ელონ მასკის წარმატების გზა - დამლაგებლიდან მილიარდერამდე

წარმატების ისტორიები

12 დეკემბერი 20:00, 2017 წელი

ის ჩვენი დროის გენიოსად აღიარეს, ჟურნალ „ფორბსის“ მონაცემებით, 12,4 მილიარდი დოლარის მფლობელია და უმდიდრესი ამერიკელების სიაში 39-ე ადგილი უჭირავს. ერთ დროს კი თავს დამლაგებლობით ირჩენდა და მარსზე გაფრენაზე ოცნებობდა...

ელონ მასკი (Elon Reeve Musk) - ამერიკელი ინჟინერი, გამომგონებელი და ბიზნესმაგნატი;
SpaceX, Tesla Motors-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი;
SolarCity, PayPal-ის თანადამფუძნებელი და ალტერნატიული ენერგეტიკის სფეროში ახალი ტექნოლოგიების შემქმნელი; 

ადამიანი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის, ზებგერითი სიჩქარის საფრენი აპარატებისა და კოსმოსური ხომალდების შექმნაზე მუშაობს, 1971 წლის 28 ივნისს სამხრეთ აფრიკის ქალაქ პრეტორიაში, ინჟინერ პოლ მასკისა და დიეტოლოგ მაია მასკის ოჯახში დაიბადა.
1980 წელს ელონის მშობლები ერთმანეთს დაცილდნენ. მომავალი მილიარდერი თავიდან დედასთან ცხოვრობდა, თუმცა მოგვიანებით მამასთან ცხოვრება არჩია.

ელონმა კითხვა ნაადრევად ისწავლა და ძირითადად, წიგნის კითხვით იყო დაკავებული. კითხვის მოყვარულ ბიჭუნას ხმაურიანი კამპანიები არ ხიბლავდა და ამის გამო, სკოლაში ხშირად ბულინგის მსხვერპლი ხდებოდა. ერთხელ, საავადმყოფოშიც კი მოხვდა იმის გამო, რომ ბიჭებმა გონის დაკარგვამდე სცემეს.

მასკი 9 წლის იყო, როცა პირველი კომპიუტერი უყიდეს და მაშინვე პროგრამირებით დაინტერესდა.
12 წლის იყო, როცა პირველი ვიდეოთამაში შექმნა და 500 დოლარად გაყიდა, თუმცა პირველი ჰონორარით შოკოლადები და ტკბილეული არ უყიდია, როგორც ბევრი ბიჭუნა მოიქცეოდა. ის თანხა კომპანიის აქციებში დააბანდა, რომლებიც უფრო ძვირად გაყიდა. მიღებული მოგებით 18 წლის ახალგაზრდამ ოცნება აიხდინა და საცხოვრებლად ჯერ კანადაში, შემდეგ ამერიკაში გადავიდა. კანადაში ცხოვრების დროს ელონი ერთ წელზე მეტ ხანს დამლაგებლად მუშაობდა და სიღარიბის ზღვარზე იმყოფებოდა. 

1990 წელს ამბიციურმა ახალგაზრდამ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, კინგსტონის უნივერსიტეტში ჩააბარა. 2 წლის შემდეგ კი აშშ გადავიდა და სწავლა პენსილვანიის უნივერსიტეტში განაგრძო.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, დიპლომი ერთდროულად, ფიზიკისა და ეკონომიკის სპეციალობებით მიიღო. ამის შემდეგ სტენფორდის უნივერსიტეტის ასპირანტი გახდა, თუმცა დოქტორის ხარისხის მიღებამდე, სწავლა მიატოვა და საკუთარი ბიზნესი წამოიწყო.

1995 წელს ელონმა ძმასთან, კიმბერლისთან ერთად, ფართი იჯარით აიღო და პირველი IT კომპანია დააფუძნა. 1999 წელს ძმებმა სტარტაპი რეკორდულ ფასად - 307 მილიონ დოლარად გაყიდეს.
ერთ-ერთ ინტერვიუში მასკმა აღიარა, რომ ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს გადაწყვიტა, რომ თავისი მოღვაწეობით მსოფლიოს შეცვლიდა. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროები, რომლებსაც ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეუძლიათ, ინტერნეტი, კოსმოსი და განახლებადი ენერგიის წყაროებია, ამიტომ სწორედ ამ სფეროების ათვისებას შეუდგა. 


ელონ მასკის მორიგი ინტერნეტ-პროექტი სტარტაპი X.COM გახლდათ, რომელიც 1999 წელს დააფუძნა. ერთი წლის შემდეგ მასკის კომპანია კონკურეტ Confinity-თან გაერთიანდა და ელექტრონული გადახდების სისტემაზე დაიწყო მუშაობა. ამის შედეგად შეიქმნა თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სისტემა PayPal.

