რატომ დაამზადა მიტროფანე ლაღიძემ სტალინის კაბინეტში თავისი სახელგანთქმული ლიმონათი?

უცნობი ფოტოები

1 აპრილი 22:00, 2017 წელი

საბჭოთა ეპოქაში „ლაღიძის წყლები“ იმდენად პოპულარული სასმელი გახლდათ, მხოლოდ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე წარმოებისა და გაყიდვის პირობებშიც კი შეძლო, მთელ მსოფლიოში გაეთქვა სახელი.

მეცნიერი, მეწარმე, საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი და „ლაღიძის წყლების“ დამაარსებელი მიტროფანე ლაღიძე 1869 წელს, წყალტუბოს რაიონის სოფელ ჭოლევში, აზნაურის ოჯახში დაიბადა.
შრომისმოყვარე ყმაწვილმა მუშაობა 14 წლის ასაკში, პეტრე კოკოჩაშვილისა და ცეზარ ივანოვსკის აფთიაქში დაიწყო.


იმდროინდელი აფთიაქარების საყვარელ საქმიანობას უცხოეთიდან ჩამოტანილი ესენციებისგან გამაგრილებელი სასმელების დამზადება წარმოდგენდა. მიტროფანემ ამ საქმეს გასაოცარი ალღო აუღო და ხილის წყლების საკუთარი, უნიკალური რეცეპტი შექმნა, 1900 წელს კი ხილეული სასმელების წარმოება და უალკოჰოლო სასმელების მაღაზია გახსნა.


მიტროფანე საქმემ იმდენად გაიტაცა, რომ ახალი ტექნოლოგიების შესწავლის მიზნით, ევროპაში გაემგზავრა. სწორედ ევროპიდან შემოტანილ შუშის ბოთლებში დაიწყო მიტროფანე ლაღიძის ლიმონათის ჩამოსხმა.
ბოთლებს მიტროფანეს დედის გამოსახულებიანი ეტიკეტი ამშვენებდა, რომელზეც ეწერა: „მოითხოვეთ ყველგან. გემო და სუნი საამური აქვს. უფრთხილდით სიყალბეს“.


1906 წელს, როცა ლაღიძის წყლების სახელი ქუთაისისა და დასავლეთ საქართველოს ფარგლებს გასცდა, მიტროფანე ლაღიძემ, ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ხელშეწყობით, თავისი სახელგანთქმული წყლების მაღაზია გოლოვინის (ახლანდელი რუსთაველის) გამზირზე გახსნა.


1921 წელს ლაღიძის წყლების ქარხანა, რომელიც ამჟამინდელი კავშირგაბმულობის სახლის ადგილზე მდებარეობდა, მთლიანად დაიწვა და მეწარმე იძულებული გახდა, სიროფების ჩამოსხმა გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე სახლის სარდაფში გაეგრძელებინა. მოგვიანებით, საბჭოთა ხელისუფლებამ მეწარმეს სარდაფი წაართვა და იქ ხალხი შეასახლა.


1926 წელს მიტროფანე ლაღიძემ წყლების მაღაზია სახელმწიფოს გადასცა. სანაცვლოდ, ის წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე ლიმონათის ქარხნის დირექტორად დანიშნეს, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა.


როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საბჭოთა კავშირის დროს, ლაღიძის წყლები უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. არსებობს ცნობები, რომ იალტის კონფერენციის დროს მაგიდაზე „ლაღიძის წყლების“ ლიმონათები იდგა. იმასაც ამბობენ, რომ საბჭოთა კავშირში ვიზიტით მყოფი ამერიკის პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი ლაღიძის წყლების ნატურალური ინგრედიენტების არომატმა ისე აღაფრთოვანა, რომ სახლში 2000 ბოთლი „ლაღიძის წყალი“ გაიყოლა.


ცნობილია, რომ „ლაღიძის წყლების“ ქარხანაში არსებობდა ცალკე ხაზი, სადაც ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლებისთვის სპეციალურ ლიმონათს ასხამდნენ და ყოველი კვირის ორშაბათ დღეს მოსკოვში აგზავნიდნენ. შემორჩენილია ცნობები, რომ ნიკიტა ხრუშჩოვი მსხლისა და ფორთოხლის ლიმონათს მიირთმევდა, ლეონიდ ბრეჟნევი მსხლისა და ტარხუნის ლიმონათს ამჯობინებდა, მიქოიანს კი ყველაზე მეტად ლიმონის არომატი ხიბლავდა.


