კახი კავსაძე: მე ბედნიერი კაცი ვიყავი – მქონდა სიყვარული და დიდი პასუხისმგებლობა.

უცნობი ფოტოები

6 ივნისი 10:00, 2015 წელი

საქართველოს სახალხო არტისტი, უსაყვარლესი მსახიობი კახი კავსაძე იუბილარია - გუშინ, 5 ივნისს, მას 80 წელი შეუსრულდა.

კახი კავსაძე 1935 წელს თბილისში დაიბადა.
1959 წელს, თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში დაიწყო. მოგვიანებით, მისი კინოდებიუტიც შედგა.
1981 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.
საქვეყნოდ ცნობილია მისი და მისი მეუღლის, მსახიობ ბელა მირიანაშვილის სიყვარულის ამბავი.
მძიმედ ავადმყოფი ბელა 1992 წლის 27 აგვისტოს, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ კახი კავსაძემ სხვასთან ცხოვრება ვერ შეძლო და ბოლომდე მარტო დარჩა...
დღეს წარმოგიდგენთ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და კომპანია „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტის „ციფრული ფოტომატიანეს“ არქივში დაცულ ფოტოებს.


 


კახი კავსაძე შვილიშვილთან ნატალი-ბელასთან ერთად.
„მეოთხედი საუკუნე გავატარე, როგორც უბედნიერესმა კაცმა, სიყვარულსა და სრულ ჰარმონიაში,“ - კახი კავსაძე.


  


კახი კავსაძე შვილიშვილთან ერთად. გადაღების თარიღი უცნობია. ფოტოს მფლობელი კახი კავსაძე. 


 


კახი კავსაძე:  „არ მიკვირს, თუ ვინმეს წარმატებული და ბედნიერი ვგონივარ. ისეთი პროფესია მაქვს, ვჩანვარ, სხვა არაფერი...“ “ზოგჯერ მეჩვენება, რომ არაფერი გამიკეთებია. ფილმს რომ ვუყურებ, ვამბობ, ეს რა უბედურებაა-მეთქი. კიდევ კარგი, ჩემს თავს სცენაზე ვერ ვუყურებ.“


 


კახი კავსაძე:  „სად არის ბედნიერება? - რთულია, ამაზე გიპასუხოთ. იცით, რას გეტყვით? არ მინახავს ბედნიერი კაცი. მდიდარი რომ ხარ - ბედნიერი ხარ? მეფე რომ ხარ, ბედნიერი ხარ? არ არის ეგრე...“


 


კახი კავსაძე ბავშვობაში. გადაღების თარიღი უცნობია.


 


კახი კავსაძე: „რამდენი ენერგია და ნერვები მიაქვს როლზე მუშაობას! როცა როლს მაძლევენ, პირველი, რაც თავში გამივლის, ეს არის - არა! კითხვა - მოვერევი? - ტვინს მტკენს. ვიდრე როლი ჩემი გახდება, ჯოჯოხეთია, რა!


 


კახი კავსაძე მეგობრებთან ერთად.


 


კახი კავსაძე და ბელა მირიანაშვილი.
„ბელა! – ვეძახი უნებურად, ძველი ჩვეულებისამებრ... არავინ მეხმაურება. ან როგორ მიპასუხებს მარადისობიდან?! 54 წლისა წავიდა ამ ქვეყნიდან. მე 57 წლის ვიყავი. მას შემდეგ ცალხელა დავდივარ, არა - მთლიანი, არამედ ნახევარი.“


 


კახი კავსაძე გურამ ბეგიაშვილის როლში ფილმიდან "დილის ნისლივით".
„კახი აქ შემთხვევით არის მოხვედრილიო, - მითხრა ერთხელ მიხეილ თუმანიშვილმა, - რა უნდა კახის აქ, შეიძლებოდა ყოფილიყო მშვენიერი ექიმი, ინჟინერიო. გავშრი.. ამ დროს ისე მიყვარს თეატრი, გადავარდნილი ვარ შიგ. ბიჭები მიხვდნენ, გული გამისკდებოდა ტკივილით და შემომხედეს. ვუთხარი: ბატონო მიშა, მე შემთხვევით არ ვარ მოხვედრილი. მთელი ჩემი ჯიში და მოდგმა არტისტები იყვნენ, მომღერლები, შემსრულებლები. ისეთ სახლში დავიბადე, სადაც ცხოვრობდნენ ცეცილია წუწუნავა, ალექსანდრე წუწუნავა, ვასაძე, ხორავა... შემთხვევით თქვენ მოხვდით თეატრში - ჯარიდან, მაგრამ ეს იყო ძალიან კარგი შემთხვევითობა-მეთქი. და წავედი.“


 


კახი კავსაძე საგრიმიოროში. 


 


კახი კავსაძე საბავშვო მოედანზე. 


