ვინ იყვნენ მიხაი ზიჩის ილუსტრაციების პროტოტიპები?

უცნობი ფოტოები

18 მარტი 22:00, 2017 წელი

„ვეფხისტყაოსნის“ პირველი ილუსტრაციების შესაქმნელად, ქართველი ინტელიგენციის თხოვნით, უნგრელი ფერმწერი და გრაფიკოსი მიხაი ზიჩი საქართველოში 1881 წელს ჩამოვიდა და ჩვენს ქვეყანაში თითქმის წელიწადნახევარი დაჰყო...

სანამ „ვეფხისტყაოსანზე მუშაობას დაიწყებდა, მიხაი ზიჩი საქართველოს ბუნებას და უბრალო ადამიანების ცხოვრებას ეცნობოდა. პოემის სულისკვეთებას რომ ჩასწვდომოდა, მხატვარმა ტექსტიდან იმ ადგილების ფრანგულად თარგმნა მოითხოვა, რომელთა ილუსტრირებაც უნდა მოეხდინა. ილია ჭავჭავაძის თხოვნით, ეს სამუშაო ქართველმა ლიტერატორმა იონა მეუნარგიამ მოკლე დროში შეასრულა.


ამის შემდეგ, მიხაი ზიჩმა ილუსტრაციებისთვის შესაფერისი სახეების შესარჩევად, თბილისისა და ქუთაისის თეატრებში კოსტიუმირებული, ცოცხალი სურათების წარმოდგენები მოაწყო.
მხატვარი წინასწარ არჩევდა პოემიდან ეპიზოდებს. სცენის გასახალისებლად პოულობდა ადამიანებს, კოსტიუმს აცმევდა და სცენაზე გაჰყავდა.
სცენის მიღმა რომელიმე მსახიობი პოემიდან შესაბამის ადგილს კითხულობდა, მხატვარი კი ამ დროს ჩანახატებს აკეთებდა.


„ქალბატონმა ბარათოვამ, რომელიც, მიუხედავად თავისი ხანდაზმულობისა, თვალშისაცემი სილამაზით გამოირჩევა, დადგმის შესახებ კეთილშობილური მიზნით მთხოვა, უძველესი ქართული უნიკალური ნაწარმოებიდან „ვეფხისტყაოსნიდან“ ცოცხალი სურათები შემექმნა. ცოცხალი სურათების დადგმაში უმთავრესად თავადები და ქალბატონები მონაწილეობდნენ. ერთი სიტყვით, მთელი არისტოკრატია. მათი უშუალო დახმარებით თეატრში ცოცხალი სურათები დავდგი, შეიძლება ითქვას, ყოველგვარი რეპეტიციის გარეშე“, - წერდა მხატვარი.


ზიჩი იმდენად გაიტაცა სამუშაომ, რომ წელიწადნახევრიანი მუშაობის შემდეგ, დაკვეთილი 12-ის ნაცვლად, 34 ილუსტრაცია შექმნა და ქართველ ხალხს უსასყიდლოდ გადასცა. 


„გიგზავნით არა თორმეტ, არამედ ოცდათოთხმეტ ესკიზს ასარჩევად. აღნიშნეთ, რაც აღსანიშნია, დანომრეთ და სასწრაფოდ უკან გამომიგზავნეთ, რომ ამ სამუშაოს სწრაფად დამთავრება შევძლო. მოხარული ვიქნები, თქვენს იმედებს თუ გავამართლებ“, - წერდა პეტერბურგიდან ზიჩი გამომცემლებს.


თბილისში მეორედ ჩამოსვლისას, მიხაი ზიჩმა „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციების ალბომი საქართველოს საჩუქრად გადასცა და ასეთი წარწერა გაუკეთა: „ქართველ ხალხს ჩემი სიმპათიისა და გულითადი ერთგულების ნიშნად. ზიჩი. ს. პეტერბურგი. 1889 წლის 10 მარტი“.


 



დესპინე ფაღავა - ნესტან-დარეჯანის პროტოტიპი


 


მატრონა ქვარიანი-ქუთათელაძისა - თინათინის პროტოტიპი


 


თათარხან დადეშქელიანი - ტარიელის როლში, ქუთაისი, 1882 წ.


 


კატო კონსტანტინეს ასული ჯაფარიძე (ტიფო ნაკაშიძის მეუღლე) - ასმათის პროტოტიპი



 


მარიამ მირიანაშვილი-თუმანიშვილისა - ფატმანის პროტოტიპი



 


მარო მაჩაბელი - გურული ჭაბუკის პროტოტიპი სურათიდან „ვეფხისტყაოსნის“ მირთმევა



 


ნინო წერეთელი (დავით სიმონის ძე წერეთლის ასული), ბიძინა ჩოლოყაშვილის მეუღლე - თამარ მეფისა და ნესტანის პროტოტიპი.


 


პოეტი გიორგი შარვაშიძე - ტარიელის პროტოტიპი


 


პოეტი მამია გურიელი - შოთა რუსთაველის პროტოტიპი სურათში „ვეფხისტყაოსნის“ მირთმევა.



 


სიმონ მიქელაძე (მარცხნივ), ტარიელის პროტოტიპი; სიმონ წულუკიძე,1870 წ. სანკტ-პეტერბურგი.


 


ქაიხოსრო ქაჯაია - როსტევან მეფის პროტოტიპი


 


ქეთო წერეთელი-დადიანისა - ნესტანისა და დავარის პროტოტიპი


 


ჯაბა გურიელი - ფრიდონის პროტოტიპი


 


ჯამბაკურ გურიელი - ფარსადან მეფის პროტოტიპი


 


მიხაი ზიჩი



„ცალკეულ სურათებს შორის, სცენაზე რამდენჯერმე მიმიწვიეს. ტაშის ხმა არ წყდებოდა... ხელი მომკიდეს, სცენიდან აღარ მიშვებდნენ, თავბრუ დამეხვა. თავადებიდან როცა გამოვიქეცი, ქალბატონებთან შევედი, მაგრამ აქაც მომნახეს და კვლავ მაყურებელთან გამიყვანეს, რომელიც ტაშს აღფრთოვანებით უკრავდა და დარბაზს გამაყრუებელი შეძახილებით ავსებდა. გვერდით მდგარ ყველა შესანიშნავ ქალბატონს ხელები სათითაოდ დავუკოცნე; ყველას დავკოცნიდი, რომ მისალმებებისთვის დრო არ დამეკარგა.
ხალხის მასა თეატრის შესასვლელთანაც მელოდა. მე ქურდების ცნობილი მეთოდით ვისარგებლე და სხვებივით თავად დავიწყე ყვირილი - „ბრავო, ზიჩი“… ქალბატონმა ბარათოვამ, რომელიც ამ ცოცხალი სურათების დადგმის ინიციატორი იყო, ძვირფასი ფოლადის ხანჯალი მაჩუქა წარწერით და ვერცხლის სახელურით. ეს ლეკური ნაკეთობაა. ვინც მათ (ქართველები მყავს მხედველობაში) სამსახურს გაუწევს, მზად არიან, ამისთვის, რაც შეუძლიათ, გადაუხადონ. თანაც ისინი ამას წარმოუდგენლად ნაზი, მეგობრული გრძნობით აკეთებენ. ერთი სიტყვით, საუცხოო ხალხია ქართველები“. მიხაი ზიჩი.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?