რატომ არ უნდოდა ეროსი მანჯგალაძეს გივი ბერიკაშვილთან ერთ ოთახში დაძინება?

უცნობი ფოტოები

22 აპრილი 22:00, 2017 წელი

ეკრანისა და სცენის ღიმილი, სიკეთით სავსე ადამიანი, რომლის სიყვარულით სავსე გულში სიძულვილისთვის ადგილი არ რჩებოდა - ასე იხსენებს გივი ბერიკაშვილს ყველა, ვისაც სცენისა და ეკრანის მიღმა, რეალურ ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნახავს.

1933 წლის 12 მაისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში დაიბადა. მძიმე ბავშვობა ჰქონდა. სამი წლის იყო, როცა მამა გარდაეცვალა, მოგვიანებით, დედითაც დაობლდა. მომავალი მსახიობი მამის მამამ - პანწკალა პაპამ გაზარდა.
„მიყვარს სოფელი... იქაურებსაც ვუყვარვარ. ზურა ქაფიანიძემ ჩამოიტანა ჩვენი სოფლიდან აფიშა, რომელზეც დაუწერიათ: „კოლაგის კლუბში ნაჩვენები იქნება ქართული მხ. ფილმი „ლონდრე“. მთავარ როლში ჩვენი სოფლის მკვიდრი -  პანწკალას შვილიშვილი გივია ბერიკაშვილი“, - იხსენებდა მსახიობი.
ბერიკაშვილს მშობლიურ კოლაგთან და პანწკალა პაპასთან ურთიერთობა არც თბილისში ცხოვრების პერიოდში გაუწყვეტია. უქმე დღეებში კოლაგისკენ მიუხაროდა და ეს ჩვევა არც ხანდაზმულობის წლებში მოუშლია.

გივი ბერიკაშვილმა თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1956 წელს დაამთავრა. სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სოხუმის სახელმწიფო თეატრში და მარჯანიშვილის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. სცენაზე რამდენიმე ათეული როლი აქვს შესრულებული და 45 მხატვრულ ფილმში ითამაშა.
სიცოცხლის ბოლო წლებში გივი ბერიკაშვილი კინოზე მეტად, ესტრადაზე  ჩანდა. კახი კავსაძესთან 50-წლიანი ტანდემი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა. მსახიობებმა ნახევარი საუკუნე  იუმორში განვლეს და უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთის.
გივი ბერიკაშვილი 2017 წლის 10 აპრილს პნევმონიით გარდაიცვალა. 15 მაისს სახალხო არტისტი 84 წლის გახდებოდა.

 

მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლში „შავთვალა გოგონა“, 1959 წ.
„მისაღებ გამოცდებზეც ცოტა ვიმღერე, ვიცეკვე, რაღაცები წავიკითხე. როგორც ჩანს, კომისიის წევრებზე ცუდი შთაბეჭდილება არ დავტოვე. კომისიის თავმჯდომარემ ცოტა რთული ეტიუდი მომცა. ვერ შევასრულებ-მეთქი, გულწრფელად ვუთხარი. აქ რომ ვიხოხო, ეს ერთი შარვალი მაქვს და ხვალ გამოცდაზე რაღა ჩავიცვა? აქ, ამ ყველაფრის შესასწავლად მოვედი-მეთქი. აკაკი ხორავამ გულიანად გაიცინა. მართალია ეს ბიჭი, რას ერჩითო და ასე აღმოვჩნდი თეატრალურ უნივერსიტეტში“, - გივი ბერიკაშვილი.

01

 

„მიყვარს ცელიც, ბარიც და თოხიც. იქ ჩემი დარგული ხეხილია, ყვავილებია. ადრე მეტს ვასწრებდი. სკოლაში რომ ვსწავლობდი, კახეთიდან ჩამოდიოდნენ ბიჭები. იცოდნენ, როდის ვამთავრებდი გამოცდებს და მაკითხავდნენ, რომ არდადეგებზე სხვაგან არ წავსულიყავი. ორი-სამი დღე აქ ვატარებდით დროს, ვსეირნობდით. მერე წავიდოდით სოფელში. როგორც კი ნავთლუღს გავცდებოდით - ბიჯო, რა გაძლებინებს ამ დახუთულ ქალაქშიო, მომიბრუნდებოდნენ. ჩავიდოდით და მეც ამოვისუთქავდი. მართლა დავისვენებდი. ახლა თბილისშია ნახევარი საქართველო“, - გივი ბერიკაშვილი.