წარმატების ლოგიკური გაგრძელება მასკის კომპანიის მიერ 2002 წელს eBay სისტემის 1,5 მილიარდ დოლარად შეძენა იყო, სადაც მარსზე გაფრენაზე მეოცნებე მილიარდერის წილი 180 მილიონ დოლარს შეადგენდა.
მას უკვე იმდენი ფული ჰქონდა, რომ შეეძლო მზის ენერგიის გამოყენებისა და კოსმოსის ათვისებასთან დაკავშირებული გეგმების განხორციელება დაეწყო.

„წითელი პლანეტის“ ათვისების მიზნით ბიზნესმენი მარსის დამოუკიდებელი ეკოსისტემის გამიზნული სპეციალური სათბურების პროექტირებას შეუდგა, თუმცა, არსებობდა მათი ადგილზე ჩატანის პრობლემა. ელონს კოსმოსური რაკეტა-მატარებლების ბაზარზე შეძენა მათი მაღალი ფასის გამო, არაგონივრულ გადაწყვეტილებად მიაჩნდა, ამიტომ საკუთარი კოსმოსური აპარატების შექმნას შეუდგა! 

თავდაპირველად, ბიზნესმენმა კოსმოსური საფრენი აპარატების წარმოებაში $100 მლნ ჩადო. ამის შემდეგ პროექტში აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო, კომპანიები SpaceDev, Celestis, ATSB და სხვები ჩაერთვნენ.
საბოლოოდ, NASA-მ ელონ მასკთან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 12 პარტია ტვირთის გადატანაზე 1,6-მილიარდიანი შეთანხმება დადო.

2009 წელს კოსმოსურმა ხომალდმა, რომლის შექმნა და შემუშავება მთლიანად კერძო ფინანსური წყაროებიდან განხორციელდა, ორბიტაზე ტვირთი მშვიდობიანად მიიტანა. ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში, კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტებსაც ჩაიყვანენ. მიუხედავად იმისა, რომ მასკის კომპანიის ღირებულებამ 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, მფლობელი მის გაყიდვას არ ჩქარობს, რადგან იმედი აქვს, რომ ორი ათწლეულის შემდეგ, თავის ფანტასტიკურ ჩანაფიქრს რეალობად აქცევს.


2004 წელს ელონ მასკი ელექტრომობილების Tesla Motors-ის წარმოებაში ჩაერთო. მისი ინიციატივით ინგლისური Lotus Elise-ს ბაზაზე წარმოებული სპორტული ავტომობილის Tesla Roadster-ის წონა მაქსიმალურად შემცირდა და ფარების დიზაინი შეიცვალა.
ამ სამუშაოსთვის მასკს ეკოლოგიის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის პრემია Global Green-2006 გადაეცა, ხოლო ინვესტიციის მოცულობა ას მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

მოგვიანებით, ბიზნესის განვითარებაში შექმნილი სირთულეებისა და რამდენიმე მარცხის მიუხედავად, რომელმაც ელონი თანამშრომელთა ნაწილის გათავისუფლება და საკუთარი სპორტული ავტომობილის გაყიდვაც კი აიძულა, კომპანია გაკოტრებას გადაურჩა.

მასკის კომპანიას ფინანსური წარმატება პრემიუმ კლასის სედანის წარმოებამ მოუტანა. მხოლოდ 2013 წლის 6 თვეში 10,5 ათასი ელექტრომობილი გაიყიდა.
მასკის ინტერესების სფეროში მოექცა ასევე პროექტ SolarCity-ის განვითარება, რომლის დამფუძნებლები ბიზნესმენის ბიძაშვილები არიან. წარმოება მზის ელემენტების სახლების სახურავზე დამონტაჟებითაა დაკავებული.

