ოპრა - მილიარდერი რთულად აღსაზრდელი ბავშვების თავშესაფრიდან!

წარმატების ისტორიები

4 იანვარი 20:00, 2018 წელი

„მადლობელი ვარ იმისთვის, რაც მაქვს, მაგრამ ფულმა არ შემცვალა. ისევ მიწაზე ვდგავარ, უბრალოდ, ახლა ფეხზე ძვირფასი ფეხსაცმელი მაცვია“, - ეს სიტყვები პირველ ფერადკანიან მილიარდერ ქალს ოპრა უინფრის ეკუთვნის. მისი სახელი დღეს მთელმა მსოფლიომ იცის, თუმცა ძალიან ცოტას სმენია, წარმატებამდე როგორი გზა გაიარა ღარიბი აფროამერიკელის ოჯახში დაბადებულმა გოგონამ.

ოპრა გეილ უინფრი (Oprah Gail Winfrey) - ამერიკელი ტელეწამყვანი, მსახიობი, პროდიუსერი და საზოგადო მოღვაწე ჟურნალმა „ფორბსმა“ 2007 წელს მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალბატონად დაასახელა, 2009 წელს შოუბიზნესის ყველაზე გავლენიანი წარმომადგენლის ტიტული ერგო, ხოლო 2010 და 2013 წლებში ყველაზე გავლენიანი ცნობილი ადამიანი გახდა.

2013 წელს ოპრას ქონება 2,8 მლრდ დოლარად შეფასდა. ის წარმატებული მედიამაგნატი, საკუთარი კინოსტუდიის, ტელევიზიის, რადიოსა და ჟურნალი „O, The Oprah Magazine“-ის მფლობელია.


ამ გზის დასაწყისი კი ნაკლებად ოპტიმისტური გახლდათ... 
ოპრა უინფრი 1954 წლის 29 იანვარს მისისიპის შტატის ქალაქ კოსციასკოში დაიბადა.
გოგონას მშობლები ბაპტისტები იყვნენ. დედა მოახლედ მუშაობდა, მამა კი ჯერ მაღაროელი იყო, შემდეგ კი სტილისტი გახდა. ოპრას დაბადებისას მამამისი ჯარში მსახურობდა, ამიტომ გოგონას დედა, ახალშობილთან ერთად, საცხოვრებლად დედასთან გადავიდა.
პირველი ექვს წელი ოპრას აღზრდაზე მთლიანად ბებია ზრუნავდა. ისინი მდინარე მისისიპისთან ახლოს, პატარა სოფელში ცხოვრობდნენ. ბებიას წყალობით, სამი წლის გოგონამ უკვე კითხვა იცოდა. მას შემდეგ, რაც ლაპარაკი ისწავლა, ოპრა ყოველთვის „სცენაზე“ იყო: ხან თოჯინებისგან იღებდა ინტერვიუს, ხან ღობეზე შემომჯდარი ყვავებს ესაუბრებოდა.

ადრეული ასაკიდან ბებიას ოპრა ადგილობრივ ეკლესიაში დაჰყავდა, სადაც მალე მოძღვარი შეარქვეს, რადგან ბიბლიის მთელი თავები ზეპირად იცოდა.
6 წლის ასაკში ოპრა, დედასთან ერთად, საცხოვრებლად ვისკონსინის შტატში გადავიდა, სადაც განსხვავებული წესები და ატმოსფერო დახვდა. რთული საყოფაცხოვრებო პირობების გარდა, გოგონა გამუდმებით განიცდიდა სექსუალურ შევიწროებას დეიდაშვილის, ბიძისა და მათი ოჯახის მეგობრის მხრიდან. 9 წლის იყო, როცა პირველად გააუპატიურეს...

ყველაფრის მიუხედავად, ოპრა ძალიან ბევრს კითხულობდა და 13 წლისა მილუოკის სკოლაში შევიდა. სიღარიბის, დამცირებისა და შეურაცხყოფის მიუხედავად, გოგონა საჯარო გამოსვლებს აგრძელებდა და პოეტურ კონკურსებსა და ეკლესიის შეკრებებში მონაწილეობდა, სადაც პატარა ორატორი შეარქვეს.

