ცნობილი ადამიანების იშვიათი ფოტოები - კადრები, რომლებიც ცოტას თუ უნახავს...

უცნობი ფოტოები

15 აპრილი 22:00, 2017 წელი

როგორ გამოიყურებიან ძლიერნი ამა ქვეყნისა კამერების მიღმა, როგორ გამოხატავენ ემოციებს და აწუხებთ თუ არა ჩვეულებრივი, ადამიანური ვნებები? თუ გაინტერესებთ, ნახეთ მათი უცნობი ფოტოები და ის, თუ რას წერენ საკუთარ თავსა და ცხოვრებაზე.

ფრედი მერკურის ბავშვობის ფოტო
„ჩვენ არასდროს ვიმუშავებთ პუბლიკის მოთხოვნაზე. ხალხი თვითონ გააკეთებს არჩევანს. არასდროს გვეშინოდა იმის, რასაც ვაკეთებდით და არ ვყვებოდით მოდას. იმიტომ, რომ ჩვენ საკუთარი მარკა გვაქვს. მარკა - Queen“. ფრედი მერკური.

 

კვენტინ ტარანტინო თავისი ლიტერატურული კერპის, ბორის პასტერნაკის საფლავთან. 2004 წელი
„მამაჩემს არასოდეს შევხვედრივარ და ეს განსაკუთრებით არასოდეს მდომებია. მხოლოდ იმის გამო, რომ დედაჩემთან იწვა, ის ჩემი მამა არ არის. მას ოცდაათი წელი ჰქონდა იმისთვის, რომ ვენახე, მაგრამ ჩემთან შეხვედრა მოულოდნელად გადაწყვიტა, როცა ცნობილი გავხდი. ოდესღაც, როცა მის გვარს ვატარებდი, ის კი არ ჩანდა, ვფიქრობდი: „მაგარიც კი არის. რაღაც სტილშია“... მაგრამ ეს წყეული სახელი ადამიანებს იზიდავს“. კვენტინ ტარანტინო.


 

ოდრი ჰეპბერნი  (ოდრი კეთლინ რასტონი) 1953 წელი
„იცით, როცა ვინმესგან მესმის ან სადმე ვკითხულობ, რომ ლამაზი ვარ, უბრალოდ მიკვირს… სულაც არ გამოვირჩევი რაიმე განსაკუთრებული სილამაზით. გარეგნობა არ არის ის, რითაც კარიერა გავიკეთე“.


 

„ბითლზი“ - ჯორჯ ჰარისონი 14 წლის, ჯონ ლენონი 16 წლის, პოლ მაკარტნი 15 წლის
„სიყვარულის უნარი ჩვენი საჩუქარია, რომელიც ძვირფას მცენარეს ჰგავს. თუ შენ მას მიიღებ, მაშინ მას წყალი ყოველთვის უნდა დაუსხა, გაუფრთხილდე და იზრუნო მასზე“, - ჯონ ლენონი.

 

 

პოლ მაკარტნი და ჯონ ლენონი, ცოლებთან ერთად

 

მე-20 საუკუნის ყველაზე ცნობილი და ეპატაჟური მხატვარი სალვადორ დალი
„ნუ შეაფურთხებ საკუთარ ნახატს. მას შეუძლია უკან შემოგაფურთხოს, როცა მოკვდები“.

 

ჰიჩკოკის საუზმე
„ფილმების გადაღება, ჩემთვის, უპირველესად, ნიშნავს ისტორიის მოყოლას. ისტორია შეიძლება არ იყოს მართალი, მაგრამ არ შეიძლება, იყოს ბანალური. ის უნდა იყოს დრამატული და ადამიანური. დრამა არის ცხოვრება, მოსაწყენი მომენტების გარეშე“.


 

სკკპ ცკ გენერალური მდივანი ლეონიდ ბრეჟნევი შვილთაშვილთან გალიასთან ერთად. 1973 წელი


რასელ ბრენდი და ტიბეტური ბუდიზმის მიმდევრების სულიერი ლიდერი დალაი ლამა
„არის ერთი რამ, რაც ღრმად უნდა ჩაიბეჭდოთ გონებაში. არა აქვს მნიშვნელობა, რას ამბობენ სხვები, თქვენ ხართ ის, ვინც ხართ. მიჰყევით ამ გზას. ჰკითხეთ საკუთარ თავს, როგორი ცხოვრება გსურთ. ჩვენ ყველანი ვცოცხლობთ და ვკვდებით, ესაა ერთადერთი სიმართლე, რომელსაც ყველანი ვხედავთ. არავის შეუძლია, დაგვეხმაროს, ღმერთსაც კი. ასე რომ, კარგად გადახედეთ, რა გიშლით იცხოვროთ იმ ცხოვრებით, რომელიც გსურთ“.


