მსოფლიო პოლიტიკის ლიდერები და მათი ოთხფეხა მეგობრები

უცნობი ფოტოები

17 ივნისი 22:00, 2017 წელი

ეს ოთხფეხა მეგობრები თავიანთ დიდ პატრონებთან კაბინეტში საგანგებო საშვისა და კარზე დაკაკუნების გარეშე შედიან... 


2000 წელს რუსეთის პრეზიდენტმა არმიის გენერლისგან საჩუქრად შავი ლაბრადორის ლეკვი მიიღო და მას შემდეგ, კონი რუსეთის ნომერ პირველ ძაღლად მიიჩნევა. პუტინის პირადი დაცვის პროტესტის მიუხედავად, ძაღლი ხშირად ესწრება პატრონის პრესკონფერენციებსა თუ პოლიტიკურ შეხვედრებს. კონი ვლადიმერ პუტინსა და ანგელა მერკელს შორის 2007 წელს გამართულ შეხვედრასაც ესწრებოდა. ცნობილია, რომ ბავშვობაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, მერკელს ძაღლების პანიკურად ეშინია, ამიტომ აშკარად არ გახარებია, როცა უზარმაზარი ლაბრადორი მასთან მივიდა და დასუნა. პუტინი სიცილს ვერ იკავებდა, როცა გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგის მიმართ კონის დაშინების ტაქტიკას მიხვდა.  



პუტინის ძაღლები: ბულგარული ნაგაზი ბაფი და აკიტო - ინუ იუმე.



პორტუგალიური ჯიშის ძაღლი, სახელად ბო, ობამას ოჯახში 2009 წელს გამოჩნდა. ქალიშვილ მალიას გამო, რომელსაც შინაური ცხოველების ბეწვზე ალერგია აქვს, ობამები დიდხანს არჩევდნენ ჰიპოალერგენული ჯიშის ძაღლს. ბოლოს არჩევანი ბოზე შეაჩერეს. მანამდე პრეზიდენტს სასურველი ძაღლის პოვნის მცდელობა ცხოველთა თავშესაფრებში ჰქონდა, თუმცა სასურველი ჯიში ვერ აღმოაჩინეს. კომპენსაციის სახით, პრეზიდენტმა ჯიშიანი ძაღლი იყიდა და ვაშინგტონის ცხოველთა დაცვის საზოგადოებას საჩუქრად გადასცა.
2013 წელს ობამებმა ოჯახში ბოს უმცროსი და, სანი მიიყვანეს. ახალ ბინადარს დიდი ხანი არ დასჭირვებია, რომ პრესაში ხმაური აეტეხა. ერთ-ერთ ღონისძიებაზე, რომელსაც მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, სანიმ პატარა გოგონასთან თამაში მოინდომა და უნებურად წააქცია. გოგონას არაფერი დაშავებია, თუმცა სანი პირველ პოლიტიკურ სკანდალში გაეხვია.



კონსერვატიული შეხედულებების მქონე სენატორი მაკკეინი ცნობილია, როგორც პირდაპირი და ხისტი პოლიტიკოსი, რომელიც თავის პოზიციას ბოლომდე იცავს, თუმცა თავისი ოთხფეხა მეგობრებისთვის მზრუნველი და ალერსიანი პატრონია. თეთრი ბულდოგის - აპოლონისა და სხვა ძაღლების გარდა, მის სახლში ცხოვრობენ კატები, ჩიტები, თევზები, კუები და ზაზუნების ოჯახიც კი.



ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტის ბილ კლინტონის საყვარელი კატა, სახელად სოქსი, ქვეყნის მეთაურის ამპლუაში.


 



ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი თავის ფუმფულა მეგობრებთან ერთად. პოლიტიკოსი ხშირად თამაშობს თავის ფისოებთან, განსაკუთრებით კი თეთრი „ზაზულია“ უყვარს.



ჯორჯ ბუშ-უმცროსის ერთგული მეგობარი - შავი სკოტჩ-ტერიერი ბარნი. ამბობენ, რომ პატარა ზომისა და საყვარელი გარეგნობის მიუხედავად, ცუგა ძალიან ავი და კბენია გახლდათ.


    


ცოლ-ქმარი რეიგანები კავალერ კინგ ჩარლზ სპანიელის ჯიშის ძაღლთან ერთად. სიმპათიური ცუგა ნენსისთვის რობერტ რეიგანის 1985 წლის საშობაო საჩუქარია. მანამდე თეთრ სახლში ფლანდრიული ბუვიე ლაკის ჯიშის ძაღლი ცხოვრობდა, მაგრამ უზარმაზარი ზომების გამო, პრეზიდენტის კალიფორნიის რანჩოზე გადაიყვანეს.



