ბავშვები, რომლებმაც მსოფლიო უნდა მართონ - ვინ არიან სამეფო ოჯახების შთამომავლები?

უცნობი ფოტოები

20 მაისი 22:00, 2017 წელი

სულ ახლახან იაპონიის იმპერატორ აკიჰიტოს ქალიშვილმა, პრინცესა მაკომ გადაწყვიტა, ტიტულზე უარი თქვას, რათა არასამეფო გვარის შეყვარებულს ცოლად გაჰყვეს. ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, ამომავალი მზის ქვეყნის სამეფო ტახტი შეიძლება, 10 წლის პრინც ჰისაჰიტოს დარჩეს. მოდი, ერთად გადავავლოთ თვალი სამეფო ოჯახების შვილებს, რომლებიც სულ მალე თავიანთი ქვეყნის მმართველებად მოგვევლინებიან...


ესპანეთის მეფის ფილიპ VI-სა და დედოფალ ლეტიციას 11 წლის ქალიშვილი, ესპანელი პრინცესა ლეონორა, მცირე ასაკის მიუხედავად, ხუთი სამეფო ტიტულის მატარებელია. მათგან მთავარი ასტურიის პრინცესას ტიტულია.



დიდი ბრიტანეთის პრინცი, 3 წლის გეორგი. მიუხედავად იმისა, რომ პრინცი გეორგი ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრეთა შორის მესამე ადგილზეა (მამის უილიამისა და ბაბუის, პრინცი ჩარლზის შემდეგ), მას ტიტულზე სრული უფლება აქვს და „სამეფო უდიდებულესობად“ იწოდება.



ბელგიის პრინცესა, 15 წლის ელისაბედი. მიუხედავად იმისა, რომ ელისაბედს ორი უმცროსი ძმა ჰყავს, მას შემდეგ, რაც ბელგიაში მემკვიდრეობითობის კანონი შეიცვალა, პრინცესას შანსი აქვს, ბელგიის სამეფო ტახტის პირველი დედოფალი გახდეს.



ნორვეგიის პრინცესა, 13 წლის ინგრიდ ალექსანდრა. კანონმდებლობაში გატარებული რეფორმის წყალობით, პრინცესა ინგრიდ ალექსანდრასაც აქვს შანსი, ნორვეგიის პირველ დედოფლად იქცეს.



მონაკოს პრინცი, 2 წლის ჟაკი. მისი ბრწყინვალება, პრინცი ჟაკ ონორე რენიე მარკიზ დე ბო ქვეყანას თავის ტყუპ დასთან გაბრიელა-ტერეზა-მარიასთან ერთად, 2014 წლის დეკემბერში მოევლინა. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭუნა დაზე რამდენიმე წუთით გვიან გაჩნდა, მონაკოს სამეფო ტახტზე მემკვიდრეობის უფლებით სწორედ ჟაკი ისარგებლებს.



ნიდერლანდების პრინცესა, 13 წლის კატარინა-ამალია ნიდერლანდების მეფის უილიამ-ალექსანდრესა და დედოფალ მაქსიმას სამი ქალიშვილიდან უფროსია და მამის შემდეგ, სახელმწიფოს ოფიციალური მმართველი სწორედ ის გახდება.



დანიის პრინცი, 11 წლის კრისტიანი. როგორც კი კრისტიანს თავზე სამეფო გვირგვინს დაადგამენ, მის სახელს რიგითობის მანიშნებელი რიცხვი XI დაემატება. ტრადიციულად, დანიის სამეფო ოჯახის ყველა ვაჟს კრისტიანი ან ფრედერიკო უნდა ერქვას. სწორედ ამიტომ, მეფის სახელს ყოველთვის რიგითობის მანიშნებელი ემატება.



შვედეთის პრინცესა, 5 წლის ესტელი, დედის კრონპრინცესა ვიქტორიას შემდეგ, შვედეთის სამეფო ტახტის რიგით მეორე მემკვიდრეა (თუ ტახტზე ძმის, პრინცი ოსკარის სასარგებლოდ არ იტყვის უარს). ამის გარდა, ესტელს დიდი ბრიტანეთის მართვის თეორიული შანსი აქვს, რადგან ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრეებს შორის მე-300 ადგილზე იმყოფება.



მაროკოს პრინცი, 14 წლის მულაი ჰასანი. მცირე ასაკი მაროკოს პრინცს ხელს არ უშლის, მონაწილეობა მიიღოს მაღალ დონეზე ჩატარებულ ოფიციალურ ღონისძიებებში და მეფობისთვის მოემზადოს.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?