მიხეილ მესხი - „ფეხბურთის აკადემიკოსი“, რომელშიც არგენტინელები 50 მილიონ პესოს იხდიდნენ

უცნობი ფოტოები

4 ივლისი 10:00, 2015 წელი

ქართველი ფეხბურთელი, სპორტის დამსახურებული ოსტატი მიხეილ მიხეილ მესხი 1937 წლის 12 იანვარს, თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის №35 საფეხბურთო სკოლა. თბილისის „დინამოს“ რიგებში პირველი შეხვედრა 17 წლის ასაკში ჩაატარა და ამ კლუბის ღირსებას 15 წელი იცავდა.

 

356 ჩატარებული მატჩიდან 76-ჯერ აიღო მეტოქის კარი.
თამაშობდა, როგორც თავდამსხმელის, ასევე ნახევარმცველის პოზიციაზე.
იყო საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შეადგენლობაში.
არის 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და 1960 წლის ევროპის ერთა თასის გათამაშების მონაწილე.
1998 წელს მესხი საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ და საქართველოს მე-20 საუკუნის „საოცნებო გუნდის“ წევრად დაასახელეს.
აქტიური ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ, 1969-91 წლებში, მიხეილ მესხი მუშაობდა სპეციალიზირებული საბავშვო საფეხბურთო სკოლა „ავაზას“ მწვრთნელად და დირექტორად.
ლეგენდარული ფეხბურთელი 1991 წლის 22 აპრილს, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მესხის ფენომენზე საუბრისას ხშირად იხსენებენ 1961 წლის 18 ნოემბერს, ბუენოს-აირესში გამართულ მატჩს არგენტინისა და საბჭოთა კავშირის ნაკრებს შორის.
ეს თამაში 2:1 საბჭოთა გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
მიუხედავად იმისა, რომ ორივე ბურთი ვიქტორ პონედელნიკმა გაიტანა, მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ქართველი თავდამსხმელები მიხეილ მესხი და სლავა მეტრეველი მოექცნენ - პირველი გოლი მესხის გადაცემით გავიდა, ხოლო მეორე საგოლე გადაცემის ავტორი მეტრეველი იყო.
„პირველი ევროპული გუნდი, რომელთანაც არგენტინის საფეხბურთო ნაკრებმა საკუთარ მოედანზე წააგო, საბჭოთა კავშირის ნაკრებია და მის შემადგენლობაში მესხი და მეტრეველი ბრწყინავდნენ“; 
„მესხი სიმეონესთვის კოშმარად იქცა. საოცრად სწრაფია, ეშმაკურ დრიბლინგს ფლობს და ძალიან სახიფათოა“; „მესხი ყველაზე მეტად იყო დამნაშავე ორ გოლში, რომელმაც რუსებს მოაგებინა - ასე ეხმაურებოდა მსოფლიო მედია საბჭოთა გუნდის გამარჯვებას.
მატჩის შემდეგ წამყვანი არგენტინული კლუბების მეპატრონეებმა განაცხადეს, რომ საბჭოელების მარცხენა გარემარბში 50 მილიონ პესოს გადაიხდიდნენ.
ცნობილმა ქართველმა მწვრთნელმა ანდრო ჟორდანიამ მიხეილ მესხს ფეხბურთის აკადემიკოსი უწოდა.


მიხეილ მესხი ახალგაზრდობაში.
„არგენტინას მესხისნაირი სწრაფი და ტექნიკური მოთამაშე არასოდეს უნახავს,“  -  ცნობილი
არგენტინელი ფეხბურთელი ალფრედო დი სტეფანო.



მიხეილ მესხი ექიმის შემოწმებას გადის.
„მესხის ფინტები ტორეადორის ნატიფ ხელოვნებას გვაგონებს,
 -გურამ ფანჯიკიძე.



მიხეილ მესხის ცნობილი ფინტი.  
60-იან წლებში თბილისს ბრაზილიის „ბაია“ ესტუმრა. მესხმა ისე დაახვია თავბრუ ბრაზილიური კლუბის მოთამაშეებს, რომ
შეხვედრაში პაუზის დროს მესხს ერთ-ერთი ბრაზილიელი მიეჭრა, ხელში აიტაცა და აკოცა.


მიხეილ მესხი მეგობრებთან ერთად.
„მიუხედავად იმისა, რომ მესხთან კონფრონტაციაში ვიყავი, მასზე უკეთესი ფეხბურთელი არსად მეგულება,
 - გიორგი სიჭინავა.



სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, მიხეილ მესხი.
„მესხი უდიდესი ფეხბურთელი გახლდათ. 
დინამოს სტადიონზე გულშემატკივარი ერთი ტრიბუნიდან საპირისპირო მხარეს გადადიოდა მეორე ტაიმისთვის, რადგან ხალხს უნდოდა, რომ ორივე ტაიმი ახლოდან ეყურებინა მარცხენა ფლანგზე მოთამაშე მესხისთვის. გულშემატკივრები ლამის ერთმანეთზე ისხდნენ იმ ტრიბუნის მხარეს, სადაც მესხი სასწაულებს აკეთებდა,“ - ვლადიმერ ბარქაია.



მიხეილ მესხი უმცროსი - ქართველი ფეხბურთელი, ლეგენდარული მიხეილ მესხის შვილი და მსახიობ მიშა მესხის მამა  
და გრიგოლ ცაავა - თბილისის „დინამოს" ნახევარმცველი და თავდამსხმელი 1979-1990 წლებში. 


 
მიხეილ მესხის ცნობილი ფინტი.
„პირველად ვნახე ფეხბურთელი, რომელიც პასს საკუთარ თავს უკეთებდა,
 - თქვა მიხეილ მესხზე
არგენტინის ნაკრების მარჯვენა მცველმა სიმეონემ სსრკ-ს ნაკრებთან თამაშის შემდეგ.


მიხეილ მესხის შეტევა.
„მესხი და მეტრეველი საბჭოური ფეხბურთის ფრთებს წარმოადგენენ,
 - ელენიო ერერა.



მიხეილ მესხის ფეხბურთიდან გაცილება.


მიხეილ მესხი და ქართველი ფეხბურთელი, შემდგომში ფეხბურთის მწვრთნელი სლავა მეტრეველი.



მიხეილ მესხი და ამანუელ (მანე) ფრანსისკო დოს სანტოსი - ცნობილი, როგორც გარინჩა, ბრაზილიელი ფეხბურთელი, ყველა დროის საუკეთესო მარჯვენა გარემარბი ფეხბურთის ისტორიაში.
„საბჭოთა კავშირის გუნდი ბრაზილიაში ეთამაშა იქაურ ნაკრებს. შეხვედრას სენატორი რობერტ კენედიც დასწრებია. მატჩის შემდეგ მოუნახულებია საბჭოთა კავშირის ნაკრები. ყველაზე მეტად მესხის თამაში მოსწონებია და უკითხავს მისთვის, საიდან ხარო. ჯორჯიას ხსენებაზე კენედი თურმე კიდევ უფრო დაინტერესდა - ეს ფეხბურთელი ამერიკის შტატიდან არისო? მესხს კენედისთვის აუხსნია, რომ ჯორჯია საბჭოთა კავშირის რესპუბლიკაა და ქართველები რუსები არ არიან. მოკლედ, კენედისთვის გეოგრაფიის გაკვეთილი ჩაუტარებია.“



მიხეილ მესხი და ნიაზ ძიაპშიფა - თბილისის 
დინამოს მცველი, სპორტის დამსახურებული ოსტატი,
1977-1978 წლებში გუნდის უფროსი. აფხაზი თავადების შთამომავალი.


მიხეილ მესხი, ზაურ კალოევი - 
დინამოს ფეხბურთელი, ოქროს ბიჭების თაობის წარმომადგენელი
და სერგო კოტრიკაძე - ქართველი ფეხბურთელი, მეკარე.


სლავა მეტრეველი - ქართველი ფეხბურთელი და შემდგომში მწვრთნელი,
ვლადიმერ ბარქაია - ქ
ართველი ფეხბურთელი, ოქროს ბიჭების“ და მიხეილ მესხი. 



პირველი საერთაშორისო ტურნირი მიხეილ მესხის პრიზზე. 1989 წლის 3 დეკემბერი. თენგიზ გაჩეჩილაძე - ქართველი ჟურნალისტი, გაზეთ 
ლელოს მთავარი რედაქტორი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი; მიხეილ მესხი, კახი კავსაძე ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი.



ჯგუფური ფოტო: ფეხბურთელები ავთანდილ ღოღობერიძე (ბასა), ნიაზ ძიაპშიპა, ავთანდილ ჭკუასელი, მიხეილ მესხი.