აშშ პრეზიდენტის ნიქსონის საყვარელი ირლანდიური სეტერი. მის გარდა, პოლიტიკოსს კოკერ-სპანიელი ჩეკერსიც ჰყავდა. ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდში, ნიქსონი ქრთამის აღებაში დაადანაშაულეს. პასუხად განაცხადა, რომ მის ცხოვრებაში ერთადერთი უკანონოდ მიღებული საჩუქარი ჩეკერსი გახლავთ.



ელისაბედ მეორეს ველშ-კორგის ჯიშის ძაღლები ბავშვობიდან უყვარდა. ცხოვრების მანძილზე დედოფალს ამ ჯიშის 30 ძაღლი ჰყავდა. მოკლეფეხება, თამაშის მოყვარული ცუგები დაბადებიდანვე „ინტელიგენტები“ არიან, რაც სამეფო ოჯახის მოთხოვნებს შეესაბამება. მისი უდიდებულესობა შეყვარებულია კორგზე, თუმცა ამ ჯიშის გარდა, კორგისა და ტაქსას ნაჯვარი ძაღლებიც ჰყავს. ამ დროისთვის ელისაბედს ორი კორგი - უილოუ და ჰოლი და ორი დორგი - კენდი და ვულკანი ჰყავს. დედოფლის ძაღლები ფუფუნებაში ცხოვრობენ. მათ თავისუფლად შეუძლიათ ბუკინგემის სასახლეში გადაადგილება. თავის ოთხფეხა მეგობრებს თავად ელისაბედი კვებავს და ლეკვებს ტუალეტით სარგებლობას აჩვევს, რაც, დაგვეთანხმებით, სადედოფლო საქმიანობა სულაც არ არის.


 



საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ჟაკ შირაკის მალტიური ბალონკა სუმო თავისი გაუწონასწორებელი და არაპროგნოზირებადი ხასიათით გამოირჩეოდა და ერთხელ პატრონის დაკბენაც მოახერხა. პრეზიდენტზე მორიგი თავდასხმის შემდეგ სუმო საცხოვრებლად ფერმაში გაამწესეს.


 


 


ვლადიმერ ჟირინოვსკი თავის საყვარელ ოთხფეხა მეგობრებთან ერთად. იხილეთ და დატკბით: ინგლისური ბულდოგი კომოდი და სფინქსის ჯიშის კატა, სახელად მაქსი.



რომის პაპს ბენედიქტ XVI-ს კატები ყოველთვის ძალიან უყვარდა, მაგრამ იმის გამო, რომ ვატიკანში შინაური ცხოველების ყოლა სასტიკად აკრძალულია, იძულებული გახდა, ოთხფეხა მეგობრებზე უარი ეთქვა. გადადგომის შემდეგ პაპი თავის ფუმფულა მეგობრებს დაუბრუნდა და მათთან ერთად დროს შესანიშნავად ატარებს. სხვათა შორის, ცნობილია, რომ საფრანგეთის კარდინალი რიშელიე ყველას შიშის ზარს სცემდა. ყველას, თავისი14 კატის გარდა, რომლებიც სასახლეში კარდინალთან ერთად ცხოვრობდნენ. მრისხანე და სასტიკი კარდინალი თავის ფისოებს ყველაფრის უფლებას აძლევდა.



ბრიტანეთის ლეგენდარულ პრემიერ-მინისტრს უინსტონ ჩერჩილს სახლში პუდელი რუფუსი და რამდენიმე კატა ჰყავდა.


 



ცხოველები ისეთ კაციჭამიასაც კი უყვარდა, როგორიც ადოლფ ჰიტლერი იყო. ის გვერდიდან არ იშორებდა გერმანულ ნაგაზს ბლონდის, რომელიც 1941 წელს აჩუქეს. 1945 წლის დასაწყისში ძაღლი საყვარელ პატრონთან ერთად, ბუნკერში აღმოჩნდა. სანამ ევა ბრაუნთან ერთად თავს მოიკლავდა, ჰიტლერმა საყვარელ ძაღლს ციანიდით სავსე კაფსულა დაალევინა. უსულო ბლონდი ევა ბრაუნისა და ჰიტლერის ცხედრების გვერდით იპოვეს.



ცნობილია, რომ მსოფლიო პროლეტარიატის ბელადს ბავშვები და კატები განსაკუთრებით უყვარდა, ამიტომ უშვილოდ დარჩენილმა მთელი სიყვარული და მზრუნველობა კატების მოვლას შეალია.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?