20 ფოტო, რომელთა ჩვენება საბჭოთა კავშირის დროს აკრძალული იყო

უცნობი ფოტოები

9 სექტემბერი 22:00, 2017 წელი

ამ ფოტოებს ბოლო დრომდე გრიფი „საიდუმლო“ ედო და მათი ნახვა მხოლოდ სამხედრო სპეციალისტებსა და არქივის მუშაკებს შეეძლოთ...

1941 წლის 22 ივნისს, კვირა დილას, კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი დაპირისპირება დაიწყო. საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ერთდროულად შეიჭრა ფაშისტური გერმანიისა და მისი მოკავშირეების 190 დივიზია, 4000 ტანკი, 4500 თვითმფრინავი და 200 გემი. მთლიანად, თავდამსხმელთა საერთო რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.

ომის მიმდინარეობისას აღმოსავლეთის ფრონტზე ბევრი ქვეყნის სამხედრო კორესპონდენტი მუშაობდა, რომლებიც უნიკალური კადრებისთვის მოვლენათა ეპიცენტრში შედიოდნენ და სიცოცხლეს საფრთხეში იგდებდნენ. წლების შემდეგ, საბჭოთა კავშირის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ომის დროს გადაღებული ზოგიერთი ფოტოს ჩვენება აიკრძალა, თუმცა 2015 წელს ფოტოები, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო“ ედო და რომელთა ნახვა მხოლოდ სამხედრო სპეციალისტებსა და არქივის მუშაკებს შეეძლოთ, ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. ზოგჯერ, ამ ფოტოების დათვალიერებისას, გაუგებარია, რატომ მოხდა ამ კადრების გასაიდუმლოება, თუმცა, ფაქტია, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. წარმოგიდგენთ საბჭოთა კავშირის პერიოდში აკრძალულ რამდენიმე კადრს.




1. საბჭოთა პარტიზანი ქალები.



2. ბომბი სტალინგრადის თავზე.



3. გერმანელი სამხედრო ტყვე. 1943 წლის თებერვალი.



4. ამ დანგრეულ სახლში მცხოვრები ბავშვების მშობლები გერმანელებმა ტყვედ აიყვანეს. 1942 წელი.



5. ცხოვრება მტრის გვერდით.



6. კაზაკების მეთაური თვალს ადევნებს ჯარების გადაადგილებას.



7. საბჭოთა ქალი გერმანელ სამხედრო ტყვეებს ემუქრება. 1944 წელი.



8. ვერმახტის ნორჩმა ჯარისკაცმა ცრემლები ვერ შეიკავა, როცა მისი სამშობლო მოკავშირეთა ჯარებმა დაიკავეს.



9. წითელი არმიის მარში ოდესის ქუჩებში. 1944 წლის გაზაფხული.



10. დანგრეული სტალინგრადი. 1942 წელი.



11. ქალი დამწვარ სახლთან. 1942 წელი.



12. გერმანელი ჯარისკაცი საბრძოლო პოზიციაზე. 1944 წლის იანვარი.



13. საბჭოთა ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე მდებარე მდინარეს გადადიან. 1945 წლის იანვარი.



14. ამერიკული არმიის კაპრალი მოტეხილ ხელზე არტახის დადების წესების დემონსტრირებას ახდენს. 1944 წლის 27 მარტი.


 



15. საბჭოთა ჯარისკაცები სტალინგრადის ერთ-ერთი სახლის სახურავზე. 1943 წლის ზამთარი.



16. საკონცენტრაციო ბანაკ „დაჰაუს“ ტყვე გოგონა გათავისუფლების შემდეგ.



17. ვინიცასთან ახლოს, გერმანელი ჯარისკაცი უკრაინელ ებრაელს კლავს.



18. ტყვეები, რომლებსაც მესამე რაიხის ერთ-ერთ საკონცენტრაციო ბანაკში ექსპერიმენტებისთვის იყენებდნენ. 1945 წლის მაისი.



19. ბუხენვალდის ყოფილმა სამხედრო ტყვემ საკონცენტრაციო ბანაკის სადისტი თანამშრომელი ამოიცნო.



20. ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის 14 წლის ტყვე ჩესლავა კვოკა.


წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?