უცნობია, რომელი ლიმონათი მოსწონდა ბერიას, თუმცა თავად წყლების მწარმოებელი უყურადღებოდ არ დარჩენია. როცა მიტროფანე ლაღიძე სტალინთან შეხვედრაზე მიიწვიეს, ბერიამ ეჭვი გამოთქვა, რომ ის საიდუმლო ტექნოლოგიებს იყენებს, რომლებსაც პარტიასა და ხელისუფლებას უმალავს. ყველა ეჭვი რომ გაეფანტა, „ლაღიძის წყლების“ დამაარსებელს საბჭოთა ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების თვალწინ მოუწია სახელგანთქმული ლიმონათის დამზადება. საიდუმლო ტექნოლოგიების არსებობა არ დადასტურდა, მიტროფანე ლაღიძე კი საბჭოთა კავშირის კვების მრეწველობის სამინისტროში მთავარ კონსულტანტად დანიშნეს.


1952 წელს ლაღიძის წყლების სპეციალური პარტია, რომელშიც ნაღებისა და შოკოლადის ლიმონათებიც შედიოდა, ამერიკის პრეზიდენტს, ჰარი ტრუმენს გაუგზავნეს.


რუსმა პოეტმა ევგენი ევტუშენკომ ლაღიძის წყლებს ლექსიც კი მიუძღვნა И лимонад не терпит равнодушья/ Как прыгали пьянящие слегка/ Лимонов бывших крошечные души/ Смеясь внутри любого пузырька.


ლიმონათების წარმოების გარდა, მიტროფანე ლაღიძე თავისი საქველმოქმედო საქმიანობითაც იყო ცნობილი. 1904 წელს მისი ხელშეწყობით და ფინანსური დახმარებით აშენდა საქართველოში პირველი ელექტროსადგური და ტოპოგრაფი, რომელშიც იმდროინდელი მწერლებისა და პოეტების წიგნები იბეჭდებოდა.
მიტროფანე ლაღიძე 1960 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.


 


მიტროფანე ლაღიძე 
„მიტროფანეს ხშირად უწევდა მოსკოვში ჩასვლა. ერთხელაც სტალინს, რომელსაც კარგად იცნობდა, მისთვის უთქვამს, რას დარბიხარ წინ და უკან, მოსკოვში გადმოდი საცხოვრებლადო. ამაზე მიტროფანეს უპასუხია, არა, ვერ გადმოვალ. ოჯახი მყავს, შვილიშვილს ვზრდიო. შენ რატომ ზრდი, მამა სად არისო? ჰოდა, ბაბუაც იძულებული გამხდარა, ეთქვა, რომ შვილი, ანუ მამაჩემი, 1937-ში დაუპატიმრეს და ციხეში იყო, რადგან პოლიტიკურ ლიდერებზე რაღაც უთქვამს მოურიდებლად. მიტროფანესა და სტალინის საუბრისას კაბინეტში ბერია შესულა. სტალინს ბერიასთვის დაუვალებია საკითხში გარკვევა და ორი თვის შემდეგ, მამა ციხიდან გაათავისუფლეს. თუმცა უკვე ძალიან ავად იყო და ამ ქვეყნიდან ადრე წავიდა“, - თორნიკე ლაღიძე.


 


ალექსანდრეს ბაღი, ლაღიძის წყლები.1914 წელი


 


 


„ლაღიძის წყლების“ ემბლემა, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში თბილისის უალკოჰოლო სასმელების ქარხანას ამშვენებდა


 


1952 წელს აშშ-ს პრეზიდენტ ჰარი ტრუმენს სტალინისთვის 100 ბოთლი „კოკა-კოლა“ გამოუგზავნია. სტალინს პოლიტბიუროს წევრები შეუკრებია და სასმელით გამასპინძლებია. პარტიული ლიდერები აღფრთოვანებულან მისი გემოთი. გადაწყდა, რომ საპასუხო საჩუქრად ამერიკაში „კოკა-კოლაზე“ ბევრად გემრიელი გაზირებული სასმელი გაეგზავნათ. მოსკოვში 83 წლის მიტროფანე ლაღიძე გამოიძახეს. იმ დროისთვის „ლიმონათების გენიოსს“ უკვე ასზე მეტი რეცეპტი ჰქონდა შექმნილი. მიტროფანეს ლიმონათს ამერიკაში ისეთი ფურორი მოუხდენია, რომ ტრუმენი ამერიკაში მისი შეტანით დაინტერესებულა. საბჭოთა კავშირში ამ გაცვლას უწოდეს „ჩვენი პასუხი „კოკა-კოლას“.





 


რუსთაველის გამზირზე მიტროფანე ლაღიძის მიერ დაარსებული „ლაღიძის წყლები“


 


მიტროფანე ლაღიძე მეგობრებთან ერთად



 


მიტროფანე ლაღიძის შვილთაშვილი თორნიკე ლაღიძე



მიტროფანე ლაღიძის უალკოჰოლო სასმელების სარეკლამო აბრა


 


მიტროფანე ლაღიძის უალკოჰოლო სასმელების სარეკლამო აბრა


 


„ლაღიძის წყლების“ შენობა რუსთაველის გამზირზე


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?