კაცი, რომელმაც ცოლის გამო საკუთარი სიცოცხლე გაყიდა!

წარმატების ისტორიები

3 მარტი 22:00, 2017 წელი

ავსტრალიელი მამაკაცი იან აშერი არაფრით გამორჩეული, ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა. მუშაობდა გამყიდველად ხალიჩების მაღაზიაში, რომელიც არ მოსწონდა, და ჰყავდა ცოლი, რომელიც ძალიან უყვარდა.

თბილი ოჯახური კერა და მოსიყვარულე მეორე ნახევარი ყოველთვის იყო იანის ოცნება, ამიტომ საყვარელი ქალის გვერდით ცხოვრება მოსაწყენ სამსახურსაც კი ჩრდილავდა.


40 წლის ასაკს უკვე გადაცილებული იყო, როცა ცხოვრებამ მთავარი სიმდიდრე წაართვა. იანი ცოლმა მიატოვა და ხალიჩების გამყიდველს სიკვდილის მეტი აღარაფერი უნდოდა.


საშინელ დეპრესიაში იყო, გამოსავალს ვერც ხედავდა და ვერც კი წარმოედგინა. თვითმკვლელობაზე დაფიქრდა და სანამ ჩანაფიქრს განახორციელებდა, გადაწყვიტა, თავის მოკვლის ნაცვლად, საკუთარი სიცოცხლე გაეყიდა.


განცხადება ინტერნეტმაღაზია ebay-ზე გამოაქვეყნა. იყიდებოდა იანის სახლი, ავეჯი, ტექნიკა, ავტომობილი, მოტოციკლი, ჰიდროციკლი, პარაშუტის აღჭურვილობა, სამუშაო ადგილი და იანის მეგობრებთან და თანამშრომლებთან ნაცნობობა.


„ყელში ამომივიდა საკუთარი ცხოვრება, აღარ მჭირდება“, - წერდა იანი განცხადების ბოლოს.


აუქციონი დაიწყო, საწყისი ფასი 1 დოლარი გახლდათ, საბოლოოდ კი იანის ცხოვრება 305 ათას დოლარად გაიყიდა.


სამი ასეული ათასი დოლარის მიღების შემდეგ იანმა თვითმკვლელობა სამომავლოდ გადადო, შეადგინა 100-პუნქტიანი გეგმა, რომელშიც აღწერილი იყო ყველაფერი ის, რისი გაკეთებაც იანს ძალიან უნდოდა და გადაწყვიტა, სიკვდილამდე ყველაფერი მოესწრო.



პირველ რიგში, დუბაიში გაფრინდა, საკუთარი ოცნებებიდან ყველაზე სასურველის, მცხუნვარე მზის ქვეშ თხილამურებზე სრიალის ასახდენად.


დუბაის სხვა ქვეყნები მოჰყვა. 2 წლის განმავლობაში მოგზაურობდა, დახარჯა 270 ათასი დოლარი, გაიცნო საკუთარი კერპი რიჩარდ ბრენსონი, ეპიზოდური როლი შეასრულა ჰოლივუდურ მელოდრამაში და, საბოლოო ჯამში, საკუთარი 100-პუნქტიანი სიიდან 93 ოცნებას შეასხა ფრთები.



ისეთი ბედნიერი იყო, სიკვდილი აღარ სურდა, ამიტომ დარჩენილი 7 პუნქტის განხორციელების ნაცვლად, დარჩენილი 30 ათასი დოლარით პანამის სანაპიროებთან მიტოვებული კუნძული იყიდა, სადაც საკუთარი ხელით ააშენა სახლი და დღეს ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს ახალ საყვარელ ქალთან ერთად.


 


 


 



იანს აღარაფერი აქვს საერთო კაცთან, რომელსაც თავის მოკვლა სურდა, რადგან საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილია.


საკუთარი ბედნიერების ფორმულაზე საუბრისას იან აშერი ხუთ კონკრეტულ რჩევას გვაძლევს:


1. ყოველმა ადამიანმა თავად უნდა იპოვოს ბედნიერების მიღწევის საკუთარი გზა და მეთოდი. განსაზღვრეთ თქვენი პირადი ბედნიერების აუცილებლობები და აკეთეთ მხოლოდ ის, რაც გაბედნიერებთ.