 

კახი კავსაძე (დონ კიხოტი) და გივი ბერიკაშვილი (სანჩო პანსა) ფილმში „მიჯაჭვული რაინდები“
„მელას თავისი მახრჩობელა უყვარსო, ხომ გაგიგიათ? ვინ არის გივი ბერიკაშვილი? ჩემი მახრჩობელაა!.. ყველაფერში მედავება, ყველაფერს მისწორებს... რომ ვიტყვი რამეზე, ლამაზიაო, ამბობს, მახინჯიაო, ვუმტკიცებ, ესა და ეს კოსტიუმი მე უფრო მიხდება-მეთქი, არა, მე მეტად ვიხდენო... არადა, არაფერი მაქვს საერთო ამ კაცთან!“ - კახი კავსაძე


 

კადრი ფილმიდან „ღვინის ქურდები“ 1975
„ღვინის ქურდების“ გადაღებისას მართლა ვთვრებოდით. პავილიონში მოწყობილი „ქვევრიდან“ შეფერილი წყალი გადავღვარეთ და ღვინო ჩავასხით. ერთი დუბლი, ორი დუბლი და ჩვენ მეტი არ გვინდოდა. დილაადრიან თვალები გვიჟუჟუნებდა. მერე დაეჭვდნენ და იკითხეს, ნახეთ ერთი, რას სვამენო? ელიბოს როლზე თავიდან სხვა იყო დამტკიცებული. მე და კუკური ლაფერაძე ვამბობდით, აბა, ეს როგორი ელიბოა, ამისი არ შეგვეშინდება-თქო. მალე კახი გამოჩხრიკეს. იქვე გამოიცვალა ტანსაცმელი, ულვაში გაიკეთა და ერთი ისეთი დაიღრიალა... როლზე დაამტკიცეს. გადაღებას ერთ დღეში მორჩა. ახლა ამბობს, დონ კიხოტი ვითამაშე და ხალხი მაინც ელიბოს მეძახისო“, - გივი ბერიკაშვილი.


 

გივი ბერიკაშვილი მშობლებთან ერთად
„მამა კარგად არ მახსოვს, ნაადრევად, 27 წლის ასაკში, ჭლექით გარდაიცვალა. დედა სახლიდან რომ გადიოდა, მამას ბამბუკის გრძელ ჯოხს უტოვებდა, ახლოს რომ არ მივკარებოდი. იმ ოთახში შევიხედავდი თუ არა, სადაც მამა იწვა, ჯოხს მომიღერებდა. რაღა დაგიმალოთ და ამის გამო მამა მძულდა. მაშინ პატარა ვიყავი, ბუნებრივია, ვერ ვაცნობიერებდი, ახლოს რატომ არ მიკარებდა“, - გივი ბერიკაშვილი.


 

კადრები ფილმიდან „სიყვარული ყველას უნდა“ 1980 წ. 
„მახსოვს, ცოტა ხნის წინ მისი მეგობრისა და კოლეგის დაკრძალვაზე ვიყავით და ნახეთ, რამდენი ხალხია-თქო, ვუთხარი. სიკვდილი არ მინდა, თორე მე განახებთ, რამდენი ხალხი მოვაო“, - თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე.




რამაზ ჩხიკვაძე, გივი ბერიკაშვილი, ნატალია ჩხიკვაძე, ნატაშა ჩხიკვაძე, კახი კავსაძე, რამაზ (რამაზიკო) ჩხიკვაძე


 

კადრი ფილმიდან „მზე შემოდგომისა“, 1973


 

კადრი ფილმიდან „ლონდრე“, 1966 წელი 
როლებში: გივი ბერიკაშვილი (ლონდრე), რამაზ ჩხიკვაძე (ნოშრევანი, დიამბეგი) „ლონდრეში“ ჩემს სათაყვანებელ ხალხთან მომიწია მუშაობა და თავს როგორ დავიზოგავდი. სიცივეში ტიტლიკანა დავრბოდი და ყოველ საღამოს ფეხიდან ეკლებს ვიცლიდი. კუბოში რომ ჩავწექი, მერე ეროსი ღამე დასაძინებლად ოთახში აღარ მიშვებდა, - კუბოში ნამყოფ კაცთან ღამეს ვერ გავათენებო...“ - გივი ბერიკაშვილი.


 

„ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ 1975 წელი
ვასო გოძიაშვილი, გივი ბერიკაშვილი.
„მარჯანიშვილის თეატრში რომ გადმოვედი, ისეთი არტისტები დამხვდნენ, თითოეულისთვის ცალკე თეატრის გაკეთება რომ ღირდა. სერგო ზაქარიაძე, სესილია თაყაიშვილი, ვერიკო ანჯაფარიძე, ჟორა შავგულიძე, სანდრო ჟორჟოლიანი, აკაკი კვანტალიანი... აბა, ისინი იყვნენ თუ იყვნენ ვარსკვლავები... ასე ვთქვი, ამ მხეცებთან მე რა უნდა გავაკეთო-მეთქი?.. მაგრამ მისვლისთანავე დამიმეგობრდნენ“, - გივი ბერიკაშვილი.




