კურო
ეს ჯიუტი ხარი ფიქსირებული ნიშანია - ის არასდროს არ ნებდება. თუკი მან პირობა მოგცათ, მაშინ ყველაფერზე წავა მის შესასრულებლად. არადა ის თავს შინაგანად სრულიად დაცლილად ჩათვლის. მათი აზრით, მათ დაანგრიეს ყველაფერი, რისი დანგრევაც კი შეიძლებოდა. მაშინაც კი, თუკი მეორე შანსს არ მისცემთ, ისინი თქვენ არაფერში დაგადანაშაულებენ. უნდა არსებობდეს რაიმე აზრიანი მიზეზი, რის გამოც მათ ყველაფერი ისე ვერ გააკეთეს, როგორც ეს საჭირო იყო. მოუსმინეთ მათ და მიეცით კიდევ ერთი შანსი. თქვენ არ მოტყუვდებით.
ქალწული
ქალწული - ეს შინაგანი ნევროზულობის ქარიშხალია. თუკი ისინი რაღაც კონკრეტულს არ აკეთებენ, მათი ცხოვრება გაუსაძლის არეულობად იქცევა. ისინი ძლიერ ამაყები არიან. ქალწულს თავი ისეთ მოღვაწედ მიაჩნია, რომლის იმედიც ყველას შეიძლება ჰქონდეს. ქალწულს ურჩევნია, თავის მიზნებში პატიოსანი იყოს და თუ ის მეორე შანსს ითხოვს, მაშინ ეს ძალიან სერიოზულია! ალბათ, ახლა ისინი ფიქრობენ, რა სულელურად მოიქცნენ პირველ ჯერზე და როგორ გაგიცრუეს იმედები.
თხის რქა
თხის რქა ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური ზოდიაქოს ნიშანია. მისი ეგო მისივე წარმატების უნარზეა დამოკიდებული. თხის რქებს ეჯავრებათ შეცდომები, ამიტომაც ყველაფერზე წავლენ, რათა შეცდომა გამოასწორონ.
თუკი თხის რქას მეორე შანსს მისცემთ, თქვენ არასდროს არ ინანებთ. როცა სასწორის პინაზე მათი ეგო დევს, თხის რქები საუკეთესოდ ასწორებენ შეცდომებს!