ავთო ჩიტიძე: „ყოველთვის მაინტერესებს, რა გამოვა და გამოვიდა კიდეც“

წარმატების ისტორიები

19 მაისი 22:00, 2017 წელი

„თავიდან ყველაფერი გართობის დონეზე დაიწყო და არასდროს მიფიქრია, თუ ჟურნალისტიკაში ამდენხანს დავრჩებოდი და ასეთ წარმატებას მივაღწევდი. ყველაფერი სტუდენტური გართობა მეგონა“, - ჟურნალ „სარკის“ რედაქტორის მოადგილე, ავთო ჩიტიძე Funtime-ს საკუთარი წარმატების ისტორიაზე უყვება.

ავთო ჩიტიძე: სკოლის დამთავრებისას ყველაზე ნაკლებად ვფიქრობდი, რომ მომავალს ჟურნალისტიკას დავუკავშირებდი. ნავთობის გეოლოგიაზე ჩავაბარე. პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა ჟურნალ „მაკრო-მიკრო ეკონომიკაში“ მოვხვდი, სადაც თავიდან სარეკლამო კუთხით დავინტერესდი, შემდეგ კი პირველი სტატია კინოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე დავწერე, რომელიც ძალიან მომიწონეს.


- როდის მიხვდით, რომ ჟურნალისტიკა ნამდვილად თქვენი სფერო იყო?
- მეორე კურსის დასასრულს ჩემს ცხოვრებაში, სრულიად შემთხვევით, გამოჩნდა ჟურნალი „სარკე“. უნივერსიტეტიდან სახლში ვბრუნდებოდი. თბილისში ტრანსპორტი გაჩერებული იყო და დროის გასაყვანად „სარკე“ შევიძინე, სადაც წავიკითხე განცხადება, რომ უცხოური შოუბიზნესის სტატიებისთვის ჟურნალისტი სჭირდებოდათ. თავიდან უცხოურ სტატიებს ვთარგმნიდი, შემდეგ კი საკუთარ თავს ვუთხარი, თუკი უცხოელი ვარსკვლავების ინტერვიუების თარგმნა შეგიძლია, რატომ არ შეიძლება, ქართველ ცნობილ სახეებთან ინტერვიუები ჩაწერო-მეთქი. ახალ ამოცანას რომ დავისახავ მიზნად, მასში დიდ ძალასა და ენერგიას ვდებ, ყოველთვის მაინტერესებს, რა გამოვა და გამოვიდა კიდეც. ასეთი შემთხვევითობის წყალობით გავხდი ჟურნალისტი.


- რით არის ჟურნალისტიკა თქვენთვის საინტერესო?
- ამ სფეროში ყველაზე საინტერესო ურთიერთობები და ახალ ადამიანებთან შეხვედრებია. უამრავი ადამიანი გავიცანი. ამ საქმესთან ერთად გავიზარდე. პატარ-პატარა ამოცანებს ვისახავდი მიზნად და როცა დასახულ მიზანს ვაღწევდი, კმაყოფილი ვრჩებოდი. „სარკეს“ წელს 20 წელი შეუსრულდება. მე კი 18 წელია, მის სამსახურში ვარ.


- რედაქტორის მოადგილის სტატუსამდე რა გზა გაიარეთ?
- აქტიური ჟურნალისტობის პერიოდი - 12 წელი, რომელიც საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. გამოცდილება რომ დამიგროვდა, „სარკის“ ხელმძღვანელობამ ჟურნალის მართვისა და დაგეგმვის პროცესიც შემითავსა. ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ამბის გავრცელების თვალსაზრისით ინტერნეტგამოცემებმა და სოციალურმა ქსელმა ბევრი რამ შეცვალა, თუმცა, ასეთი ვითარების მიუხედავად, ყოველკვირეულ გამოცემებში „სარკეს“ პირველობა არავისთვის დაუთმია და მეამაყება, რომ ამ ჟურნალში ვმუშაობ.


- პრესას რა რჩება მთავარ კოზირად?
- ეს არის ანალიტიკა, გულახდილი საუბრები... ახალ ამბებს სოციალურ ქსელსა და ინტერნეტში ვიგებთ, მაგრამ ანალიზს, შინაარსიან საუბრებსა და უფრო ღრმა ინფორმაციას საზოგადოებას ჟურნალები აწვდია. ამიტომ, ეს საქმიანობა უინტერესო ჩემთვის არც ერთ ეტაპზე არ არის. არასდროს მბეზრდება, რადგან ჟურნალის არც ერთი ნომერი არ ჰგავს ერთმანეთს.