ვერელ მეგობრებთან ერთად
„ერთხელ, სტუდენტობის დროს, ავად გავხდი და ორი დღე ლექციები გავაცდინე. აკაკი ხორავას უკითხავს, ის ბიჭი როგორ არის, მისი ამბავი ვინმემ გაიგეთო? მერე თვითონ მინახულა სახლში. ეს ამბავი ხუთ წუთში მთელმა სატიოს უბანმა გაიგო. ბატონი აკაკი შემოვიდა, ჩემი ოთახი დაათვალიერა და მკითხა, ლექციებზე დაბრუნებას როდის შევძლებდი, თბილად მელაპარაკა. ცოტა ხანს შეყოვნდა, მერე წასასვლელად მოემზადა, აივანზე გამოვიდა და რას ხედავს, ეზოში მეზობლებს დიდი სუფრა გაეშალათ - თუ გვიკადრებთ, ბატონო აკაკიო, შეჰბედეს. იკადრა კი არა, ამ ჩემს მეზობლებთან დაჯდა და არაჩვეულებრივი დრო გაატარა“, - გივი ბერიკაშვილი.




გივი ბერიკაშვილი მეუღლესთან, ლეილა კაპანაძესთან ერთად



 

გივი ბერიკაშვილი კიროვის (ვერის) პარკში მეგობრებთან ერთად
„თეატრის წინ პატარა ჯიხური იდგა. ერთხელ დავინახე, იმ ჯიხურთან გალაკტიონი იდგა და არაყს სვამდა. გამყიდველი ახალგაზრდა კაცი იყო, მსახიობებს ყველაფერს ნისიად გვაძლევდა. ერთ დღესაც მეძახის, - გივიიი, აი, ის წვერიანი კაცი ვინ არის? ყოველდღე მოდის, არაყს სვამს, ფულს არ იხდის და არც არაფერს ამბობსო. შენი ჭირიმე, არაფერი უთხრა, მაგისი ვალიც ჩემს ნისიებს მიუმატე, გალაკტიონია-მეთქი. არ ვიცი, მე ფული გადამიხადოსო. არ იცოდა, ვინ იყო გალაკტიონი. მერე, როგორც ჩანს, იმ ღამით მისი ლექსები წაიკითხა. რამდენიმე დღის შემდეგ ისევ დამიძახა, - ამ დილით გალაკტიონი მოვიდა, ფული „პაჩკით“ მოიტანა, შენი ვალი რამდენი მაქვს, გამოაძვრეო. ზუსტად იმდენი ავიღე, რამდენიც მეკუთვნოდა. მან კი ერთი იმდენი დამიმატა და მითხრა: ჩემნაირი კაცი რომ მოგივა და სასმელს დაგილევს, უკან არ გამოეკიდო, ეს მათ ვალში აიღეო“, - გივი ბერიკაშვილი.



კადრი ფილმიდან „ნატვრის ხე“, 1976


 

„თითქმის ყოველდღე ვნახულობთ ერთმანეთს, თუ ნახვას ვერ შევძლებთ, ტელეფონით მაინც ვეხმიანებით. ხან მე ვაბრაზებ, ხან ის მაბრაზებს, მაგრამ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. ვეუბნები, შენზე ლამაზი და მაღალი ვარ-მეთქი და არ მიჯერებს“, - კახი კავსაძე.




სცენა რუსთაველის თეატრის სპექტაკლიდან „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“.
რეჟისორი იური კაკულია, პიესის ავტორი ოტია იოსელიანი




სცენა მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლიდან „შთამომავლობა“
„შთამომავლობაში“ შემომთავაზეს ბონდო ლანჩავას როლი და დავთანხმდი, მაგრამ მერე მითხრეს, - ამ კახელმა კაცმა მეგრელის როლი როგორ უნდა შეასრულო, გაგიძნელდებაო... მე ვუთხარი, რაღა უნდა გამიძნელდეს, უმაღლესში აქეთ გვერდზე ბორია წიფურია მეჯდა და იქით - ზურიკო გაბისკირია-თქო“, - გივი ბერიკაშვილი.




გივი და ზურა ბერიკაშვილები მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე, 2010 წ.




შვილთაშვილ ელისაბედთან და სიძე ნიკოლოზ ნანიტაშვილთან ერთად


 

„ვიზიარებ საქართველოს მწუხარებას. მეორე გივი აღარ დაიბადება“, - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.



დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?