„მერე რა მოხდა, ამ ახირებით თუ სხვა სივრცეში გაფრენა მინდა?“ - გეგა კობახიძე კადრში და კადრსმიღმა

უცნობი ფოტოები

11 მარტი 22:00, 2017 წელი

„ადრე ძველი, ხის ჩარჩოებიანი ფანჯრები გვქონდა. გეგა პირდაპირ ფანჯრიდან გადმოაბიჯებდა ხოლმე სახლში, შემოვარდებოდა, დამეტაკებოდა და ბევრჯერ მაკოცებდა. ორივე ლოყას დამიკოცნიდა. დედა, მიყვარხარო, მეტყოდა და გავარდებოდა. გეგასგან სითბოსა და ფერებას ვიყავი მიჩვეული. ბავშვობიდან ასეთი იყო. მეუღლემ ადრე მიმატოვა და მთელ ჩემს სიყვარულსა და მზრუნველობას გეგა კისრულობდა...“

გეგა კობახიძე 1961 წლის 7 ივნისს თბილისში, ცნობილი კინორეჟისორის მიხეილ კობახიძისა და მსახიობ ნათელა მაჭავარიანის ოჯახში დაიბადა.

გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ სამსახიობო ხელოვნებას ადრეული ბავშვობიდან ეზიარა. ძალიან უყვარდა ხატვა, კინო და თეატრი. წერდა სცენარებს. იღებდა პატარა სიუჟეტებს, აკეთებდა მონტაჟს.
„5-6 წლის იყო, როცა სახლში თეატრისმაგვარი რაღაც მოაწყო და რატომღაც, სერგო ზაქარიაძის სახელობის თეატრი უწოდა. საკუთარ „თეატრში“ დრამატურგიც თვითონ იყო და რეჟისორიც. მსახიობად კი მეზობლად მცხოვრები პატარა გოგონა მიიწვია.
7 წლის ასაკში მამამისმა კინოსტუდიაში წაიყვანა. იქ ნახა ქალბატონმა ნანა მჭედლიძემ, რომელიც იმხანად, ნოველებისგან შემდგარ ფილმს „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“ იღებდა და მოეწონა. ეს იყო გეგას პირველი ფილმი“, - გაიხსენებს მოგვიანებით გეგას დედა.
პირველ ფილმს „ლაზარეს თავგადასავალი“ მოჰყვა, სადაც პატარა მსახიობმა ობოლი ბიჭის ლაზარეს როლი შეასრულა. 1973 წელს „ლაზარემ“ ტელეფილმების მე-5 საკავშირო ფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო.

სკოლის დამთავრების შემდეგ, რეჟისორობაზე მეოცნებე ახალგაზრდამ თეატრალურ ინსტიტუტს მიაშურა, მაგრამ მისაღები გამოცდები ვერ დაძლია. რაღაც პერიოდი დედასთან, თეატრში იმუშავა და მომდევნო წელს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
„მის გაზრდაში არანაირი სირთულე არ შემხვედრია. ერთმანეთთან მეგობრული დამოკიდებულება გვქონდა. არასდროს არაფერს მიმალავდა. არც თავის რომანებს. როგორც ყველა ბიჭს, მასაც ჰქონდა თავისი ბიჭური ამბები. ერთხელ მაგრად იჩხუბა, მაგრამ არ მახსოვს, დანა ან იარაღი რომ ჰქონოდა“, - გაიხსენებს წლების შემდეგ ნათელა მაჭავარიანი.

სანამ ცხოვრების უკანასკნელ, ტრაგიკულ როლს შეასრულებდა, გეგა კობახიძემ კიდევ რამდენიმე ფილმში მიიღო მონაწილეობა: 1975 წელი - ნიკოლოზ სანიშვილის „ჩიტის რძე“, 1975 წელი - ლანა ღოღობერიძის „აურზაური სალხინეთში“, 1977 წელი - ალეკო ნინუას „ოთხი შარვალი და ერთი ჩითის კაბა“, 1978 წელი – Комедия ошибок (რუსეთი), 1979 წელი – Дюма на Кавказе (რუსეთი), 1981 წელი - ბაადურ წულაძის „კროსვორდის ამოხსნის მოყვარულთათვის“.
თენგიზ აბულაძის „მონანიებაში“ თორნიკე არავიძის როლი მსახიობისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა...

