სტანისლავ ბონდარენკო ჯანო იზორიას მოგებული ბინის ჩუქებას არ დაჰპირებია

ცეკვავენ ვარსკვლავები

26 ივნისი 16:45, 2016 წელი
89

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სტანისლავ ბონდარენკო ჯანო იზორიას მოგების შემთხვევაში ბინის გადაცემას დაჰპირდა. გადავწყვიტეთ სიმართლე გაგვერკვია და პროექტის პროდიუსერს გავესაუბრეთ.

პროექტის პროდიუსერმა და შემოქმედებითმა ჯგუფმა, ისევე როგორც სტანისლავის ასისტენტმა, გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს და განგვიმარტეს, რომ სტასს მსგავსი არაფერი უთქვამს:
„ინფორმაცია, რომელიც ბოლო 2 დღეა, ქართულმა ინტერნეტსივრცემ აიტაცა, მცდარია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სტანისლავს მსგავსი არაფერი უთქვამს. როგორც ჩანს, ჟურნალისტებმა დავით ოქიტაშვილის ნათქვამი არასწორად გაიგეს. მედიას ვთხოვთ, ამ საკითხს მეტი სიფრთხილით მოეკიდოს. ჩემი აზრით, ჯერ არმოგებულ ბინაზე მსჯელობა, პრესისა და საზოგადოების მხრიდან, მიზანშეწონილი არ არის. უნებურად, კონკურსანტებს უხერხულ მდგომარეობაში ვაყენებთ და ერთმანეთის წინააღმდეგ ვაქეზებთ. ინტერვიუებზე შოუს მონაწილეებს არაერთხელ უთქვამთ, რომ მატერიალური ჯილდო მათთვის მეორეხარისხოვანია, პრიორიტეტი კი მეგობრობა და ხალხის სიყვარულია,“ - აღნიშნავენ პროექტის შემოქმედებითი ჯგუფის წევრები.  


ნიკე კეშელავა, სტასის მეწყვლე, ამბობს, რომ მათი წყვილი ანდრიასა და სალომეს წყვილს კონკურენტად არ აღიქვამს. იხილეთ სტატია: ნიკე კეშელავა: „სტასი ფინალის წინ ძალიან ღელავს“


ცნობისათვის - ორშაბათს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალური ტური გაიმართება, სადაც სტანისლავ ბონდარენკო  და ანდრია გველესიანი, ნიკე კეშელავასა და სალომე ჭაჭუასთან ერთად, ეპიკურ პასადობლეს შემოგვთავაზებენ. სტასი თავდაუზოგავად მუშაობს თაყვანისმცემლების იმედების გასამართებლად.
ასე რომ, თუ გსურთ, თქვენმა ფავორიტმა გაიმარჯვოს, გააქტიურდით და დაუმესიჯეთ.