როგორ ემზადებოდნენ ახალი წლის შესახვედრად საბჭოთა კავშირში?

უცნობი ფოტოები

30 დეკემბერი 22:00, 2017 წელი

ახალი წელი საბჭოთა კავშირის დროსაც ერთ-ერთი მთავარი დღესასწაული იყო და, პროდუქტების ტოტალური დეფიციტის პირობებში, ადამიანები მაინც ახერხებდნენ, ეს დღე ლამაზად გაეტარებინათ...

ახალი წლის მოახლოება ემოციებითა და მოლოდინით სავსე პერიოდი იყო. ბავშვები მოუთმენლად ითვლიდნენ დღეებს თოვლის ბაბუას გამოჩენამდე. უფროსები კი ახალი წლის დადგომამდე ორი-სამი კვირით ადრე იწყებდნენ დღესასწაულისთვის მზადებას. ქვეყანაში პროდუქტების ტოტალური დეფიციტი იყო, ამიტომ სურსათი, ახალი ტანსაცმელი და საჩუქრები წინასწარ უნდა მოემარაგებინათ.

მომგებიან მდგომარეობაში იყვნენ ისინი, ვისაც მაღაზიაში ნაცნობი ჰყავდათ - მათ „საბჭოთა შამპანურის“, მწვანე ბარდისა და შებოლილი ძეხვის შოვნა გარანტირებული ჰქონდათ.

საბჭოთა კავშირის დაარსების პირველ წლებში ნაძვის ხე, როგორც ბურჟუაზიული წყობის გადმონაშთი, აკრძალული იყო.
საბჭოთა ხელისუფლებამ ნაძვის ხის რეაბილიტაცია 1935 წელს მოახდინა. 60-იან წლებამდე ყველა ოჯახში ცოცხალი ნაძვის ხე იდგა, ხელოვნური ნაძვის ხეები მხოლოდ მოგვიანებით გამოჩნდა.

საბჭოთა კავშირის დროს, ნაძვის ხის სათამაშოები მრავალფეროვნებით არ გამოირჩეოდა. 40-იან წლებში გავრცელებული იყო დაპრესილი ბამბისა ან მუყაოსგან გაკეთებული სათამაშოები.
მოგვიანებით, მინის სათამაშოებიც გამოჩნდა. ძირითადად, ეს იყო სხვადასხვა ფერისა და ზომის ბურთები ან ცხოველების ფიგურები. ზოგადად, საბჭოთა სათამაშოები უნიკალური მოვლენა იყო - „პატრიოტულ“ ვარსკვლავებში, პატარა თვითმფრინავებსა და რაკეტებში ასახული იყო ქვეყნის ისტორია, მნიშვნელოვანი მოვლენები, ფასეულობები და ცხოვრებისეული გამოცდილება.

1937 წელს ბელადებისა და პოლიტბიუროს წევრების პორტრეტებით „დამშვენებული“ საახალწლო ბურთებიც კი გამოუშვეს.
ფერადი ვაშლები, კიტრები, სოკოები, მსხლები და მარწყვები სოფლის მეურნეობის მნიშვნელობასა და წარმატებებზე მიანიშნებდა.
კოსმოსში მიღწეულმა წარმატებებმა საბჭოთა ბავშვების ნაძვის ხეებზე რაკეტები და კოსმონავტები გააჩინა. ომის დროს და შემდგომ პერიოდში კი ნაძვის ხის ტოტებზე ტანკებმა, თოფებმა და ჯარისკაცებმა დაიდეს ბინა. პოპულარული სათამაშოები იყო ზღაპრებისა და მულტფილმების გმირები.

მაღაზიებში საახალწლო მოსართავების დეფიციტი იყო, ამიტომ თეთრი ქაღალდის ან ხელსახოცებისგან დამზადებულ ფიფქებს სჯერდებოდნენ. ზოგი ფერადი ქაღალდებისა და წებოს დახმარებით ჯაჭვებს აკეთებდა და ოთახში კიდებდა.

