ჩვევაში გადაზრდილი ქორწინება - ვინ არიან „სერიული სიძეები და პატარძლები“?

უცნობი ფოტოები

17 თებერვალი 22:00, 2018 წელი

უამრავი შეყვარებული წყვილი ოცნებობს დაქორწინებაზე, ზოგიერთს კი ეს პროცესი იმდენად იტაცებს, რომ შეჩერებას სიცოცხლის ბოლომდე ვერ ახერხებს...

გინესის რეკორდების წიგნში ყველაზე მეტი - 23 ოფიციალური ქორწინება ინდიანელ ლინდა ესექსს ეკუთვნის.



ქალი, რომელიც ამჟამად 70 წლისაა, პირველად 16 წლის ასაკში დაქორწინდა და მას შემდეგ გათხოვება ჩვევად ექცა.
„სერიულმა პატარძალმა“ აღიარა, რომ  გათხოვებაში მხოლოდ „ქორწინების რომანტიკა“ ხიბლავს.
ლინდას ყველაზე ხანგრძლივი ქორწინება 7 წელს გაგრძელდა, ყველაზე ხანმოკლემ კი მხოლოდ 36 საათს გასტანა.
რომანტიკის მოყვარული ქალბატონის 23 ქმარს შორის იყვნენ: ორი უსახლკარო, ორი ჰომოსექსუალი, ერთი კრიმინალი და რამდენიმე სადისტი, თუმცა, ერთ-ერთი - ჯერ გურლი ყველასგან გამორჩეული იყო - ქალი მასზე სამჯერ დაქორწინდა.
ლინდას უკანასკნელი ქორწინება ბაპტისტ მღვდელზე გლინ ვულფზე ფიქციური იყო, მაგრამ სიძე-პატარძლისთვის ეს პრინციპის საქმე გახლდათ. მღვდლისთვის ეს 29-ე ქორწინება იყო, ლინდასთვის კი 23-ე და ქორწინებების რაოდენობით ორივე ქალებსა და მამაკაცებს შორის რეკორდსმენი გახდა.
ბაპტისტი მღვდლის ყველაზე ხანგრძლივი ქორწინება 11 წელს გაგრძელდა, ყველაზე ხანმოკლე კი - მხოლოდ 19 დღეს. ლინდასთან შეუღლებიდან ერთი წლის შემდეგ, 89 წლის ვულფი გარდაიცვალა, ლინდამ კი ცხოვრებაში პირველად  გამოსცადა მარტოობა. მას შემდეგ ის აღარასოდეს გათხოვილა.

მალაიზიელი კამარუდინ მოჰამედი 72 წლის ასაკში ორმოცდამეცამეტედ დაქორწინდა.
ბედის ირონიით, მისი უკანასკნელი ცოლი პირველი ცოლი გახდა, რომელთანაც 50 წლის წინათ მხოლოდ ერთი წელი იცხოვრა. ათობით ქორწინების მიუხედავად, მოჰამედი თავს მექალთანედ არ მიიჩნევს და ამბობს, რომ მთელი ცხოვრება თავის ნამდვილ მეორე ნახევარს ეძებდა. მისი თქმით, შესაძლოა, უფრო ადრე შეჩერებულიყო, რომ არა მისი 52-ე ცოლის სიკვდილი, რომელთანაც 20 წელი გაატარა. ცნობისთვის, მოჰამედის ყველაზე ხანმოკლე ქორწინება მხოლოდ 2 დღეს გაგრძელდა. კამარუდინ მოჰამედი ოფიციალურად დარეგისტრირებული ქორწინებების რეკორდსმენად ითვლება.

გინესის რეკორდების წიგნის „სერიულ მექორწინეებად“ იქცნენ ამერიკელები დევიდ და ლორენ ბლეირები.



მათ ქორწინების 30 წლის მანძილზე, საქორწინო ცერემონია პლანეტის სხვადასხვა ადგილზე 100-ჯერ გაიმეორეს. წყვილს ქორწინების საყვარელი თარიღებიც აქვს: 14 თებერვალი, 29 თებერვალი და 1-ლი იანვარი.

ყველაზე ხანმოკლე, 90-წუთიანი ქორწინება ამერიკაში დაფიქსირდა: 23 წლის სკოტ მაკ-კიმ და 40 წლის ვიქტორია ანდერსონმა ჩხუბი ქორწინების ცერემონიალზე მოასწრეს და იქვე, ადგილიდან გაუსვლელად შეიტანეს განცხადება განქორწინებაზე.

გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით, ყველაზე ხანგრძლივ ქორწინებად ქარამ და ქატარ ჩანდების 87-წლიანი კავშირი მიიჩნევა. წყვილი თავიდან ინდოეთში ცხოვრობდა, შემდეგ კი საცხოვრებლად ინგლისში გადავიდა. რეკორდის დაფიქსირების დროისთვის ქარამი 107 წლის იყო. როცა მას ჰკითხეს, რაში მდგომარეობს ხანგრძლივი და ბედნიერი ქორწინების საიდუმლო, მან უპასუხა: „მე ყოველთვის ვცდილობდი ქატარი გამემხიარულებინა. მიყვარს, როცა მას ანეკდოტებს ვუყვები და მის სახეზე ღიმილს ვხედავ. ჩემთვის მხიარულება ყველაზე დიდი რომანტიკაა“.

ცნობილია, რომ მასობრივი ქორწინებები რელიგიურ სექტებში რეგულარულად ეწყობა. მაგალითად, ერთობის ეკლესიის მიმდევრები 30 წელზე მეტია, ასეთ ღონისძიებებს აწყობენ.



1999 წელს, სეულის ოლიმპიურ სტადიონზე 40 000 წყვილის მასობრივი ქორწინება ჩატარდა.
ორი წლით ადრე კი ვაშინგტონში ერთდროულად, 30 000 წყვილი დაქორწინდა.

ფიქციური ქორწინებების რეკორდული რაოდენობა დააგროვა იტალიელმა ჯოვანი ვილიოტომ (იგივე ფრედ ჯიპი, იგივე ნიკოლაი პერუსკოვი).



ამ ალფონსმა 1949 წლიდან 1981 წლამდე 104-ჯერ დაქორწინება მოასწრო. ყველა შემთხვევაში ახლად შერთული მეუღლე პირწმინდად გაძარცვა და გაქრა. ქორწინებების რეგისტრაციისთვის ვილიოტო სხვადასხვა ადამიანის სახელზე გაცემულ ყალბ დოკუმენტებს იყენებდა, თუმცა ბოლოს მახეში გაება. 1983 წელს თაღლითი დააპატიმრეს და 28 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში ტურიზმის ხელშესაწყობად საინფორმაციო კამპანიას იწყებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და  „ვისოლ ჯგუფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
კულინარია

ქათმის ფრთები ახალი კარტოფილითა და შავი ქლიავის ჩირით - გემრიელი, ნოყიერი და იოლი

ამ კერძს არ სჭირდება რაიმე განსაკუთრებული სახელწოდება, მისი ზომიერად მოტკბო გემოც დიდხანს გაგყვებათ და არაერთხელ მოგინდებათ მისი მომზადება.
საკნატუნო ამბები

სიშიშვლე, რომელიც მგრძნობიარე ფანტაზიებს გაგიღვიძებთ (+18)

ამას ყველაზე ცივსისხლიანი ადამიანიც კი ვერ შეხედავს გულგრილად!  
დღის ჰოროსკოპი

18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 ძალიან მაგარი ფილმი, რომელთა შესახებაც ცოტამ თუ იცის

მერე რა, რომ ამ ფილმებზე კინოთეატრებში ცოტა პოპკორნი იყიდება და არც ამ გმირების გამოსახულებიან მაისურებს ატარებს ვინმე - ეს ვერაფრით აკნინებს მათ მაღალმხატვრულ ღირებულებას... უყურეთ და დარწმუნდით. 
ამბები

„ვისოლ ჯგუფმა“ დასვენებისა და მომსახურების მორიგი კომპლექსი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე გახსნა

„ვისოლ ჯგუფმა“ გორის „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის“ შემდგომ სტრატეგიული, რიგით მეორე მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზეც შექმნა.
დღის ჰოროსკოპი

17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ულვაშიანები უულვაშოდ

აბა, ერთი წუთით წარმოიდგინეთ სტალინი ან ლენინი მათთვის ასე დამახასიათებელი ულვაშების გარეშე... თუმცა იყო დრო, როცა ეს ცნობილი ულვაშიანებიც იპარსავდნენ ულვაშს და სულ სხვანაირად გამოიყურებოდნენ.
საკნატუნო ამბები

(+18) დიზაინერული კერტები - ახალი ტრენდი პლასტიკურ ქირურგიაში

ოცნებობთ, ჩაიცვათ გამჭვირვალე სამოსი ბიუსტჰალტერის გარეშე და თქვენი კერტები საოცრად მიმზიდველად გამოჩნდეს? პლასტიკური ქირურგია ამის შესაძლებლობას ნამდვილად გაძლევთ, თანაც, ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომია: 700 დოლარიდან იწყება. 
დღის ჰოროსკოპი

16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივლისს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?