Christian Dior-ის მოდელები საბჭოთა კავშირში და სხვა უნიკალური ფოტოები წარსულიდან

უცნობი ფოტოები

28 ოქტომბერი 22:00, 2017 წელი

ზოგჯერ ფოტოს იმაზე მეტის მოყოლა შეუძლია, ვიდრე ისტორიის სახელმძღვანელოს. განსაკუთრებით, თუ მასზე ცნობილი ადამიანები და მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტებია აღბეჭდილი...


ეიფელის კოშკის სანახევროდ აგებული მეტალის კონსტრუქცია პარიზის ცენტრში. 1888 წელი.



1959 წელს საბჭოთა კავშირში დასავლური მოდის პირველი დეფილე ჩატარდა. საბჭოეთის დედაქალაქში Christian Dior-ის მოდელები ჩავიდნენ. მოსკოვის ქუჩებში დიორის კაბებში გამოწყობილი ფრანგი მოდელების სეირნობა და მათ დანახვაზე საბჭოთა მოქალაქეების რეაქციები ჟურნალ Life-ის ფოტოკორესპონდენტმა ფირზე აღბეჭდა.



1952 წლის დეკემბერში ლონდონში ჰაერის დაბინძურების დონემ საგანგაშო ზღვარს მიაღწია. ანტიციკლონის დროს, რომელმაც ცივი და უქარო ამინდი მოიტანა, მავნე და ტოქსიკური ნივთიერებები ქალაქის თავზე სქელი ღრუბლის სახით დაგროვდა. ლონდონელები იძულებული იყვნენ, ქუჩაში გამოსვლისას ნიღბები გაეკეთებინათ.



შვედი ქალბატონი ბრიჯიტა ლინდმანი მსოფლიოში პირველი სტიუარდესაა, რომელიც 1958 წელს ჟურნალ Life-ის გარეკანზე მოხვდა. 1959 წლის დასაწყისში ავიაკომპანია SAS-მა სტიუარდესების უნიფორმის მოდელი შეცვალა. ახალი უნიფორმის მორგების პატივი სწორედ შვედ სტიუარდესას ერგო.



1947 წელს იარაღის ოსტატ მელვინ ჯონსონის სახლში გამართული წვეულებების დროს სტუმრებს, უმეტესად მოხუც ჯენტლმენებს, სთავაზობდნენ პნევმატური იარაღიდან მიზანში სროლით გოგონებზე დამაგრებული ბუშტები გაეხეთქათ.



კაცობრიობა ყოველთვის ეძებდა გზას უკვდავებისკენ. სწორედ ამ გზის ძიებაში, 1960-იან წლებში შეიქმნა კრიოკონსერვაციის ტექნოლოგია. იმის იმედით, რომ მომავლის ტექნოლოგიების საშუალებით, შესაძლებელი იქნება გარდაცვლილი ადამიანის მკვდრეთით აღდგენა, გარდაცვლილ ადამიანს ყინავენ და სპეციალურ კაფსულებში ინახავენ. პირველი ადამიანი, რომელზეც კრიოკონსერვაცია განახორციელეს, 1967 წლის 12 იანვარს გარდაცვლილი, 73 წლის ჯეიმს ბედფორდი გახდა.



ბირთვული აფეთქების ფონზე მოცეკვავე ქალი. ამერიკა, ნევადა, 1950 წელი.



როტორული კარუსელი, რომელიც წუთში 33 ბრუნის სისწრაფით ტრიალებს და თითქმის 3 G ცენტრიდანულ ძალას ქმნის. ასეთი ზემოქმედების შედეგად, იქმნება მიზიდულობის ძალა, რომელიც ადამიანებს დოლურის კედელზე აკრავს, მეტი ეფექტისთვის კი იატაკი ძირს ეშვება. მართლაც, საოცარი სანახაობაა არა?



პირველი სილამაზის კონკურსი საბჭოთა კავშირში 1988 წელს ჩატარდა.



ლი ჰარი ოსვალდი (ამერიკის პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობაში ერთადერთი, ოფიციალურად ეჭვმიტანილი პირი) მინსკის ერთ-ერთი ქარხნის მუშებთან ერთად.



ზოროს ბაღები - მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ნუდისტური დასახლება კალიფორნიაში. საერთაშორისო გამოფენა სან-დიეგოში 1935 წელი.



კბილის ამოღება საველე პირობებში (1917 წელი)



ამერიკელი განგსტერები მათთან დაპირისპირებული ბანდის მეთაურის სიკვდილს აღნიშნავენ. ნიუ-იორკი 1916 წელი.



ცნობილი ბალეტმაისტერის ჯორჯ ბალანჩინის კატა, სახელად მურკა, ბალეტ „სერენადას“ რეპეტიციაში მონაწილეობს. ბალანჩინისთვის მურკა, უბრალოდ, კატა არ ყოფილა. ის მისი ყველაზე ცნობილი მოსწავლე გახლდათ, რომელსაც ისეთი რთული ილეთების შესრულება ასწავლა, როგორებიცაა entre-chats, pas de chats და grand jete.



სახელგანთქმული „მაქს ფაქატორის“ სილამაზის მიკრომეტრის დანიშნულება კინომსახიობების გარეგნობაში დეფექტების აღმოჩენა გახლდათ. მოწყობილობას ცხვირის ან სახის ნაკვთების პროპორციებში მილიმეტრიანი დეფექტის აღმოჩენაც კი შეეძლო.


ჩიკაგოს მაფიის ბოსი ალ კაპონე ხელმოკლე ადამიანებისთვის უფასო სადილს არიგებს. ჩიკაგო. 1931 წელი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?