მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი განგსტერები

უცნობი ფოტოები

19 აგვისტო 22:00, 2017 წელი

მსოფლიოში ათობით კრიმინალური ავტორიტეტია, რომელიც „მაფიის მეფის“ ტიტულს ატარებს.

1.შაქრო კალაშოვი (რუსეთი)



ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში „შაქრო მოლოდოის“ მეტსახელით არის ცნობილი, არაერთხელ გაასამართლეს, როგორც რუსეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ. გამოძიების ვერსიით, ავტორიტეტული კოლეგის ასლან უსოიანის (დედ ჰასანი) გარდაცვალების შემდეგ, ესპანეთის ციხიდან გამოსული შაქრო რუსეთის დამნაშავეთა სამყაროს ლიდერი გახდა.


2. მატეო მესინა დენარო (იტალია)



დენარო სიცილიურ კოზა ნოსტრაში capo di tutti capi, ანუ ბოსების ბოსის ტიტულს ატარებს. მატეო ლამაზი ქალების, ძვირფასი საათებისა და კომპიუტერული თამაშების მოყვარულია. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა სამუდამო პატიმრობა, capo di tutti capi 1993 წლიდან მოყოლებული, წარმატებით ახერხებს მართლმსაჯულებისგან მიმალვას. „ჩემი დახოცილი ადამიანები ერთ სასაფლაოს გაავსებენ“, - ტრაბახობს დენარო.

3. კენიტი სინოდა (იაპონია)



74 წლის კრიმინალურმა ავტორიტეტმა თავისი კრიმინალური კარიერა 1962 წელს დაიწყო. ამჟამად თავის კლანში გავლენის სფეროების განაწილების გამო დაწყებული ბრძოლაშია ჩაბმული.

4. ისმაელ ზამბადა გარსია (მექსიკა)



ადამიანი, რომელიც პოლიციურ დოსიეებში მეტსახელ ელ მაიოითა მოხსენიებული, უმსხვილეს მექსიკურ ნარკოკარტელს - სინალოას სათავეში მას შემდეგ ჩაუდგა, რაც ჰოაკინ გუსმან ლოერა (ელ ჩაპო) ციხეში მოხვდა. შეიძლება ითქვას, რომ ელ მაიო მისი პირველი მოადგილეა, რომელიც საჭირო მომენტში შეფს ცვლის.

5. დავუდ იბრაგიმი



ინტერპოლი ინდოეთის ყველაზე გავლენიანი კრიმინალური სინდიკატის d-company-ს 60 წლის მეთაურს დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნის, ტერორიზმისა და სხვა უკანონო ქმედებების გამო ეძებს.

6. ჩანგ ან-ლო (ტაივანი)



ტაივანური „ტრიადების“ ლიდერი „თეთრი მგლის“ მეტსახელითაა ცნობილი. დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნის ბრალდებით, 2013 წელს დააპატიმრეს, თუმცა დიდი ოდენობით გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. საკუთარი ბიოგრაფიის ბნელი მხარეები „თეთრ მგელს“ ხელს არ უშლის აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობაში. ის ჩინეთისა და ტაივანის გაერთიანების მომხრეა.

7. იცხაკ აბერჯილი (ისრაელი)



ისრაელის მაფიოზური სტრუქტურის - აბერჯილის მეთაური ქვეყნის ყველაზე საშიშ კრიმინალურ ავტორიტეტად ითვლება. ის სასჯელს იხდის მკვლელობის, ნარკოტიკებით ვაჭრობის, „ფულის გათეთრების“, აზარტული თამაშების ორგანიზებისა და სხვა უკანონო ქმედებებისთვის. აღსანიშნავია, რომ იცხაკ აბერჯილს გისოსებსმიღმა ყოფნა ხელს არ უშლის თავისი დანაშაულებრივი ჯგუფის მართვაში.

8. „კომისია“: სტივენ კრეა, დომენიკო ჩეფალუ, კარმინ პერსიკო, ლიბორიო ბელომო, მაიკლ მანკუზო, ჯონ დიფრონსო (აშშ)



ამერიკული მაფიის მმართველი „კომისიის“ პირველი შეკრება 1931 წელს შედგა, უკანასკნელი კი - 1985 წელს. მიუხედავად იმისა, რომ „კომისიის“ წევრები პირისპირ შეხვედრებს აღარ ახორციელებენ, თავიანთ ქმედებებს ერთმანეთს თანამედროვე მეთოდებით უთანხმებენ. „კომისიის“ შემადგენლობაში ნიუ-იორკის ხუთი მაფიოზური „ოჯახი“ შედის - ბონანო, გამბინო, ჯენოვეზე, კოლომბო, ლუკეზე და დანაშაულებრივი ორგანიზაცია „ჩიკაგო აუტფიტი“.

წყარო
კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?