2012 წელს ელონ მასკმა პირველად გამოაქვეყნა უკვე არსებული სარკინიგზო, ავტოტრანსპორტის, საზღვაო და საავიაციო ტრანსპორტის შემდეგ ახალი, მე-5 ტიპის ტრანსპორტის Hyperloop შექმნის იდეა გაახმოვანა. მილიარდერის თქმით,  Hyperloop-ს შეუძლია ჩვეულებრივ თვითმფრინავზე ორჯერ უფრო სწრაფი, ზებგერითი სიჩქარის ავიაფრენები განახორციელოს. სისტემა, რომელშიც მილის ფორმის მაგისტრალების გამოყენება იგეგმება, მიწიდან 20 მეტრის სიმაღლეზე დამონტაჟდება. ის მზის ენერგიაზე იმუშავებს და მგზავრებს ნებისმიერ ადგილზე უსაფრთხოდ გადაიყვანს.
2016 წელს დაიწყო მაგისტრალის მშენებლობა, რომლის საშუალებით, ლოს-ანჯელესსა და სან-ფრანცისკოს შორის 600-კილომეტრიანი მანძილის გავლა 30 წუთში იქნება შესაძლებელი.
2016 წლის იანვარში გამომგონებელმა განაცხადა, რომ მაქსიმუმ 3 წელიწადში შექმნის ელექტრომობილს, რომელიც  ლოს-ანჯელესიდან ნიუ-იორკამდე არსებულ 4000-კილომეტრიან მანძილს მძღოლის გარეშე გაივლის! კომპანია Tesla-ს გენერალურმა დირექტორმა მედიას უკვე განუცხადა, რომ მის მანქანებს მძღოლის გარეშე პარკირება და გარაჟში შესვლა შეუძლიათ.

ამბობენ, რომ ჩვენი დროის გენიოსად აღიარებულ ადამიანს გასაოცარი შრომისმოყვარეობა ახასიათებს - ის კვირაში ას საათს მუშაობს!

მარსის დაპყრობაზე მეოცნებე მილიარდერი ორჯერაა დაქორწინებული.

წყარო
საკნატუნო ამბები

1980-90-იანი წლები - ქალის სხეული სილიკონის გარეშეც ულამაზესია

ეს იყო პერიოდი, როცა ვარსკვლავები ასე მასობრივად არ იყვნენ გატაცებულნი პლასტიკური ქირურგიით. ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ...
საკნატუნო ამბები

პროდუქტები, რომლებიც შაკიკს დაგავიწყებთ

თავის ტკივილებში შაკიკი პირველ ადგილზეა და ის პლანეტის ყოველ მეხუთე ადამიანს აწუხებს. სამწუხაროდ, საბოლოოდ ჯერ კიდევ არ არის დადგენილი მისი წარმოქმნის მიზეზები.
საკნატუნო ამბები

(+18) პორნოგრაფიის ელემენტები, პროვოკაციული სიუჟეტი და შიშველი სხეული

ჯონათან ლედერი დარწმუნებულია, რომ ფოტო პროვოკაციული უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მოსაწყენი იქნება.
დღის ჰოროსკოპი

16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 მსახიობი, რომლებიც პირდაპირ გადაღებებზე შეცვალეს

ფილმის წარმატება თუ ჩავარდნა ბევრწილად მსახიობის სწორად შერჩევაზეა დამოკიდებული, ქასტინგის შეცდომა კი ზოგჯერ პირდაპირ გადაღებებზე იჩენს ხოლმე თავს...
ამბები

„როცა ახალი ხარ, ამ კომპანიაში ყველა გვერდით გიდგას, რომ საქმე საუკეთესოდ გამოგივიდეს“

ანა კუპატაძე დღეს სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საცალო გაყიდვების სპეციალისტია. ამ სფეროში  2017 წელს, დასაქმების ფორუმის მეშვეობით მოხვდა. თუ რას საქმიანობდა მანამდე და რა გზა გაიარა კომპანიაში, ამას თავად მოგვიყვება.
დღის ჰოროსკოპი

15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

როგორ ატარებენ ბავშვები თავისუფალ დროს

გაიცანით: ალექსანდრე კონცელიძე, ნიკუშა ჩხეტიანი, დავით პეტრიაშვილი, ლევან კოხოძე, ლუკა დათებაშვილი, ლაშა აბდუშელიშვილი და ნინუცა დათებაშვილი.
კულინარია

ყველის წვნიანი ბარდით

თუ ტრადიციული წვნიანები მოგბეზრდათ, დააგემოვნეთ ეს სიახლე - ყველის სუპი ბარდითა და ლაფშათი მთელ ოჯახს დაანაყრებს და არც ძვირი დაგიჯდებათ.
საკნატუნო ამბები

გამოიცნობთ, რომელი სექსპოზაა ყველაზე პოპულარული?

ყველა ქვეყანას თავისი ტრადიცია აქვს, მაგრამ საინტერესოა, მოქმედებს თუ არა ეს წესი საწოლში?   
დღის ჰოროსკოპი

14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

5 ფილმი ძლიერ ქალებსა და მათ წარმატებულ ქმრებზე

გავრცელებული გამოთქმის - „ყველა წარმატებული კაცის უკან ძლიერი ქალი დგას“ - დასტურს არამხოლოდ კინოში, ცხოვრებაშიც ხშირად შეხვდებით...