1983 წლის 18 ნოემბერს, საბჭოთა კავშირიდან გაქცევის მიზნით, შვიდმა ქართველმა ახალგაზრდამ თვითმფრინავი ტუ-134A გაიტაცა.
გამტაცებელთა შორის მსახიობი გეგა კობახიძე და მისი ცოლი თინათინ ფეტვიაშვილიც იყვნენ. გეგამ და თინამ თვითმფრინავის გატაცებამდე ერთი დღით ადრე იქორწინეს.
თვითმფრინავის გამტაცებელთა აყვანის სპეცოპერაცია უმსხვერპლოდ არ დასრულებულა, რამაც ახალგაზრდების მდგომარეობა უფრო დაამძიმა.
ამის შემდეგ „მონანიებაში“ გეგა კობახიძის როლი ამოჭრეს და თორნიკე არავიძე, გეგას ნაცვლად, მერაბ ნინიძემ ითამაშა.

1984 წლის 13 აგვისტოს უზენაესმა სასამართლომ თვითმფრინავის გამტაცებელ ბიჭებს დახვრეტა მიუსაჯა. პროცესი რეკორდულად სწრაფად - ცამეტ დღეში დასრულდა. განაჩენის გამოტანის შემდეგ შეწყალების თხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, თუმცა, არაფერმა გაჭრა.
1984 წლის 3 ოქტომბერს გეგა კობახიძე დახვრიტეს. თინათინ ფეტვიაშვილს კი თოთხმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
გეგას ცოლმა ციხეში თითქმის ექვსი წელი გაატარა და  ხელისუფლებაში ზვიად გამსახურდიას მოსვლის შემდეგ, საპატიმრო დატოვა.


 


მე დავბრუნდები, ზღაპრული ფრთებით / წვიმიან ქალაქს დავხედავ ციდან. / მერე რა მოხდა ამ ახირებით,/თუ სხვა სივრცეში გაფრენა მინდა? მოვივლი ბავშვურ ოცნების მხარეს, /ავედევნები იისფერ სურვილს, / მე დავბრუნდები, მე მოვალ მალე, / როცა გაფრენით მოვიკლავ წყურვილს. / მე დავბრუნდები, მაგრამ ფრენისგან / ფრთები, ო, ფრთები მტკივა ძალიან / ჩემთან გაფრენა შენც თუ გეღირსა, / ვიცი, რომ ესეც ჩემი ბრალია. - მამა პეტრე.




 


„ეს საშინელი ამბავი რომ მოხდა, ჩვენი უბნის ინსპექტორი დაიბარეს დაკითხვაზე - თუ შეგინიშნავთ გეგა კობახიძე ცუდ საქციელშიო. იმ პერიოდში ყველა შიშისგან ცახცახებდა და ძალიან გამიკვირდა, როცა მან უპასუხა, ეს ბიჭი უბანში დამდგარიც კი არ მინახავსო. გეგა არ იყო ის ბიჭი, ქუჩაში დამდგარიყო, ებოლებინა და საქმეები ერჩია. ძალიან მორიდებული ბავშვი იყო. ჩვენი დილა სიცილით და იუმორით იწყებოდა. მხოლოდ ბოლო პერიოდში გახდა გულჩათხრობილი“. - ნათელა მაჭავარიანი.




 


ლევან კიტია, ლევან ერისთავი, გია შერვაშიძე, დიმიტრი ცინცაძე, გიო ხუციშვილი, რამაზ რეხვიაშვილი, ოთარ ლითანიშვილი, ერეკლე ბადურაშვილი, ლევან ბზვანელი, გეგა კობახიძე.


 


„ლაზარეს თავგადასავალი“ (1973 წ.)
„ადრე ძველი, ხის ჩარჩოებიანი ფანჯრები გვქონდა. გეგა პირდაპირ ფანჯრიდან გადმოაბიჯებდა ხოლმე სახლში. შემოვარდებოდა, დამეტაკებოდა და ბევრჯერ მაკოცებდა. ორივე ლოყას დამიკოცნიდა. დედა, მიყვარხარო, მეტყოდა და გავარდებოდა. გეგასგან სითბოსა და ფერებას ვიყავი მიჩვეული. ბავშვობიდან ასეთი იყო. მეუღლემ ადრე მიმატოვა და მთელ ჩემს სიყვარულსა და მზრუნველობას გეგა კისრულობდა“. - ნათელა მაჭავარიანი.