იმის გამო, რომ დეფიციტური პროდუქტები ძნელი საშოვნელი იყო, მაღაზიებში გრძელი რიგები იდგა. საახალწლო სუფრისთვის ყველაზე დეფიციტური ქათმის ხორცი, ტრადიციული ოლივიესთვის საჭირო მწვანე ბარდა, მოხარშული და შებოლილი ძეხვი და „საბჭოთა შამპანური“ გახლდათ.
პრაქტიკულად ყველა ოჯახში, საახალწლო სუფრაზე იყო მანდარინი, ლაბა (ე.წ., ხალადეცი), ვინეგრეტი, ჭარხლის სალათა და ა.შ.
სტუმრად ყველაზე ხშირად, საჩუქრად შამპანური, კანფეტები და შოკოლადში ამოვლებული ზეფირი მიჰქონდათ. ხშირად ქალებს სუნამოს, მამაკაცებს კი ოდეკოლონს ჩუქნიდნენ. მისალოცი ბარათები დღესასწაულის განუყრელი ნაწილი გახლდათ. ლამაზი, ფერადი მისალოცები ზღვა ემოციებსა და დაუვიწყარ მოგონებებს ინახავდა.

ქვეყნის ლიდერის ტრადიციულ საახალწლო მილოცვას საფუძველი სწორედ საბჭოთა კავშირში ჩაეყარა. პირველად ეს 1971 წლის 31 დეკემბერს 23:50 წთ-ზე მოხდა. ლეონიდ ბრეჟნევმა, რომელიც ქვეყნის ორ მთავარ არხზე სიტყვით გამოდიოდა, მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა. აღსანიშნავია, რომ 80-იანი წლების ბოლოს უჩვეულო ტრადიცია არსებობდა - ახალი წლის შეხვედრა და აღნიშვნა ამერიკის მოქალაქეებთან ერთად. საბჭოთა მოქალაქეებს ამერიკის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი ულოცავდა, ხოლო ამერიკელებს - მიხეილ გორბაჩოვი. ეს ტრადიცია 1986-დან 1988 წლამდე გაგრძელდა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს საინტერესო აქციას და ახალ პირობებს სთავაზობს

თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს ქსელში წარმოდგენილ ზამთრის საბურავებს, კერხერის ბრენდის სარეცხ დანადგარებს და მტვერსასრუტებს 30%-იანი ფასდაკლებით სთავაზობს.
დღის ჰოროსკოპი

17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

სექსსიმბოლოები სკოლის ასაკში

ვინ იფიქრებდა, რომ ეს „მახინჯი იხვის ჭუჭულები“ ასეთ მომხიბვლელ ქალებად და კაცებად იქცეოდნენ და თავიანთი შარმით მსოფლიოს დატყვევებდნენ!
საკნატუნო ამბები

როგორ გავითეთროთ კბილები მარტივად და ეფექტურად

თუკი თვალისმომჭრელ, ჰოლივუდურ ღიმილზე ოცნებობთ, მაგრამ სტომატოლოგთან ვიზიტის დრო არ გაქვთ, გაცილებით დაბალბიუჯეტიან და ნაცად მეთოდს გაგიმხელთ.  
საკნატუნო ამბები

(+18) აკადემიური სიშიშვლე

ხელოვანი, რომელიც საკუთარ და სხვის გრძნობებს ფოტოებში ასახავს.
დღის ჰოროსკოპი

15 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

თეგეტა 1995 წლიდან ლიდერია ქართულ ბაზარზე - კომპანია 2018 წელს აჯამებს

თეგეტა მოტორსმა 2018 წელი ავტოინდუსტრიის ბაზრის ლიდერის სტატუსით დახურა.
საკნატუნო ამბები

კრიმინალი ვარსკვლავები, რომლებმაც ციხეებში წლები გაატარეს

ვარსკვლავთა შორისაც არიან ნამდვილი კრიმინალები, როლებმაც სასჯელის სერიოზული ვადები მოიხადეს ციხეებში, თუმცა, საბოლოოდ, მაინც შეძლეს, სამუშაოსა და „კანონიერ“ ცხოვრებას დაბრუნებოდნენ.
საკნატუნო ამბები

(+18) სილამაზე ეროტიკულ ფოტოგრაფიებში

ვნებიანი კადრები მსოფლიოს საუკეთესო შავ-თეთრი ფოტოგრაფისგან...
დღის ჰოროსკოპი

14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები  14 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?