ფენომენალური მეხსიერების მქონე 10 ადამიანი

უცნობი ფოტოები

23 დეკემბერი 22:00, 2017 წელი

მათი უნიკალური შესაძლებლობების საიდუმლო ბოლომდე ამოხსნილი არ არის. ამ ადამიანების ცხოვრება ყოველთვის იქნება კვლევისა და საყოველთაო ინტერესის საგანი. ეს მაგალითები ადასტურებს, რომ ადამიანის ტვინს იმაზე გაცილებით მეტი ინფორმაციის დამახსოვრება შეუძლია, ვიდრე გვგონია. 

1. ნაპოლეონ ბონაპარტი



(1769-1821) - საფრანგეთის იმპერატორი, ნიჭიერი მხედართმთავარი და სტრატეგი, რომელმაც სახელი საფრანგეთის რევოლუციის დროს გაითქვა. ნაპოლეონს უჩვეულო მეხსიერება ჰქონდა - შეეძლო დაემახსოვრებინა ათასობით ადამიანი, უამრავი რუკა და ჯარის განლაგება, რაც სწრაფად მოქმედების, წაუგებელი სტრატეგიის შემუშავებისა და მოწინააღმდეგის მოქმედებების წინასწარ ამოცნობის საშუალებას აძლევდა.


2. მერი ელიზაბეტ ბოუერი



(1839-?) - სამოქალაქო ომის გმირი ქალი, რომელიც მოკავშირეთა ჯარებისთვის ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდა. კონფედერაციის პრეზიდენტის ჯეფერსონ დევისის სახლში მოახლედ მომუშავე ბოიზერი ძვირფას ინფორმაციას თვალის ერთი გადავლებით იმახსოვრებდა და მოკავშირეებს გადასცემდა.  


3. იულიუს ცეზარი



(ჩვ.წ.აღ-მდე 44) - უდიდესი რომაელი მხედართმთავარი, რომელიც თავისი არმიის 25 000 ჯარისკაციდან თითოეულს სახეზე ცნობდა და მათი სახელი და გვარი იცოდა.


4. მერილ ჰენერი



(1952) - მსახიობი, პროდიუსერი და ტელეშოუ „ტაქსის“ ავტორი ერთ-ერთია პლანეტაზე მცხოვრებ 12 ადამიანს შორის, რომელთაც უჩვეულოდ დიდი მეხსიერება (ჰიპერტიმეზია) აქვს. ფენომენალური მეხსიერება მერილს საშუალებას აძლევს, ბავშვობაში მომხდარი ნებისმიერი ფაქტი უმცირეს დეტალებამდე გაიხსენოს.

5. ფერდინანდ მარკოსი



(1917-1989) - ფილიპინების პრეზიდენტი 1965-1986 წლებში. მარკოსს ფენომენალური მეხსიერება ჰქონდა, რაც საშუალებას აძლევდა, ფილიპინების კონსტიტუცია და უზარმაზარი ტექსტები ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დაემახსოვრებინა. მარკოსს ერთი წაკითხვის შემდეგ ნებისმიერი ტექსტის ზეპირად მოყოლა შეეძლო.

6. რომის პაპი იოანე პავლე მეორე



(1920-2005) - კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი 1978-2005 წლებში. რომის პაპს უჩვეულო ფოტოგრაფიული მეხსიერება ჰქონდა. ამის წყალობით, იოანე პავლე მეორეს 21 ენასა და 100-ზე მეტ დიალექტზე საუბარი შეეძლო.  

7. კიმ პიკი



(1951-2009) - დასტინ ჰოფმანის გმირის პროტოტიპი ფილმიდან „წვიმის კაცი“ (1988 აშშ). ფენომენალური მეხსიერების მქონე ამერიკელი წაკითხული ინფორმაციის 98%-ს იმახსოვრებდა. ცხოვრების მანძილზე პიკმა, რომელსაც ერთდროულად ორი გვერდის წაკითხვა შეეძლო, 9000 მეტი წიგნის წაკითხვა და დამახსოვრება შეძლო.

8. სერგეი რახმანინოვი



(1873-1943) - ცნობილი რუსი კომპოზიტორი და დირიჟორი, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პიანისტს ფოტოგრაფიული მეხსიერება საშუალებას აძლევდა, ნოტები დაუჯერებელი სისწრაფით დაემახსოვრებინა. რახმანინოვს მარტივად შეეძლო ურთულესი მუსიკალური ნაწარმოებიდან ერთდროულად რამდენიმე მონაკვეთის დამახსოვრება.

9. თეოდორ რუზველტი



(1858-1919) - აშშ-ის 26-ე პრეზიდენტი და 1906 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი. რუზველტი მეხსიერებას ყოველდღიურად ორი-სამი წიგნის წაკითხვით ივარჯიშებდა. მას შეეძლო, ერთდროულად რამდენიმე საქმე ეკეთებინა. მაგალითად, წიგნის კითხვის დროს ორ მდივანთან ერთად ემუშავა.

10. ნიკოლა ტესლა



(1856-1943) - ფიზიკოსი და ინჟინერი, გამომგონებელი ელექტრო და რადიოტექნიკის სფეროში, რომელსაც უჩვეულო ფოტოგრაფიული მეხსიერება ჰქონდა და თითქმის არასოდეს იწერდა საჭირო ინფორმაციას. ამბობენ, რომ თავისი უნიკალური ნიჭის წყალობით 1985 წელს, როცა მისი ლაბორატორია დაიწვა, ტესლამ გამოგონებების უმეტესობის აღდგენა მოახერხა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?