 

ტიბეტური ბუდიზმის მიმდევრების სულიერი ლიდერი დალაი ლამა


მაიკლ ჯეკსონი
„მე არასოდეს ვარ ბოლომდე რამით კმაყოფილი. მით უმეტეს, საკუთარი თავით. ვცდილობ, სარკეში არ ჩავიხედო“.

 

ჩარლი ჩაპლინი და ალბერტ აინშტაინი
„თითქოსდა წინ მივიწევთ, მაგრამ გაუცნობიერებლად ვაფერხებთ საკუთარ თავს. ტექნოლოგიებმა მუდმივი სურვილის მდგომარეობაში ჩაგვაგდო. საკუთარმა ცოდნამ ცინიკოსები გაგვხადა და ნიჭიერებამ გაგვაბოროტა. ჩვენ ვფიქრობთ ძალიან ბევრს და ვგრძნობთ ძალიან ცოტას. არადა ტექნოლოგიებზე მეტად ადამიანობა გვჭირდება, სიჭკვიანეზე მეტად კი - კეთილშობილება და შემწყნარებლობა. ამ თვისებების გარეშე ცხოვრება ძალადობრივი გახდება და თავის ნამდვილ არსს დაკარგავს“. ჩარლი ჩაპლინი.


 

პროლეტარიატის ბელადი ვლადიმერ ილიას ძე ლენინი კატასთან და ცოლთან ერთად
„ინტელიგენცია ერის ტვინი კი არა, ერის ნაგავია“. ლენინი


მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მატჩის შესვენების დროს, პელე გიტარაზე უკრავს. 1970 წელი

 

ბრიუს ლი ჩა-ჩა-ჩას ცეკვავს, 1958 წელი
„ბრძენი მეტ ცოდნას იღებს სულელური შეკითხვიდან, ვიდრე სულელი - ბრძნული პასუხიდან“. ბრიუს ლი

მიხეილ ბარიშნიკოვი და უმა თურმანი

 

ამერიკელი მსახიობი, კალიფორნიის 38-ე გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერი 
„საზღვარი არის გონება. სანამ გონებას შეუძლია, შთაგაგონოს, რომ შენ შეგიძლია და მანამ სანამ შენ 100%-ით გჯერა საკუთარი შესაძლებლობების, შენ მართლაც შეძლებ, გააკეთო ის, რაც გინდა“.

 

ამერიკელი მსახიობი ჯონ ტრავოლტა და უელსის პრინცესა დაიანა
1985 წელს თეთრ სახლში გამართულ წვეულებაზე ჯონ ტრავოლტამ პრინცესა საცეკვაოდ გაიწვია. მოგვიანებით, ტრავოლტა იტყვის - დიანა იმდენად ლამაზი, გრაციოზული და გულწრფელი იყო, მის გვერდით თავს მშვენიერ პრინცად ვგრძნობდიო…

 

ამერიკის შეერთებული შტატების 35-ე პრეზიდენტი ჯონ ფიცჯერალდ კენედი

„ყველაზე ცხელი ადგილები ჯოჯოხეთში მათთვისაა განკუთვნილი, ვინც მორალური კრიზისის დროსაც კი ინარჩუნებს ნეიტრალობას“. ჯონ კენედი


 

პაბლო პიკასო აბაზანაში
„ოთხი წელი დამჭირდა იმისთვის, რომ დამეხატა რაფაელივით და მთელი ცხოვრება, რომ მესწავლა ბავშვივით ხატვა“. პაბლო პიკასო


 

ელიზაბეტ ტეილორი ძაღლს აბანავებს
„ქალების უმეტესობას მამაკაცები არამზადებად მიაჩნია, მაგრამ მისი შემცვლელი ჯერ ვერ უპოვია“. ელიზაბეტ ტეილორი


 

საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ალექსეი კოსიგინი კანადაში, ინდიელ ბელადებთან შეხვედრის დროს. 1971 წელი

 

იოსებ სტალინი, 1941 წლის აგვისტო. ომი ეს-ესაა დაიწყო...
„საბჭოთა არმიაში მეტი გამბედაობაა საჭირო უკან დასახევად, ვიდრე შეტევაზე წასასვლელად“. იოსებ სტალინი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?