ულამაზესი მედეა ჯაფარიძე კადრში და კადრს მიღმა

უცნობი ფოტოები

13 ივნისი 10:00, 2015 წელი

დღეს, როცა კაცობრიობის მშვენიერებას ამდენი საშიშროება ემუქრება, ბედნიერებაა, ხედავდე ისეთ ადამიანს, როგორიცაა მედეა ჯაფარიძე, რომლის შემოქმედებითი ნიჭი, სულიერი და ფიზიკური მშვენიერება მაღალი იდეალებისკენ მიიწევს და მისი შემხედვარე თითქოს შენც მაღლდები, – ამბობდა იტალიელი სცენარისტი ტონინო გუერა.

მედეა ჯაფარიძე 1923 წლის 20 მარტს თბილისში დაიბადა. 1942 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი იყოიშვიათი სილამაზისა და  შინაგანი ხიბლის მქონე მსახიობი ბრწყინვალე ოსტატობით ქმნიდა თავის გმირებსნინა (ლერმონტოვისმასკარადი“), ჯულიეტა, ბეატრიჩე, ლედი ანა (შექსპირისრომეო და ჯულიეტა“, „ჭირვეული ცოლის მორჯულება“, „რიჩარდ III“), ჭრიჭინა (. ბარათაშვილისმარინე“)... 1950 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. დაქორწინებული იყო რეჟისორ რეზო თაბუკაშვილზე.
გარდაიცვალა 1994 წელს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. 
წარმოგიდგენთ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და კომპანიაჯეოსელისერთობლივი პროექტისციფრული ფოტომატიანესარქივში დაცულ ფოტოებს.


 


მედეა ჯაფარიძეთეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 
იგი სიკეთის განსახიერებაა, მასთან მყოფს გჯერა, რომ ამქვეყნად ბოროტება არ არსებობს, – თეატრმცოდნე ლილი იოსელიანი.
ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია. დამანა მდივნიშვილის კოლექციიდან.


 


 


მედეა ჯაფარიძე და მისი მეუღლედრამატურგი, მთარგმნელი, რეჟისორი, საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი რეზო თაბუკაშვილი.
ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია. დამანა მდივნიშვილის კოლექციიდან. 
ჩემო მედიკო, ამ დიდ წიგნში ყველაფერი შენ გეკუთვნის, ყოველი სტრიქონი შენითაა ნაკარნახევი, მაგრამ არ ვიცი, შენსავით მშვენიერია თუ არა. ყოველ შემთხვევაში, ძალიან ვცდილობდი, დამემსგავსებინა შენთვის “, – რეზო თაბუკაშვილი.


 


ქართველი კინომსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი ლიანა ასათიანი (1925-2014) და მედეა ჯაფარიძე. გადაღების ადგილი და დრო უცნობია. დამანა მდივნიშვილის კოლექციიდან.


 


უიშვიათესი ფოტო. 
კატო ნუცუბიძე-კოსტავა. მის უკან დგანან შვილებიმსახიობი გრიგოლ (გრიშა) კოსტავა და ვანო კოსტავა (მარჯვნივ)
სხედან რძლები: მედეა ჯაფარიძე (იმჟამად გრიშა კოსტავას მეუღლე) და ოლღა დემურია-კოსტავა. 
ბებოს კალთაში პატარა მერაბ კოსტავა.


 


მედეა ჯაფარიძე. 
ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია. ფოტოს მფლობელია დამანა მდივნიშვილი. 
მედეა მაგონებს გაზაფხულის ყვავილს, რომელიც ნაზ სურნელებას გამოსცემს და გათბობს“, – ვერიკო ანჯაფარიძე.



 


მედეა ჯაფარიძე. 
ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია. დამანა მდივნიშვილის კოლექციიდან. 
ლაშაზე რვა თვის ორსულმა მედეამ სპექტაკლჭრიჭინაშიითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ მედეასჭრიჭინაუდიდესი წარმატებით სარგებლობდა, ამ პიესის მიხედვით გადაღებულ ფილმში ეს როლი სხვა მსახიობს მიანდეს.


 


მედეა ჯაფარიძე. 
რეზო 1947 წელს გავიცანი. მზეჭაბუკივით ვაჟკაცი იყო და გასაოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ვხვდებოდი, რომ ჩვენი ურთიერთობა დიდი გრძნობის წინაშე დამაყენებდა და ინსტინქტურად ვუფრთხოდი მას“, – მედეა ჯაფარიძე.
ფოტოს მფლობელია ლაშა მებონია.


