სტანისლავ ბონდარენკო: „არ ვიცი, რას ვგრძნობ, შოკიდან ვერ გამოვდივარ!“

ცეკვავენ ვარსკვლავები

28 ივნისი 14:10, 2016 წელი

 „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ეპიკურ ფინალში შემოსული 143 000 სმს-იდან სტანისლავ ბონდარენკოს და ნიკე კეშელავას წყვილმა 95257 ხმით მეგაშოუს   ME-6 სეზონის გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა, ანდრია გველესიანმა და სალომე ჭაჭუამ კი მეორე ადგილი დაიკავეს. უკრაინელ მსახიობს კონკურსის მთავარი პრიზი - ბინა გადაეცა, მეორე ადგილზე გასულს კი - ავტომობილი. 


ფინალის დაწყებამდე „იმედის“ მეოთხე პავილიონს მე და Funtime-ს ფოტოგრაფი მანქანით ვერც კი მივუახლოვდით. ავტომობილი შენობიდან საკმაოდ შორს, გავაჩერეთ და ზღვა ხალხში გზა გავიკვლიეთ.
„ცეკვავენ ვარსკვლავები“ ერთადერთი პროექტია, რომელზეც ხალხი არასდროს აგვიანებს, - აღვნიშნე გულშემატკივრების დანახვისას. ნაწილი გარეთ იცდიდა, სხვები დარბაზში მოკალათებულიყვნენ. პარტერები აღელვებული ფანებით იყო სავსე. მოხუცებიდან დაწყებული, სკოლის მოსწავლეებით დამთავრებული, ყველა მოულუთმენლად ელოდა სტანისლავისა და ნიკეს, ანდრიასა და სალომეს გამოჩენას. სცენა ფერადი შუქით იყო განათებული, კედლების ორნამენტები კი თვალისმომჭრელად ბზინავდა.


- 3 წუთში ეთერში გავდივართ... - გაისმა ხმა.
დარბაზი ნელ-ნელა ჩაწყნარდა.
- 30 წამი დარჩა...
მანიკა ასათიანმა, კახა კინწურაშვილმა, ნანკა კალატოზიშვილმა და დუტა სხირტლაძემ პოზიციები დაიკავეს და.... დაიწყო!


წამყვანებმა, ტრადიციის მიხედვით, ფინალში იცეკვეს. თქვენ ალბათ ვერც კი წარმოიდგენთ, რომ ეს ნომერი 3-4 დღეში დაიდგა. 


ალბათ დამეთანხმებით, რომ დუტა სხირტლაძე სცენას აცოცხლებს, წამყვანებში კი ხალისი და სითამამე შეაქვს.


ნანკას, მანიკას, დუტასა და კახას ცეკვას ცეცხლოვანი „ჩა-ჩა-ჩა“ მოჰყვა. ეკა ამირეჯიბის, ნინი წიკლაურისა და ლიზა ყენიას სუნთქვის შემკვრელმა ცეკვამ ხალხზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. რა ეფექტურები არიან-მეთქი, გავიფიქრე. შეგიმჩნევიათ, რომ ზოგიერთი ადამიანი მართლა სცენისთვის იბადება?!


წამწყვანებმა სამეული გააცილეს და პარკეტი წინა წლების კონკურსანტებს დაუთმეს.
ნიუ-იორკიდან ჩამოსულმა ნუკი კოშკელიშვილმა ძალები ვალსში მოსინჯა და ცეკვის ბოლოს სიხარულით აღნიშნა: იმდენი ხანია, არ მიცეკვია, კიდევ კარგი, არ წავიქეციო. თუმცა ყველამ შევნიშნეთ, რომ ნუკი არაჩვეულებრივ ფორმაშია.
ნუცა ბუზალაძე უფრო თავდაჯერებული იყო. ვნებიან ტანგოს სხვაგვარად ვერც იცეკვებ!
მაყურებლისა და დამსწრე საზოგადოების განწყობის ამაღლებაზე ქართველმა მომღერლებმაც იზრუნეს, მათ შორის: ნინი ბადურაშვილმა, თიკა ჯამბურიამ, მაკა ზამბახიძემ და ა.შ.


