პოლიტიკოსები და მათი ორეულები

უცნობი ფოტოები

8 ივლისი 22:00, 2017 წელი

ნაპოლეონი, ჰიტლერი, სტალინი, პუტინი, კლინტონი, ობამა - პოლიტიკოსებს ყველა დროში ჰყავდათ თავიანთი ორეულები, რომლებსაც სახიფათო სიტუაციებში იყენებდნენ. ვინ იყვნენ პოლიტიკოსების დუბლიორები და რა ბედი ეწიათ „პოლიტიკაში მოღვაწეობის“ შემდეგ? 

ნაპოლეონ ბონაპარტისთვის ორეულებს საფრანგეთსა და იტალიაში ეძებდნენ. მისი ერთ-ერთი „დუბლიორი“ ვინმე ფრანსუა რობო იყო. მას შემდეგ, რაც იმპერატორი წმინდა ელენეს კუნძულზე გადაასახლეს, რობო თავის სოფელში დაბრუნდა, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ საიდუმლოებით მოცულ ვითარებაში გაუჩინარდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტების შემცვლელების პრაქტიკა შორეულ წარსულშიც არსებობდა. ზოგიერთი ისტორიკოსის მტკიცებით, ჯორჯ ვაშინგტონს პირველი საპრეზიდენტო ვადის პერიოდში ხშირად ცვლიდა „ბავარიელი ილუმინატების“ დამფუძნებელი ადამ ვეისგაუპტი. ამ დაუჯერებელი ვერსიის თანახმად, ვეისგაუპტმა ნამდვილი ვაშინგტონი მოკლა და მისი ადგილი დაიკავა.


ამბობენ, რომ ჰიტლერს ომამდეც და ომის დროსაც რამდენიმე ორეული ჰყავდა. ფიურერმა ერთი 1942 წელს მოკლა, რადგან იეჭვა, რომ ორეული მისი ადგილის რეალურად დაკავებას აპირებდა. მეორე (გუსტავ ვალერი) 1945 წლის აპრილში ჰიტლერის ბრძანებით, საბჭოთა ხელმძღვანელობისთვის კვალის ასარევად, მოწამლეს და თავში გასროლით, მისი თვითმკვლელობის იმიტაცია მოაწყვეს. ჰიტლერის მესამე ორეული, ასევე მოწინააღმდეგეების დასაბნევად, ნაძარცვი ქონების სხვადასხვა ქვეყანაში გადამალვით იყო დაკავებული.  სად იყო ამასობაში ნამდვილი დიქტატორი, არავინ იცის.




სტალინი და მისი ორეული ფელიქს დადაევი
ზუსტად არავინ იცის, რამდენი ორეული ჰყავდა სტალინს, რადგან ეს სახელმწიფო საიდუმლო იყო, თუმცა 2008 წელს დაღესტნის სახალხო არტისტმა, იუმორისტმა ფელიქს დადაევმა განაცხადა, რომ ის ერთ-ერთია სტალინის ოთხი „დუბლიორიდან“. არტისტის თქმით, ოფიციალურ ღონისძიებებს ხშირად ესწრებოდა, რადგან სატყუარად იყენებდნენ იმ ადამიანებისთვის, ვისაც სტალინის მოკვლა სურდათ.




ამბობენ, რომ აშშ პრეზიდენტობის კანდიდატ ჰილარი კლინტონს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას, ყოველი შემთხვევისთვის, ჯანმრთელი ორეული ჰყავდა. სხვათა შორის, კლინტონს ხშირად ადარებენ ბრიტანელ მსახიობ ემა ტომპსონს, რომელიც საზოგადოებრივი აქტიურობით გამოირჩევა.


ბარაკ ობამას ჩინელი ორეული - სიაო ცზიგო.
აღსანიშნავია, რომ 2008 წელს, როცა ობამასთან მსგავსებაზე მიანიშნეს, ცზიგომ ამერიკის პრეზიდენტის შესახებ არაფერი იცოდა, შემდეგ კი ეს მსგავსება მისთვის შემოსავლის წყაროდ იქცა.  



ჰონკონგში გაითამაშეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შეხვედრის სცენა. მსოფლიო ლიდერების ორეულები მხიარულად სეირნობდნენ ჰონკონგის ქუჩებში და გამვლელებთან სელფებს იღებდნენ.




ჩინელი „ვლადიმერ პუტინი“



www.opentown.org-ის ინფორმაციით, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ 2010-2015 წლებში პუტინის 7 ორეული არსებობდა და თითოეულ მათგანს კონკრეტული მისია ჰქონდა.


 

კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...
საკნატუნო ამბები

9 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ კაცი გღალატობთ

კერძო დეტექტივები ამბობენ, რომ ქალის ეჭვიანობის 80%-ის შემთხვევაში კაცის ღალატი დასტურდება.
დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.