გადაღებულია ფილმებში ფანჯარა - (1965 წელი), მე ვხედავ მზეს (1965 წელი), ლონდრე (1966 წელი), მოლოდინი (1969 წელი), სინათლე ჩვენს ფანჯრებში (1969 წელი), ღიმილის ბიჭები (1969 წელი), აკაციის ყვავილობა (1974 წელი) და ა.შ.
სწორედ, „ღიმილის ბიჭების“ გადასაღებ მოედანზე გაიცნო ლეილა ყიფიანმა ცხოვრების მეგზური. ნუგზარ ბაგრატიონი ცნობილი პოეტის პეტრე გრუზინსკის ვაჟი გახლდათ. პროფესიით მსახიობისთვის „ჭკუისკოლოფა“ ყველაზე პოპულარულ როლად იქცა.
წყვილი 1971 წელს დაქორწინდა. ჯვარი სვეტიცხოვლის ტაძარში დაიწერეს.
ნუგზარ ბაგრატიონსა და ლეილა ყიფიანს ორი შვილი ჰყავთ - ბატონიშვილები ანა და მაია და ოთხი შვილიშვილი. მათ შორის ერთ-ერთი, ბატონიშვილი გიორგი საქართველოს მომავალ მეფედ მოიაზრება.
ლეილა ყიფიანი. მსახიობი.
ლეილა ყიფიანი და მისი მეუღლე, სამეფო სახლის მეთაური ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი. „არ ვიცი, ლეილა რითი მოვხიბლე. კლასიკოსების ლექსებს ვუკითხავდი ხოლმე. უამრავი ვინმე ეარშიყებოდა. მაშინ პირველ კურსზე ვიყავი და ბევრი ჩემზე წარმოსადეგი ყმაწვილი ეტრფოდა, მათ შორის – ფილმის მონაწილეებიც.“
ლეილა ყიფიანი.
მსახიობი ვასო ჩხაიძე და ლეილა ყიფიანი. კადრი ტელეფილმიდან „მყუდრო სავანე“.
გელა ჭიჭინაძე (სოსოია) და ლეილა ყიფიანი (ხატია) - კადრები ფილმიდან „მე ვხედავ მზეს“.
გელა ჭიჭინაძე (სოსოია), ლეილა ყიფიანი (ხატია) და ზურაბ ლაფერაძე (ბეჟანა) - კადრი ფილმიდან. „მე ვხედავ მზეს“.
ლეილა ყიფიანი. კადრი ფილმიდან „ლონდრე“.
ლეილა ყიფიანი ფილმში „ღიმილის ბიჭები“. კადი ფილმიდან.
ლეილა ყიფიანი შვილთან ერთად.
ლეილა ყიფიანი-ბაგრატიონი თანამეცხედრე ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკისთან ერთად:
„ფილარმონიის წინ რომ 51–ე სკოლაა, იქ ვსწავლობდი. ლეილა გვერდით სახლში ცხოვრობდა და რუსულ სკოლაში სწავლობდა. ბირჟაზე რომ ვიდექით და ლეილა ჩამოივლიდა, ყველა მას უყურებდა. მაშინ თავში არც მომსვლია რამე სხვა აზრი. "ღიმილის ბიჭების" დროსაც მეგობრული ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან. მერე კი 3 წელი გაგრძელდა ჩვენი მიჯნურობა.“
სამეფო სახლის მეთაური, ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი, მისი მეუღლე – თავადიშვილი ლეილა ყიფიანი და მათი განუყრელი მეგობარი, სამეფო სახლის კანცლერი კახა ქორიძე.
ნუგზარ ბაგრატიონი და ლეილა ყიფიანი. „მცხეთაში უზარმაზარი ძაღლი გვყავდა, რომელიც მხოლოდ მე და მამაჩემს გვიკარებდა, დანარჩენებს უღრენდა. მამა ყველას აფრთხილებდა, ახლოს ნუ მიხვალთო. სუფრასთან ვსხედვართ, უცებ მამამ გაიხედა და ხედავს, ლეილა ძაღლს ეთამაშება. დაუძახა, ლეილა, შვილო, არ გაინძრეო და წამოდგა. ბიძია პეტრე, არაფერს მერჩის, ნახეთ, როგორ ვთამაშობთო, გამოსძახა ლეილამ. მაშინ თქვა მამაჩემმა, არა, ეს ნამდვილად ჩემი რძალი უნდა იყოს, ძაღლმაც კი მომავალი პატრონივით მიიღოო.“
ლეილა ყიფიანი და მისი ქალიშვილი, ბატონიშვილი მაია.
მაია ბაგრატიონი.
ლეილა ყიფიანის ქალიშვილი ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი და დავით ბაგრატიონ მუხრანელი.
უფლისწული გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი. „სულ მეგონა, რომ რომელიმე შვილიშვილ გოგონას გამოჰყვებოდა ჩემი თვალები, მაგრამ არც ერთს არ გამოჰყვა. სამაგიეროდ, გიორგის აქვს ცისფერი თვალები,” - ლეილა ყიფიანი.