მე-6 სეზონის მონაწილეებმა ძველი ნომრების სახეცვლილი ვერსიები შემოგვთავაზეს - მაგალთად, ჯანოს აფხაზური და ნინის აზიური ცეკვა. ფინალისტებმა კი ეპიკური „პასო დობლე“ შეასრულეს. გასაოცარი ეფექტი მოახდინა მათმა რთულმა მოძრაობებმა. სალომე ჭაჭუამ და ნიკე კეშელავამ თავიანთი პროფესიონალიზმი მაქსიმალურად გამოავლინეს. შეიძლება ითქვას, გოგოებმა აკრობატული ილეთებით გაგვაოგნეს. სტასმა და ანდრეამ კი საკუთარ თავს აჯობეს. მათი ძლიერი ენერგეტიკა და მონდომება ჟიურის შეუმჩნეველი არ დარჩენია - ორივე ფინალისტმა წყვილმა ჟიურისგან 40 ქულა მიიღო.


და დადგა ფინალში გამარჯვებულის გამოცხადების დრო. წყვილები ღელავდნენ, გულშემატკივრები ბოლო წამებზე ემოციურად ამხნევებდნენ თავიანთ რჩეულ ვარსკვლავებს. სტანისლავ ბონდარენკოს სახელისა და გვარის გამოცხადებისთანავე დარბაზი ლამის დაინგრა. მქუხარე აპლოდისმენტები და შეძახილები ისმოდა: „ყოჩაღ სტას!“ „შენ ეს მოახერხე!“ „გავიმარჯვეთ!“ 


თუ ისეთი განცდა დაგეუფლათ, რომ ბონდარენკოს გამარჯვება, ქართველმა ერმა პირად გამარჯვებად მიიჩნია - არ ცდებით! ამაზე მეტყველებს მიღებული ხმების რაოდენობაც: 143 000 ხმიდან 95000-ზე მეტი სწორედ სტასმა მიიღო. უკრაინელი მსახიობი პირდაპირ ფანებისკენ გამოემართა. გამარჯვებისგან გამოწვეულ სიხარულს სწორედ მათ უზიარებდა. ცდილობდა, ყველა თაყვანისმცემლისთვის ყურადღება მიექცია, მათთან ერთად ფოტოებს იღებდა, ავტოგრაფებს არიგებდა. ემოციებისგან საუბარი ცოტა უჭირდა,  დაბნეულიც იყო. მიუხედავად ამისა, Funtime-ის მკითხველისთვის კომენტარის ჩაწერა მაინც მოახერხა. 


სტანისლავ ბონდარენკო: „არ ვიცი, რას ვგრძნობ. შოკიდან ვერ გამოვდივარ. საუკეთესო გულშემატკივრები მყავს. ყველანი ძალიან მიყვარს. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ასეთი ბედნიერი ვარ. მინდა, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო. „ცეკვავენ ვარსკვლავები" უმნიშვნელოვანესი პროექტია ჩემს ცხოვრებაში, საქართველოში გატარებული დროს ვერასდროს დავივიწყებ. ქართველმა ხალხმა დამანახა გულწრფელი სიყვარული და სითბო."


ნიკე კეშელავა: „ჩვენი სახელი და გვარი რომ გამოაცხადეს, ბოლომდე ვერ გავიაზრე, რომ გავიმარჯვეთ, გონებაში არაფერი მიტრიალებდა, სამაგიეროდ უდიდესი სიხარული და მადლიერება ვიგრძენი. ახლა, როცა „ცეკვავენ ვარკსვლავების" სიმბოლო - ეს ელვარე ბურთი მიჭირავს ხელში, ზუსტად ვიცი, ნებისმიერ ადამიანს ყველაფრის მიღწევა შეუძლია. დაისახეთ მიზანი, იშრომეთ, არ დაკარგოთ ენთუზიაზმი და შედეგი გაგაოცებთ! ჩემი ოჯახის წევრები ფინალს ესწრებოდნენ, ვინც ჩამოსვლა ვერ მოახერხა, ვიცი ნამდვილად მგულშემატკივრობდა. ყველას დიდი მადლობა."


ჟიურის შეფასებითაც დავინტერესდით. გოჩა და შორენა ჩერტკოევებმა კომენტარისგან თავი შეიკავეს. სოფო შევარდნაძემ კი სიამოვნებით შეაჯამა მე-6 სეზონი.


სოფო შევარდნაძე: ეს სეზონი ძალიან საინტერესო და განსხვავებული იყო, ფინალი კი - ლამაზი... რაც შეეხებათ სტანსლავს და ანდრიას, ძალიან კარგად გაართვეს თავი დავალებას. ანდრიას თავიდან თითქოს უჭირდა, მაგრამ მალევე აცეკვდა. ფინალში თანაბარი ბრძოლა გაიმართა, ორივე ძლიერი, სცენური და კარგი შესახედაობისაა, პლასტიკურად მოძრაობაც ეხერხებათ.  სტანისლავს მინდა, გამარჯვება მივულოცო და კიდევ უფრო დიდი წარმატება ვუსურვო.“ 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?