6 ჩვეულებრივი ფოტო, რომელიც შემზარავ ისტორიას მალავს!

უცნობი ფოტოები

3 მარტი 22:00, 2018 წელი

ალბათ, ყველა ჩვენგანს გამოუცდია, რა არის ცუდი წინათგრძნობა... უცნაური განცდა, როცა ყველაფერი მშვენივრადაა, მაგრამ შინაგანი ხმა გკარნახობს, რომ სადღაც ახლოს უბედურებაა. 

1.




ამ ფოტოზე ჩანს, რომ ორმა ახალგაზრდამ მხიარული წვეულების დროს ფოტოს გადაღება გადაწყვიტა, თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არაა. ახალგაზრდას, რომელსაც ხელში ფორთოხლისფერი ჭიქა უჭირავს, ტაილერ ჰედლი ჰქვია და ის წვეულების მეორე დღეს პოლიციამ დააპატიმრა. რამდენიმე თვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მას საკუთარი მშობლების მხეცურ მკვლელობაში ედებოდა ბრალი. მიზეზი? როგორც გაირკვა, მშობლებმა ტაილერს სწორედ ამ ავადსახსენებელი წვეულების მოწყობის უფლება არ მისცეს. ამ ფოტოს გადაღების მომენტში ტაილერის მშობლები ცოცხლები აღარ არიან.  


2.




ერთი შეხედვით, არც ამ სურათზე ხდება რაიმე განსაკუთრებული. სიმპათიურ გოგონას ხელში ლეკვი ჰყავს და ოთხფეხა მეგობრის შეძენით ბედნიერი ჩანს. სინამდვილეში  ფოტოზე „ხაბაროვსკელი მფატრავის“ სახელით ცნობილი ალინა ორლოვაა აღბეჭდილი. გოგონა, რომელიც მოგვიანებით, ცხოველების წამებისა და მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს. სულ ახლახან რუსული მედია წერდა 17 წლის ხაბაროვსკელი გოგონების შესახებ, რომლებსაც რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოველები მოტყუებით გამოჰყავდათ თავშესაფრებიდან, შემდეგ კი აწამებდნენ და კლავდნენ. ამჟამად, ორივე გოგონა სასჯელს ციხეში იხდის.


3.




ამ ფოტოზე აღბეჭდილია ვიდეოკამერიდან ამოღებული კადრები, რომელზეც მოჩანს, რომ უფროს ძმას უმცროსი  ხელჩაკიდებული მიჰყავს. თითქოს არაფერია ისეთი, რაც დაცვის სამსახურის ან გამვლელების ეჭვს გამოიწვევდა, თუმცა საქმე ის გახლავთ, რომ ბიჭები ძმები არ არიან და მათ შორის უმცროსს მალე სასტიკად ნაწამებსა და მოკლულს იპოვიან. ფოტოზე მოჩანს ორი წლის ჯეიმს ბალჯერა და მისი მომავალი მკვლელი ჯონ ვენებლსი. ჯონმა თავის თანამზრახველთან ერთად შეძლო პატარას გატაცება, სანამ დედამისი რამდენიმე  წამით მიბრუნდა. ბიჭუნა ტყეში წაიყვანეს და სასტიკად მოკლეს, როგორც მოგვიანებით თქვეს, მხოლოდ ინტერესის გამო. ამ დროს ორივე მკვლელი 10 წლის იყო.

4.




ვინც ამ ტრაგიკული ისტორიის შესახებ არაფერი იცის, იფიქრებს, რომ დაღლილ ადამიანებს თავიანთ ლოგინებში მშვიდად სძინავთ. სინამდვილეში, ეს ფოტო პოლიციამ რელიგიური სექტის „ზეციური კარიბჭეს“ წევრების მასობრივი თვითმკვლელობის ადგილზე გადაიღო. სექტის ლიდერმა შეძლო თანამოაზრეების დარწმუნება, რომ მათ კოსმოსური ხომალდი ელოდათ, რომელიც სამოთხის კომეტა ჰეილა-ბოპზე გადაიყვანდათ. ლიდერის თქმით, ხომალდზე მოსახვედრად მხოლოდ საძილე აბების მიღება და არყის დაყოლება იყო საჭირო. პოლიციამ 38 „კოსმონავტის“ ცხედარი ტრაგედიიდან რამდენიმე დღის შემდეგ აღმოაჩინა.


5.



ერთი შეხედვით, უფროსი კლასების ჯგუფური და არაფრით გამორჩეული ფოტოა, მაგრამ, თუ კარგად დააკვირდებით, ზედა, მარცხენა კუთხეში ორ ყმაწვილს შენიშნავთ, რომლებიც პისტოლეტებით პოზირებენ. ეს ახალგაზრდები ერიკ ჰარისი და დილან კლებორდი არიან, რომლებმაც ფოტოს გადაღებიდან რამდენიმე წუთში, ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მასობრივი მკვლელობა მოაწყვეს. ფოტოზე აღბეჭდილი ახალგაზრდების უმეტესობა მათ ტყვიებს ემსხვერპლა.


6.



ამ ფოტოზე ჩვეულებრივი, ცოტათი სიმპათიური გოგონა მოჩანს და ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ქალის ფოტოა.  
რამდენიმე წლის შემდეგ, გოგონა, სახელად ილზა, ბუჰენვალდის საკონცენტრაციო ბანაკის კომენდანტს კარლ კოხის ცოლი გახდება. კიდევ რამდენიმე წლის შემდეგ კი ადამიანების წამებასა და ხოცვაში დაოსტატდება. ქალბატონი კოხი ისტორიაში „ფრაუ აბაჟურის“ სახელით შევიდა, რადგან ყველაზე მეტად საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეების კანიდან სუვენირებისა და აბაჟურების კეთება უყვარდა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?