 


„ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“ (1967 წ.)
„პატარაობაში საკმაოდ ცელქი და მოძრავი იყო. ბავშვობიდან უყვარდა წარმოდგენების დადგმა. თანატოლებთან ერთად დგამდა სპექტაკლებს, ერთ ოთახში ფარდას ჩამოკიდებდნენ და თამაშობდნენ. ქვიშხეთში რომ ვისვენებდით, იქ სულ რაღაცებს დგამდნენ. ერთხელ, მახსოვს, ქვაბების თავსახურები გამოალაგეს სამზარეულოდან და ორკესტრი გააკეთეს. ბავშვობიდან საოცარი იუმორი ჰქონდა...“ - ნათელა მაჭავარიანი.


 


 


ირაკლი ჩარკვიანი, გეგა კობახიძე მეგობრებთან ერთად






დათო ევგენიძე, დათო გომართელი, ირაკლი ჩარკვიანი, გეგა კობახიძე 
„იმ დღეს ქორწილი ჰქონდათ. ჩვენ ცოტა ადრე წამოვედით. გეგა გამოგვეკიდა, საღამოს­ შენთან­ მოვალო, მითხრა. ვერ დავიჯერე, რადგან­ ვიცოდი, მეორე დღეს ის და თინა საქორწინო მოგზაურობაში მიდიოდნენ. შინ გვიან მივედი, ირაკლიც მახლდა. კარზე წერილი დამხვდა: „ვიყავით - გეგა, თინიკო და კამპანია“. ირაკლის ვუთხარი: რადგან ქორწილიდან მოგვაკითხეს, გამოდის, ჩვენი ნახვა ძალიან უნდოდათ-მეთქი და მათთან წავედით. თინიკო იწვა, გეგა საცვლით დაგ­ვ­ხვდა. ადგნენ და ყველანი ჩემთან წავედით. გეგა მთელი საღამო­ დასარტყამ ინსტრუმენტზე უკრავდა. მე და ირაკლიმ არ ვიცოდით, სად მიდიოდნენ. დილით, სახლში რომ მივაცილეთ, ძალიან მაგრად ჩაგვეხუტა. გამიკვირდა, რა სჭირს-მეთქი. მე ხომ არ ვიცოდი, სად მიდიოდა...“ დათო ევგენიძე


 


 
ირაკლი ჩარკვიანი, ქეთი ქობულია, გეგა კობახიძე, მაია კანკავა (ირაკლი ჩარკვიანისა და ქეთი ქობულიას ქორწილში)


 


გეგა კობახიძე, თინათინ ფეტვიაშვილი
„ეს ძალიან სუფთა და ნამდვილი სიყვარული იყო. თინას გაცნობის შემდეგ გეგა უფრო მხიარული გახდა. საერთოდ, ძალიან სუფთა, წესიერი და იუმორით სავსე ბიჭი იყო. როგორც თინიკო ჰყვება, მის გაცნობაშიც რაღაც იუმორი ჩადო. როგორ გაიცნო, როგორ შეაცოდა თავი, რომ ინვალიდის ეტლში ზის და სიარული არ შეუძლია. ასეთი სიყვარულის კაცი იყო და თინასაც ძალიან უყვარდა. რომ არ ჰყვარებოდა, იქ არ წაჰყვებოდა, იმ ორომტრიალში“. - ნათელა მაჭავარიანი.


 


კახი კავსაძე, ნინო ანანიაშვილი, გეგა კობახიძე ფილმში „აურზაური სალხინეთში“



 


ირაკლი კოსტავა, ირაკლი ჩარკვიანი, გეგა კობახიძე
„იმ საღამოს, როცა სანაპიროზე ვიწექით და ზღვის გადაცურვაზე ვლაპარაკობდით, ალბათ, ყველა მიხვდებით, რომელი სიმღერის მოტივი იშვა ზღვის ტალღებიდან. სამივენი დარწმუნებულები ვიყავით, რომ შევძლებდით, გადაგვეცურა შავი ზღვა, რომელიც ჩვენ წინ ღელავდა და სამივეს გვიხმობდა თავისკენ“, - ნაწყვეტი ირაკლი ჩარკვიანის რომანიდან „მშვიდი ცურვა“.




 


ლევან აბაშიძე, ირაკლი ამირეჯიბი, გეგა კობახიძე, მერაბ ქოქიაშვილი, შალვა და ქუცნა ამირეჯიბები, გურამ ფალავანდიშვილი, გუგა კოტეტიშვილი, ერეკლე აბაშიძე. ქვიშხეთში. 1977 წელი.


 


გეგა და თინა


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?