად მათთვის ავტომობილის სალონის გარეთ მოვლენები უკვე მეორე პლანზე გადადის.


10. თევზები


ამ ადამიანებს დრო და დრო ილუზიების სამყაროში უყვართ ცხოვრება. ამიტომაც საჭესთან ისე იქცევიან, თითოს ღმერთმა მათ სამყაროს მართვა ანდო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თევზებს გზაზე თავი მაქსიმალურად დაცული და შეუმცდარი ჰგონიათ, რაც უსაფრთხოებაზე უარყოფითად მოქმედებს.


9. ქალწული


ქალწულებს ჰგონიათ, რომ ავტომობილს კი არ მართავენ, არამედ მარტორქაზე ამხედრებულები მგზავრობენ. მაგრამ მათ რეალურ სამყაროში დაბრუნება უწევთ - სხვაგვარად მათ მათი ილუზიური სამყაროდან სხვა მძღოლები ხისტად ამოგლეჯენ და გამოაფხიზლებენ.


8. კირჩხიბი


ეს ერთ-ერთი ყველაზე თავზეხელაღებული მძღოლია. მათი ინსტინქტი იმდენადაა განვითარებული, რომ ყოველი მომენტიდან ერთბაშად ყველაფრის აღება უნდათ. მართვის აგრესიული სტილი მათთვის ნორმაა. თუკი შემთხვევით კირჩხიბის სამყაროში შეიჭერით, საპასუხო რეაქცია არ დააყოვნებს.


7. მერწყული


მერწყულისთვის შუქნიშნის წითელი ფერი იგივეა, რაც ხარისთვის წითელი ნაჭერი - ის მისი გაჩერების ნაცვლად მის პროვოცირებას იწვევს. მერწყულები მუდმივად სიჩქარის მომატების გრძნობას ებრძვიან. გზაზე ისინი ჯიუტები არიან და სხვა მძღოლებს არაფრად აგდებენ.


6. ვერძი


სიჩქარის მოყვარულთა შორის მხოლოდ ვერძმა იცის, როგორ მოიქცეს. ისინი ექსტრემის გამო თავს ანგარიშს უწევენ და საშიშ ვითარებებს იშვიათად ქმნიან. თუმცა საჭესთან საუბრის სიყვარულს ვერაფერს უხერხებენ.


 5. ლომი


ლომები მხოლოდ წინ მოძრაობენ. სწორედ ამიტომ მათ მხოლოდ მარშრუტის ბოლო პუნქტი აინტერესებთ და არა თავად გზა. ანუ საგზაო მოძრაობის წესები მათთვის არ დაწერილა. თუმცა ერთი კია - ლომებს იმდენად უყვართ თავი, რომ საჭესთან იშვიათად რისკავენ.


4. სასწორი


ეს ძალიან დაკვირვებული მძღოლია. ის ყველა დეტალს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და გზაზე ზედმეტად აკურატულია. ისინი ნებისმიერ ვითარებაში დამუხრუჭებას ამჯობინებენ. ყოველი საგზაო შემთხვევისას ისინი ერთდროულად რამდენიმე წესს იყენებენ.


3. მშვილდოსანი


ბუნებამ ისინი დროსა და სივრცეში ორიენტირების უნარით დააჯილდოვა. ამიტომაც ავტოავარიები მათ იშვიათად მოსდით. შეგიძლიათ, ამას გამართლება ანდა ინტუიცია დაარქვათ. მშვილდოსნებს ყოველთვის შეუძლიათ, საკუთარ შინაგან ხმას ენდონ.


2. მორიელი


საჭესთან კონცენტრაციის უნარში მორიელებს ვერავინ შეედრება. ამას გარდა, ისინი ხშირად სხვა მძღოლების რეაქციებსაც ამოიცნობენ. მორიელები სხვა ადამიანების ენერგიის მიმართ ძალიან მგრძნობიარენი არიან, რაც მათ საგზაო ვითარების უკეთ გააზრების საშუალებას აძლევს ეს კი მათ თითქმის იდეალურ მძღოლებად აქცევს.


1. თხის რქა


მათ სიფრთხილესა და მოთმინებაზე ლეგენდები დადის. ცივი გონება და ანგარიშიანობა მათ საშუალებას აძლევს, უსაფრთხოდ იმგზავრონ და სხვა მძღოლებიც არ გააღიზიანონ. სწორედ ამიტომ თხის რქებს დამსახურებულად ეკუთვნით ჩვენს რეიტინგში პირველობა!

წყარო
დღის ჰოროსკოპი

1 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

რა ხდება როდესაც მოდა და ტექნოლოგიები ერთიანდებიან?

მოდისა და ახალი ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილი ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორიაჯეოლაბი გახდა.
დღის ჰოროსკოპი

31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

თბილისის მეტროს სიმპათიური მემანქანეები

იცოდით, რომ „თბილისის მეტროპოლიტენში“ ასეთი სიმპათიური ბიჭები მუშაობენ მემანქანეებად? 
ურთიერთობა

დაკავდი სექსით და დაიკელი წონაში - როგორ პოზაში იწვება მეტი კალორია?

ალბათ გაინტერესებთ, რამდენ კილოს ვიკლებთ ერთი აქტის დროს? მეცნიერებმა ყველაფერი დაითვალეს!  
დღის ჰოროსკოპი

29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ექიმებს ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი სამედიცინო აქციას სთავაზობს

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი თანადგომას უცხადებს კოლეგებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში და სამედიცინო აქციას სთავაზობს!
სილამაზე/ჯანმრთელობა

თმის ცვენა - პრობლემა, რომელიც კარანტინში ბევრს აღმოაჩნდა

მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა სტრესმა ბევრ ადამიანზე იმოქმედა, რაც ყველამ სხვადასხვანაირად შევნიშნეთ. გამონაკლისი არც თმები აღმოჩნდა. დიახ, თმის ცვენა გახშირდა და თუკი ეს პრობლემა თქვენთვისაც ნაცნობია, დღეს აგიხსნით, თუ როგორ იმოქმედოთ ამ სიტუაციაში.  
დღის ჰოროსკოპი

28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?