სახლში კი ოპრას დამცირება და შეურაცხყოფა გრძელდებოდა. ერთხელ, როცა გაუსაძლისი მდგომარეობა შეიქმნა, გოგონა სახლიდან გაიქცა. რაღაც დროის შემდეგ, ადგილობრივმა მღვდელმა ის ოჯახში დააბრუნა, მაგრამ განრისხებულმა დედამ მის მიღებაზე უარი თქვა.
ასე აღმოჩნდა 14 წლის გოგონა რთულად აღსაზრდელი ბავშვების თავშესაფარში. ყველაფერთან ერთად, ის ფეხმძიმედ იყო, თუმცა ოპრა უინფრის ერთადერთი შვილი დაბადებისთანავე დაიღუპა...
 
ცივი და ბინძური თავშესაფრიდან გოგონა მამამ წამოიყვანა. 14 წლიდან ის მამის ოჯახში ცხოვრობდა.
„მამამ ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. ის გამუდმებით მიმტკიცებდა, რომ იმაზე მეტი ვარ, ვიდრე მგონია და გაცილებით მეტი შემიძლია გავხდე. სწავლისადმი მისმა სიყვარულმა ცხოვრების ნამდვილი გზა დამანახა“.

ოპრას მამა ძალიან მკაცრი, მაგრამ საიმედო ადამიანი იყო და გოგონას განათლება პრიორიტეტად აქცია. გოგონამ ორატორული ხელოვნების კონკურსში გაიმარჯვა, რამაც საშუალება მისცა, ტენისის შტატის შავკანიანი ამერიკელების უნივერსიტეტში ჩაებარებინა.

17 წლიდან მოყოლებული, გოგონა ადგილობრივ მედიასაშუალებებში მუშაობის პარალელურად, უნივერსიტეტში სწავლობდა. ის ნეშვილის ტელევიზიის პირველი ფერადკანიანი რეპორტიორი ქალი გახდა.
1976 წელს ოპრა ბალტიმორის ტელევიზიაში 6-საათიანი საინფორმაციო გამოშვებისა და დილის ტოქშოუს „ბალტიმორის ხმის“ წამყვანი გახდა. მაყურებელმა ახალბედა ჟურნალისტი მალე მიიღო და შეიყვარა. ოპრას პოპულარობა დღითი დღე იზრდებოდა...

1984 წელს, WJZ-TV-ზე გატარებული ექვსი წლის შემდეგ, უინფრი ჩიკაგოს ტელევიზიაში „ჩიკაგოს შუადღის ამბების“ წამყვანად მიიწვიეს. იმ დროისთვის გადაცემა რეიტინგების სიაში უკანასკნელ ადგილზე იყო, რამდენიმე თვეში კი ყველა რეკორდი მოხსნა და რეიტინგების სათავეში მოექცა.
ჩიკაგომ ოპრას წარმატება მოუტანა, ამიტომ განსაკუთრებულად უყვარს და ძალიან ბევრ დროს ატარებს იქ, მიუხედავად იმისა, რომ სახლები და ვილები მთელ მსოფლიოში აქვს.

1985 წელს 31 წლის ოპრა უინფრის ფილმში „მეწამული მინდვრის ყვავილები“ მონაწილეობა შესთავაზეს. სამსახიობო განათლების არმქონე ტელეწამყვანმა ქალის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ჯერ „ოსკარი“, შემდეგ კი „ოქროს გლობუსი“ მოიპოვა.

1986 წელს შექმნა საკუთარი პროგრამა „ოპრა უინფრის შოუ“, რომელმაც მხოლოდ პოპულარულ კი არა, ამერიკის ყველაზე მდიდარ და გავლენიან ქალად აქცია.
„ოპრას შოუს“, რომელიც ამერიკის ისტორიის ყველაზე ხანგრძლივ შოუდ აღიარეს, მსოფლიოს 146 ქვეყანაში აჩვენებდნენ. ოპრამ დაარღვია მამაკაცური მონოპოლია და ყველაზე ძვირად ღირებული წამყვანი გახდა ამერიკასა და მთელ მსოფლიოში

2011 წელს საკუთარი ტელეარხი OWN დააფუძნა.
2013 წელს აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ოპრა უინფრის თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი გადასცა.
2018 წელს საკუთარი კულინარიული რეცეპტების წიგნის გამოცემას გეგმავს.