ქართველი ფეხბურთელები
შოთა იამანიძე, მიხეილ მესხი, ანდრო ჟორდანია, ვლადიმერ ბარქაია, ჯემალ ზეინკლიშვილი.



1963 წელი. მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, გურამ პეტრიაშვილი, მურთაზ ხურცილავა, ავთანდილ ხელაძე.


„დინამოს
 ფეხბურთელები ბირმაში.
ჯგუფური ფოტო: მიხეილ მესხი, ზაურ კალოევი, ნიაზ ძიაპშიპა, ბორის ხასაია, კარლო გაგნიძე, ვლადიმერ მარღანია.



„ოქროს ბიჭების
 ტრიუმფი. 1964 წელს თბილისის დინამომ სსრკ-ს ჩემპიონობა მოიპოვა.
ზედა რიგში მიხეილ მესხი.



დინამო თბილისი და ბრაზილიის 
ატლეტიკო პორტუგეზა. 1956 წელი.



ილია დათუნაშვილი: „საუბედუროდ, მიშას იმ დროს მოუწია თამაში, როდესაც რუსულმა შოვინიზმმა ზენიტს მიაღწია. როცა დასჭირდებოდათ, წერდნენ - 
რუსი ფეხბურთელი მესხიო, ხოლო როცა მსოფლიო ფეხბურთელებში საუკეთესოდ დაასახელეს და ლონდონში მიიწვიეს, მესხი ინგლისში არ გაუშვეს“.
თბილისის "დინამოს" ვეტერანები:
პირველ რიგში მარცხნიდან: ილია დათუნაშვილი, მესამე - ალექსანდრე ილიადი, მეექვსე - ლეო ჟორდანია. მეშვიდე - გურამ პეტრიაშვილი.
მეორე რიგში: გრიგოლ გაგუა, მიხეილ მესხი, მეხუთე - დოდიკ ხუნდაძე, მეშვიდე - გოჩა გავაშელი, მეცხრე - ზორბეგ ებრალიძე, მეათე - ვახტანგ ჭელიძე. მეთერთმეტე - თამაზ ურუშაძე, მეთორმეტე - სლავა მეტრეველი. 



ცნობილი ქართველი ფეხბურთელები ბორის პაიჭაძე, მიხეილ მესხი, გრიგოლ გაგუა.
„სიამოვნებით ვითამაშებდი თავდასხმის ხუთეულში გაიოზ ჯეჯელავასთან, სლავა მეტრეველთან,
ავთანდილ ღოღობერიძესთან და მიხეილ მესხთან ერთად,
 - ბორის პაიჭაძე.



მიხეილ მესხი. გადაღების ადგილი უცნობია.
„მესხი ისე რომ თამაშობდეს, როგორც სხვები, მაშინ იგი მესხი არ იქნებოდა,
  - ლევ ფილატოვი.





შესვენებისას. ახლო ხედიდან სურათზე დაფიქსირებულია მეკარე ავთანდილ მარღანია.
ზურგიდან ჩანს მიხეილ მესხი. მის გვერდით თენგიზ მელაშვილი, მარჯვნივ ავთანდილ ჭკუასელი.



მიხეილ მესხი და ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი ჯალმა სანტოსი.



სსრკ-ს ნაკრები 1960 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩის წინ, მარსელის აეროპორტში.
პირველ რიგში: მარცხნიდან მეორე - ზაურ კალოევი, მარცხნიდან ბოლო გავრილ კაჩალინი.
თვითმფრინავის ტრაპის დასაწყისში, შავ კოსტუმში - გივი ჩოხელი. მის გვერდით მიხეილ მესხი.
თვითმფრინავის შესასვლელთან - სლავა მეტრეველი.



მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი ვლადიმერ ბარქაია.
„ძალზე ვწუხვარ, რომ არ მომიწია მესხის გვერდით თამაშმა,
 - ედუარდ სტრელცოვი, რუსი ფეხბურთელი,
1955-68 წლებში საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების წევრი.



გაიოზ ჯეჯელავა, ბორის ხასაია, ავთანდილ ღოღობერიძე, მიხეილ მესხი. თბილისის „დინამოს“ ტურნე ავსტრიაში.
 


მიხეილ მესხის ძეგლი მესხის სახელობის სტადიონის ეზოში.
ქანდაკება ბრინჯაოშია ჩამოსხმული და გრანიტის კვარცხლბეკზე დგას.
ნამუშევრის სიმაღლე 4 მეტრია.


 
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?