 


კახი კავსაძე:  „რომ არა ბელას სიძლიერე და გაუტეხლობა, არ ვიცი, როგორ ვიცხოვრებდი. მეუბნებიან, თქვენ გქონდათ გამორჩეული სიყვარულიო... ჩვენ არტისტები ვართ და ჩვენი სიყვარული ჩანდა, თორემ საქართველო სიძულვილმა კი არ შემოინახა... არტისტი თუ ცუდს ჩაიდენს, ისიც მაგრად ჩანს. ჩვენი ყველაფერი ჩანს. ჰოდა, ჩვენი სიყვარულიც ჩანდა...“


 


კახი საავადმყოფოში. 


 


კახი კავსაძე და ლეონიდ კურავლიოვი, რუსი მსახიობი.
„როცა საყვარელი ადამიანი მიდის, მოთხოვნილება გიჩნდება, სიზმრად მოგევლინოს. კარგა ხანი რომ გადის, მერე გესიზმრება. ნათლად ვიხილე: თეთრხალათიანები იდგნენ ჩემსა და მას შორის, უფრო – მის მხარეს, და არ გამოუშვეს ჩემთან. რაღაცით ძალიან ბედნიერი იყო, მერე თეთრხალათიანებმა წაიყვანეს... მეორედ ისევ მეზმანა: ვეებერთელა, შავი ტალღები აზვირთულიყო და ამ ტალღებზე გადავიარეთ ჩვენ ორმა.. ამბობენ, დრო მკურნალიაო. არა, ბატონო, ეს როგორ უნდა გადაიტანო, ისევ გტკივა, შეიძლება - უფრო მეტადაც. უბრალოდ, ურიგდები ხვედრს და ეგ არის...“


 


კახი კავსაძე (ქრისტეფორე) სპექტაკლში "მოხუცი ჯამბაზები". 


 


კახი კავსაძე დედასთან, თამარ (კაკალა) ცაგარეიშვილთან ერთად.
„ერთხელ, ორი სეზონი იყო, ირაკლის და ნანუკას ხილი ვერ ვაჭამე. ნანუკა 8 წლის იყო, ირაკლი - 4 წლის. დიდი გაჭირვება იყო. კიდევ კარგი, კინოში მაინც მიღებდნენ... ოჯახში ერთადერთი ბელა იყო ყველაზე მაგარი. სიხარულიც ეგ იყო და იმედის მომცემიც.“


 


კახი კავსაძე: „კაცის სხეულის ნაწილია ქალი, იგი ხდის კაცს მთლიანს – ეს ქალის ფენომენის გაცხადებული საიდუმლოებაა. ზოგჯერ კაცს ხელი ულპება და აუცილებლად უნდა მოიჭრას, ეჩვენება, რომ ის ქალი ზედმეტია და ტოვებს მას... მე ბედნიერი კაცი ვიყავი – მქონდა სიყვარული და დიდი პასუხისმგებლობა.“


 


კახი კავსაძე მეგობრებთან ერთად.
„ყველაზე მეტად მანადგურებდა ის, როცა ძმაკაცს დახმარება სჭირდებოდა და ვერ ვეხმარებოდი. ახლა ყოველთვის მაქვს ფული, რომ შევეწიო ვინმეს. ნეტა ადრეც მქონოდა!“


 


კახი კავსაძე შვილიშვილთან.
„ერთხელ ინსტიტუტი თავის თვითშემოქმედებას თბილისის საოპერო სცენაზე წარადგენდა. ბელასთან ერთად აკრობატულ ნომერს ვასრულებდი. საშინლად ვნერვიულობდი – ერთ–ერთი რთული ილეთის შესრულებისას, მოულოდნელად ხელიდან გამივარდა და ბოლო მომენტში ფეხებით დავიჭირე, თავით რომ არ დაცემულიყო სცენაზე.“


 


კახი კავსაძე ძმასთან, იმერისთან ერთად. ფოტო გადაღებულია თბილისში.



 


კახი კავსაძე გადასაღებ მოედანზე და ჯუმბერ პატიაშვილი - პოლიტიკური მოღვაწე. საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალური კომიტეტის ყოფილი პირველი მდივანი 1985-1989 წლებში. 


 


კახი კავსაძე ბავშვობაში კიკეთში. 


 


კახი კავსაძე: „ჩემ გვერდით დიდებული ქალი იყო – ბელა მირიანაშვილი, ქალი, რომლის გვერდითაც უნდა გეცადა, ღირსეული ყოფილიყავი. არ ვიცი, რამდენად გამომდიოდა ან საერთოდ გამომდიოდა თუ არა. ხშირად მაგრძნობინებდა, თუ როგორ მაფასებს, რამხელა პიროვნებად მივაჩნივარ – რა უფლება მქონდა, მისი აზრი არ გამემართლებინა?! ბელა! – ღმერთო ჩემო, ასე მერამდენედ მემართება. ვეძახი, ვესაუბრები, მოვლენებს მისი საზომით ვზომავ... ეს ძალზე ინტიმურია.“

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?