როგორი შთამომავლობა ჰყავთ გენიოსებს - მათ შორის, აინშტაინს, ტოლსტოის, ფროიდს?

უცნობი ფოტოები

18 ნოემბერი 22:00, 2017 წელი

ამბობენ, გენიოსების გენეტიკა შვილებსა და შვილიშვილებში ისვენებსო. ზოგჯერ ასეც ხდება, ზოგჯერ კი ნიჭიერებით, ქარიზმატულობითა და გარეგნობით შთამომავლები სახელოვან წინაპრებს არ ჩამოუვარდებიან...


ალბერტ აინშტაინის შვილთაშვილები ტომასი და პოლი
სახელგანთქმული ფიზიკოსის შვილთაშვილმა ტომასმა სამედიცინო სასწავლებელი დაამთავრა, ოთხ უცხო ენას ფლობს და ლოს-ანჯელესის ამბულატორიული ქირურგიის კლინიკის ხელმძღვანელი გახლავთ. აინშტაინის გზას არ გაჰყოლია ფიზიკოსის კიდევ ერთი შვილთაშვილი პოლი. ძირითად საქმიანობად მან, მეცნიერების ნაცვლად, ხელოვნება არჩია და მევიოლინე გახდა. ამჟამად სამხრეთ საფრანგეთში ცხოვრობს.


ელვის პრესლის შვილიშვილი რაილი კიო
როკ-ნ-როლის მეფისა და მისი მეუღლის პრისცილას უფროსმა ქალიშვილმა, დედის მსგავსად, მსახიობის კარიერა აირჩია. პოპულარული გახდა ფილმში „შეშლილი მაქსი“ მონაწილეობის შემდეგ.



ერნესტ ჰემინგუეის შვილთაშვილი დრი ჰემინგუეი
ის მსახიობი და მოდელია, თანამშრომლობს ისეთ სამოდელო სახლებთან, როგორიცაა Gucci, Valentino, H&M და ჟან-პოლ გოტიე. 2016 წლის მარტში ჟურნალმა „პლეიბოიმ“ დრი მარტის თვის გოგონად დაასახელა. დრი ჰემინგუეი მოდური ჟურნალების რედაქტორებმა ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან გოგონად აღიარეს.



ჩარლი ჩაპლინის შვილიშვილი უნა ჩაპლინი
გენიალური კომიკოსის შვილიშვილს სახელი ბებიის პატივსაცემად დაარქვეს. დედამისი ჯელარდინა სახელოვანი მამის კვალს გაჰყვა და მსახიობობის ნიჭი თავის ქალიშვილსაც გადასცა. უნამ დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემია დაამთავრა. პოპულარობა „სამეფო კარის თამაშებში“ რობი სტარკის საცოლის როლით მოიპოვა. ამის გარდა, მსახიობი მონაწილეობს სერიალებში „შავი სარკე“ და „შერლოკი“. უნა ძალიან ამაყობს სახელოვანი ბაბუით, თუმცა უფრო მეტად ბებიის სეხნიობა ეამაყება, რომელმაც ჩაპლინს სამი ვაჟი და ხუთი ქალიშვილი აჩუქა.  



იოსებ სტალინის შვილიშვილი კრის ევანსი
ძნელი დასაჯერებელია, რომ იოსებ სტალინის შვილიშვილს ეს სახელი და ასეთი გარეგნობა აქვს, თუმცა ფაქტი ჯიუტია. სვეტლანა ალილუევას უმცროს ქალიშვილს დაბადებისას ოლგა დაარქვეს, თუმცა ეს სახელი არასოდეს მოსწონდა და მალე შეიცვალა. „დედაჩემი მთელი ცხოვრება ცდილობდა, რომ მისი სახელი მამასთან ასოცირებული არ ყოფილიყო. მისთვის ამაზრზენი იყო ის, რასაც სტალინი აკეთებდა“, - განაცხადა კრის ევანსმა 2011 წელს Daily Mail-თვის მიცემულ ინტერვიუში.


 


ლევ ტოლსტოის შვილიშვილი ვიქტორია ტოლსტოი
ცნობილ ჯაზის მომღერალს შვედეთში მხოლოდ ჯაზის მოყვარულები კი არა, ლევ ტოლსტოის თაყვანისმცემლებიც კარგად იცნობენ. ქალიშვილს სახელოვანი ბაბუის არცერთი ნაწარმოები არ წაუკითხავს და არც რუსულად საუბარი ეხერხება, თუმცა იცის, რომ „ომი და მშვიდობა“ და „ანა კარენინა“ ბაბუამისის დაწერილია.


 


პაბლო პიკასოს შვილიშვილი დიანა პიკასო
ცნობილი ესპანელი მხატვარი ოფიციალურად 2-ჯერ იყო დაქორწინებული და სამი ქალისგან ოთხი შვილი ჰყავს. დიანა პიკასო მხატვრის ქალიშვილის მაიას შვილი გახლავთ. ის ისტორიკოსია და თანამედროვე ხელოვნებას იკვლევს. ამასთანავე, საძიებო კომპანია DWP Editions-ის მფლობელიცაა, რომელიც პაბლო პიკასოს ნამუშევრების შესახებ ინფორმაციას აგროვებს.


 


ზიგმუნდ ფროიდის შვილიშვილი მეთიუ ფროიდი 
ფსიქოანალიზის მამას, ზიგმუნდ ფროიდს ცხოვრებაში უდიდესი ბედნიერება ერგო - დიდი ოჯახის უფროსი გახლდათ. მას და მის ცოლს მარტა ბერნესს 6 შვილი, 4 შვილიშვილი და 4 შვილთაშვილი ჰყავდათ. ერთ-ერთი მათგანი მეთიუ ფროიდი ინგლისის უდიდესი კომპანიის მფლობელი და ქველმოქმედია. მეთიუ ცნობილია, როგორც აფრიკის ღარიბი ქვეყნებისა და ბავშვთა უფლებების დამცველი.  

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?