დღეს 60 წელს გადაცილებული ტელეწამყვანი ზღაპრულად მდიდარია, თუმცა ამბობენ, რომ მისი მთავარი განძი ადამიანებთან ურთიერთობის, მოსმენისა და თანაგრძნობის ნიჭია.
ოპრა უინფრიმ მილიონობით ადამიანს ასწავლა გულახდილად საუბარი იდუმალ და ხშირად ტაბუდადებულ თემებზე. ბევრი მის ადგილას წყნარ ცხოვრებასა და საკუთარი მილიონებით ტკბობას არჩევდა, მხოლოდ - ოპრა არა. ის ახლა ორ ახალ პროექტზე მუშაობს, საყვარელ მამაკაცთან სტედმან გრეხემთან ცხოვრობს და ორ კოკერსპანიელს უვლის.

წყარო
საკნატუნო ამბები

ხუთი მიზეზი, რატომ არის კარგი სექსი დილით

დილაობით სექსი არაა მარტივი საქმე: ხან გამოფხიზლება გვიჭირს, ხან სამსახურში გვაგვიანდება, შესაძლოა, ბავშვებიც გვყავს მოსამზადებელი... მაგრამ სექსოლოგები ჯიუტად ცდილობენ აგვიხსნან, რატომ არის დილის სექსი შესანიშნავი.    
დღის ჰოროსკოპი

23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ალიკო ცინცაძის წიგნის „ქართული კაბალას“ პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში (მე-3 კორპუსი), 24 აპრილს, 14:00 საათზე, ასტრო-ენათმეცნიერის, პროფესორ ალიკო ცინცაძის ახალი წიგნის „ქართული კაბალას“ პრეზენტაცია-ლექცია ჩატარდება.
საკნატუნო ამბები

10 მეტამორფოზა, რომლებიც თქვენს ასაკს საპასპორტო მონაცემებზე მეტად გასცემს

დაბერების შიში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფობიაა. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეული მუდმივად იცვლება და წლების მატებასთან ერთად, ახლებურად გამოიყურება. ამიტომაც აუცილებელია ვიცოდეთ, რომელი ასაკობრივი ცვლილება მიიჩნევა ნორმად და რომელი - არა.
საკნატუნო ამბები

10 წვრილმანი, რაც კაცს აღაგზნებს

ეს წვრილმანები ერთი შეხედვით უცნაურებია, მაგრამ საკმაო ძალა აქვთ იმისთვის, რომ კაცის პულსის სიხშირე წუთში 70-დან 150-მდე აწიონ...  
დღის ჰოროსკოპი

22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

უნიკალური ფოტოარქივი, რომელიც წარსულს სულ სხვა თვალით დაგანახვებთ

ეს ფოტოები გასულ საუკუნეში გამოგზაურებთ და საოცარ ამბებს აღმოგაჩენინებთ...
დღის ჰოროსკოპი

21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
თემატური ჰოროსკოპი

რომელია საუკეთესო ასაკი ქორწინებისთვის ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ყველა ადამიანი ეძებს პარტნიორს, რომელთანაც მთელ ცხოვრებას გაატარებს. ზოგიერთი კი ამას ძალიან ადრეული ასაკიდან იწყებს...
საკნატუნო ამბები

ფრთხილად! საოცრად ამაღელვებელი შიშველი სხეული (11 ფოტო)

სანკტ-პეტერბურგელი ფოტოგრაფის მიხაილ კოვალენკოს ნამუშევრები განსაკუთრებით მამრობითი სქესის მკითხველებს დააინტერესებთ! 
დღის ჰოროსკოპი

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 აპრილს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

6 ფილმი სიყვარულის მაგიაზე

რამდენიმე ისტორია იმის შესახებ, როგორ აქცევს სიყვარული ცხოვრებას ზღაპრად...