პირველად ისტორიაში - ამერიკულ სილამაზის კონკურსზე დაუნის სინდრომის მქონე გოგონამ გაიმარჯვა

უცნობი ფოტოები

2 დეკემბერი 22:00, 2017 წელი

22 წლის მაქაელა ჰოლმგრენმა სილამაზის კონკურსების ისტორიაში ახალი ფურცელი გადაშალა - ის მსოფლიოში პირველი დაუნის სინდრომის მქონე ქალია, ვინც სილამაზის კონკურსში მონაწილეობა გაბედა და გაიმარჯვა.

„ვერაფრით ვიჯერებდი და ცრემლებად ვიღვრებოდი. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების კონკურსიდან სილამაზის უდიდეს ფორუმზე მოვხვდი. ეს დაუჯერებელია... თითქმის სიგიჟეა“, - განაცხადა ჟურნალისტებთან მიქაელა ჰოლმგრენმა მას შემდეგ, რაც „მის მინესოტას“ კონკურსზე Spirit of Miss USA პრიზი გადაეცა.

მიქაელა ადრეც მონაწილეობდა სილამაზის კონკურსებში, თუმცა ეს მხოლოდ შშმპ კონკურსი გახლდათ.
2017 წლის აპრილში გოგონამ ერთ-ერთ ასეთ კონკურსზე - Miss Minnesota Amazing გაიმარჯვა.
კონკურსის დასრულებიდან რამდენიმე დღეში მიქაელამ სილამაზის კონკურსიდან „მის მინესოტა“ წერილი მიიღო, რომელშიც კონკურსის ორგანიზატორები მათთან განაცხადის შეტანას სთავაზობდნენ.
„ნებისმიერი, ვინც მას გაიცნობს, მიხვდება, რომ მიქაელა ის ადამიანია, ვისაც შეუძლია შშმ პირთა ინტერესები წარმოადგინოს და ის გოგონაა, ვინც იმსახურებს, რომ სილამაზის კონკურსში გაიმარჯვოს“, - განაცხადა სილამაზის კონკურსის აღმასრულებელმა დირექტორმა დენიზ უოლესმა.

მიქაელამ კონკურსის ჟიური თავისი ბუნებრივი მონაცემებით და მშვენივრად შესრულებული ცეკვებით მოხიბლა. ის აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, ექვსი წლიდან ცეკვის სტუდიაში დადის და უკვე შესანიშნავ შედეგებს მიაღწია.
„ცეკვა ჩემთვის მშვენიერი გამოსავალია და შესაძლებლობა, რომ ადამიანებს ვაჩვენო, რა შემიძლია“, - ამბობს გოგონა.
ბუნებრივია, ჰოლმგრენის სილამაზის კონკურსში მონაწილეობა სახელმწიფოს დამსახურებაც გახლავთ, რომელიც შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციას ცდილობს.
კონკურსზე მიქაელას საგულშემატკივროდ უამრავი დედა დაუნის სინდრომის მქონე შვილთან ერთად მივიდა. ერთ-ერთმა ასეთმა დედამ, ლანა ბიტონმა ჟურნალისტებთან განაცხადა: „სრულიად შოკირებული დავრჩი. ვგრძნობ, რომ უდიდესი ენერგიით, იმედითა და მომავლის რწმენით ავივსე“.

აღსანიშნავია, რომ სილამაზის კონკურსის „მის მინესოტა“ ორგანიზატორები ცდილობენ, კონკურსანტების შემადგენლობა უფრო მრავალფეროვანი გახადონ. 2016 წელს კონკურსში მონაწილეობა მიიღო 19 წლის სომალიური წარმოშობის ამერიკელმა გოგონამ,  ხალიმა ადენმა, რომელმაც პოდიუმზე ჰიჯაბით გაიარა.

წყარო
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...
საკნატუნო ამბები

9 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ კაცი გღალატობთ

კერძო დეტექტივები ამბობენ, რომ ქალის ეჭვიანობის 80%-ის შემთხვევაში კაცის ღალატი დასტურდება.
დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.