2. ყველაზე გასაოცარი მოვლენები მაშინ ხდება, როდესაც კომფორტის ზონიდან გამოდიხარ.


3. ბედნიერება უცებ არ მოდის. ეს არის გრძნობა, რომელიც გეუფლება ყოველთვის, როცა აკეთებ იმას, რაც ნამდვილად გიყვარს.


4. მაშინაც კი, თუ არასწორი გზით წახვალთ, ცხოვრება აუცილებლად დაგაბრუნებთ იქ, სადაც თქვენი ადგილია.


5. ყველაზე რთულია პირველი ნაბიჯის გადადგმა. როგორც კი თავს ვანებებთ ფიქრს და ვიწყებთ მოქმედებას, ყველაფერი  მარტივი ხდება.

საკნატუნო ამბები

1980-90-იანი წლები - ქალის სხეული სილიკონის გარეშეც ულამაზესია

ეს იყო პერიოდი, როცა ვარსკვლავები ასე მასობრივად არ იყვნენ გატაცებულნი პლასტიკური ქირურგიით. ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ...
საკნატუნო ამბები

პროდუქტები, რომლებიც შაკიკს დაგავიწყებთ

თავის ტკივილებში შაკიკი პირველ ადგილზეა და ის პლანეტის ყოველ მეხუთე ადამიანს აწუხებს. სამწუხაროდ, საბოლოოდ ჯერ კიდევ არ არის დადგენილი მისი წარმოქმნის მიზეზები.
საკნატუნო ამბები

(+18) პორნოგრაფიის ელემენტები, პროვოკაციული სიუჟეტი და შიშველი სხეული

ჯონათან ლედერი დარწმუნებულია, რომ ფოტო პროვოკაციული უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მოსაწყენი იქნება.
დღის ჰოროსკოპი

16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 მსახიობი, რომლებიც პირდაპირ გადაღებებზე შეცვალეს

ფილმის წარმატება თუ ჩავარდნა ბევრწილად მსახიობის სწორად შერჩევაზეა დამოკიდებული, ქასტინგის შეცდომა კი ზოგჯერ პირდაპირ გადაღებებზე იჩენს ხოლმე თავს...
ამბები

„როცა ახალი ხარ, ამ კომპანიაში ყველა გვერდით გიდგას, რომ საქმე საუკეთესოდ გამოგივიდეს“

ანა კუპატაძე დღეს სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საცალო გაყიდვების სპეციალისტია. ამ სფეროში  2017 წელს, დასაქმების ფორუმის მეშვეობით მოხვდა. თუ რას საქმიანობდა მანამდე და რა გზა გაიარა კომპანიაში, ამას თავად მოგვიყვება.
დღის ჰოროსკოპი

15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

როგორ ატარებენ ბავშვები თავისუფალ დროს

გაიცანით: ალექსანდრე კონცელიძე, ნიკუშა ჩხეტიანი, დავით პეტრიაშვილი, ლევან კოხოძე, ლუკა დათებაშვილი, ლაშა აბდუშელიშვილი და ნინუცა დათებაშვილი.
კულინარია

ყველის წვნიანი ბარდით

თუ ტრადიციული წვნიანები მოგბეზრდათ, დააგემოვნეთ ეს სიახლე - ყველის სუპი ბარდითა და ლაფშათი მთელ ოჯახს დაანაყრებს და არც ძვირი დაგიჯდებათ.
საკნატუნო ამბები

გამოიცნობთ, რომელი სექსპოზაა ყველაზე პოპულარული?

ყველა ქვეყანას თავისი ტრადიცია აქვს, მაგრამ საინტერესოა, მოქმედებს თუ არა ეს წესი საწოლში?   
დღის ჰოროსკოპი

14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

5 ფილმი ძლიერ ქალებსა და მათ წარმატებულ ქმრებზე

გავრცელებული გამოთქმის - „ყველა წარმატებული კაცის უკან ძლიერი ქალი დგას“ - დასტურს არამხოლოდ კინოში, ცხოვრებაშიც ხშირად შეხვდებით...