- ტელევიზიაში ფეხის მოკიდება არასდროს გიცდიათ?
- ჩემს კარიერაში იყო ორწლიანი პერიოდი, როცა სატელევიზიო ცხოვრებაში აქტიურად ვიყავი ჩართული. 2007-08 წლებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე „ნანიკოს შოუს“ პროდიუსერი გახლდით. საკმაოდ განსხვავებული ტოქშოუ იყო, რომელიც დაიხურა და მეც წამოვედი. ამ ორმა წელმა ბევრი რამ მომცა, აბსოლუტურად სხვა სამყაროში შევიხედე.


- სხვა რა საქმით ხართ დაკავებული?
- ჟურნალის პარალელურად „ქართული ბრენდის დღის“ ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარ. უკვე 10 წელზე მეტია, რაც ჟურნალი „სარკე“ „ლიდერი ქართული ბრენდის“ ნომინაციაში პირველია.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
საკნატუნო ამბები

1980-90-იანი წლები - ქალის სხეული სილიკონის გარეშეც ულამაზესია

ეს იყო პერიოდი, როცა ვარსკვლავები ასე მასობრივად არ იყვნენ გატაცებულნი პლასტიკური ქირურგიით. ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ...
საკნატუნო ამბები

პროდუქტები, რომლებიც შაკიკს დაგავიწყებთ

თავის ტკივილებში შაკიკი პირველ ადგილზეა და ის პლანეტის ყოველ მეხუთე ადამიანს აწუხებს. სამწუხაროდ, საბოლოოდ ჯერ კიდევ არ არის დადგენილი მისი წარმოქმნის მიზეზები.
საკნატუნო ამბები

(+18) პორნოგრაფიის ელემენტები, პროვოკაციული სიუჟეტი და შიშველი სხეული

ჯონათან ლედერი დარწმუნებულია, რომ ფოტო პროვოკაციული უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მოსაწყენი იქნება.
დღის ჰოროსკოპი

16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 მსახიობი, რომლებიც პირდაპირ გადაღებებზე შეცვალეს

ფილმის წარმატება თუ ჩავარდნა ბევრწილად მსახიობის სწორად შერჩევაზეა დამოკიდებული, ქასტინგის შეცდომა კი ზოგჯერ პირდაპირ გადაღებებზე იჩენს ხოლმე თავს...
ამბები

„როცა ახალი ხარ, ამ კომპანიაში ყველა გვერდით გიდგას, რომ საქმე საუკეთესოდ გამოგივიდეს“

ანა კუპატაძე დღეს სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საცალო გაყიდვების სპეციალისტია. ამ სფეროში  2017 წელს, დასაქმების ფორუმის მეშვეობით მოხვდა. თუ რას საქმიანობდა მანამდე და რა გზა გაიარა კომპანიაში, ამას თავად მოგვიყვება.
დღის ჰოროსკოპი

15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

როგორ ატარებენ ბავშვები თავისუფალ დროს

გაიცანით: ალექსანდრე კონცელიძე, ნიკუშა ჩხეტიანი, დავით პეტრიაშვილი, ლევან კოხოძე, ლუკა დათებაშვილი, ლაშა აბდუშელიშვილი და ნინუცა დათებაშვილი.
კულინარია

ყველის წვნიანი ბარდით

თუ ტრადიციული წვნიანები მოგბეზრდათ, დააგემოვნეთ ეს სიახლე - ყველის სუპი ბარდითა და ლაფშათი მთელ ოჯახს დაანაყრებს და არც ძვირი დაგიჯდებათ.
საკნატუნო ამბები

გამოიცნობთ, რომელი სექსპოზაა ყველაზე პოპულარული?

ყველა ქვეყანას თავისი ტრადიცია აქვს, მაგრამ საინტერესოა, მოქმედებს თუ არა ეს წესი საწოლში?   
დღის ჰოროსკოპი

14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

5 ფილმი ძლიერ ქალებსა და მათ წარმატებულ ქმრებზე

გავრცელებული გამოთქმის - „ყველა წარმატებული კაცის უკან ძლიერი ქალი დგას“ - დასტურს არამხოლოდ კინოში, ცხოვრებაშიც ხშირად შეხვდებით...