 


მედეა ჯაფარიძე. 
ფოტოს მფლობელი ლაშა მებონია. 
რეჟისორს უყვარს ის მსახიობი, რომელსაც აქვს საკუთარი ინიციატივა. ასეთი მსახიობი იღებს რეჟისორისგან მარცვალს და ზრდის თავისებურ სახეს. ასე შექმნა მედეამ ქეთოქეთო და კოტეში“. მიხარია, რომ მის ბიოგრაფიაში თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ჯულიეტას, რომელიც ერთობლივად შევქმენით“, – რეჟი ვახტანგ ტაბლიაშვილი.




მედეა ჯაფარიძე. 
1956
წელი. ფოტოს მფლობელია ლაშა მებონია. 
დღეს, როცა კაცობრიობის მშვენიერებას ამდენი საშიშროება ემუქრება, ბედნიერებაა, ხედავდე ისეთ ადამიანს, როგორიცაა მედეა ჯაფარიძე, რომლის შემოქმედებითი ნიჭი, სულიერი და ფიზიკური მშვენიერება მაღალი იდეალებისკენ მიიწევს და მისი შემხედვარე თითქოს შენც მაღლდები“, – იტალიელი სცენარისტი ტონინო გუერა.


 


მარიკა ლორთქიფანიძეისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრკორესპონდენტი, პროფესორი. და მედეა ჯაფარიძე
გადაღებულია ლიკანში. ფოტოს მფლობელია მაია ავალიშვილი


 


რეზო თაბუკაშვილი და მედეა ჯაფარიძე. 
ფოტოს მფლობელია გიული დარახველიძე.
თუ დამიჯერებ, მე დღეს შენი ნაოჭები უფრო მიყვარს, ვიდრე შენი სახე 20 წლის წინათ“,  – ეს სიტყვები ფილმშიმზე შემოდგომისამწერალმა და დრამატურგმა რეზო თაბუკაშვილმა თავისი სცენარის მთავარ გმირს, მხატვარ ვახტანგს ათქმევინა, რომლის პროტოტიპი თავად იყო, ამ სიტყვების ადრესატი კი მედეა ჯაფარიძე გახლდათ.


 


რეზო ფრუიძესაბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე და მედეა ჯაფარიძე. 
ფოტო გადაღებულია მოსკოვში, ფოტოს მფლობელია ირაკლი ფრუიძე


 


მედეა ჯაფარიძე სტუმრად გიგა ჯაფარიძის ოჯახში. 
1970
წლის აგვისტო. ფოტოს მფლობელია ალექსანდრე (შურა) ჯაფარიძე.


 


დავით ჯაფარიძე სტუმრად თბილისში. ჯგუფური ფოტო. ლილი იოსელიანიქართველი რეჟისორი, დავით ჯაფარიძეპრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორი, რეზო თაბუკაშვილი და მედეა ჯაფარიძე. 
ფოტოს მფლობელია ლილი იოსელიანი


 


მედეა ჯაფარიძე რუს მსახიობ ვლადიმერ ულიანოვთან საუბრის დროს
გადაღების ადგილი და თარიღი უცნობია. ფოტოს მფლობელია ხაჩატურ ვართანიანცი.


 


საპატიო თბილისელები. მარიკა ლორთქიფანიძეისტორიკოსი, ბორის პაიჭაძეფეხბურთელი, მელორ სტურუაჟურნალისტი, ვიქტორ გოცირიძემეტრომშენებელი, ალექსანდრე დათაშვილიზეინკალი და მედეა ჯაფარიძე. გადაღებულია თბილისში. ფოტოს მფლობელია მაია ავალიშვილი.


 


ჯაბა იოსელიანი რეზო თაბუკაშვილთან და მედეა ჯაფარიძესთან ერთად გაგრაში.
ფოტოს მფლობელია ლილი იოსელიანი.
ერთხელ მოსკოვში, რესტორანში მეგობრებთან ერთად ვზივარ. დარბაზი ხალხითაა სავსე. უცებ დუმდება მუსიკა და ხალხი შემოსასვლელისკენ იმზირება. შევტრიალდი იქით, საითაც ყველას მზერა იყო მიმართული... დარბაზში იდგა ულამაზესი წყვილი, რომელიც თავისუფალ ადგილს თვალებით ეძებდა. მათთან მივიდნენ და მოწიწებით გზა გაუკვალეს კუთხეში მდგარ ორადგილიან მაგიდასთან. სანამ არ დასხდნენ, მუსიკა არ აჟღერებუ, წყვილს ვერავინ მოსწყვიტა თვალი. ესენი ჩემი რეზო და მედიკო იყვნენ...“ – ჯაბა იოსელიანი.




ვერიკო ანჯაფარიძისადმი მიძღვნილ საღამოზე. ნათელა ურუშაძეთეატრმცოდნე, მიხეილ ჭიაურელირეჟისორი, ვერიკო ანჯაფარიძე, სოფიკო ჭიაურელი, მსახიობი. დოდო ჭიჭინაძემსახიობი. 
1958
წელი. ფოტოს მფლობელია მანანა გეგეჭკორი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?