„გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე და მე აღვსდგები კვლავ მკვდრეთით...“ - ნოდარ დუმბაძე

უცნობი ფოტოები

11 ივლისი 10:00, 2015 წელი

ადამიანს, რომელიც ადრეულ ასაკში გადაიტანა გაჭირვება, მამის დაპატიმრება, დედის გადასახლება, შემდეგ კი შვილის სიკვდილი, სიცოცხლის ბოლომდე არ დაუკარგავს იუმორის გრძნობა, თუმცა დაკვირვებული თვალი გურული ენაკვიმატობის მიღმა დიდ ადამიანურ სევდას შეამჩნევდა.


ნოდარ დუმბაძე 1928 წლის 14 ივლისს, თბილისში დაიბადა. მამა ვლადიმერ დუმბაძე სკკპ მაიაკოვსკის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი იყო, დედა ანა ბახტაძე - დიასახლისი. ბევრი სხვა ოჯახის მსგავსად, 1937 წლის რეპრესიებს ვერც ნოდარ დუმბაძის ოჯახი გადაურჩა - მამა დააპატიმრეს, ხოლო დედა გადაასახლეს.
ამ დროს პატარა ნოდარი თბილისის მე-15 საშუალო სკოლაში სწავლობდა, მაგრამ მალე საცხოვრებლად ბებიასთან და ბაბუასთან, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში მოუწია გადასვლა.
ხიდისთავის საშუალოს სკოლის დამთავრების შემდეგ, 1945 წელს ნოდარ დუმბაძემ სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე გააგრძელა.
სწორედ ამ პერიოდში, თსუ-ის სტუდენტურ ალმანახში ნოდარ დუმბაძის პირველი ლექსები დაიბეჭდა.
1950 წლიდან კი მისი ნაწარმოებები ქართულ პრესაში სისტემატურად ქვეყნდებოდა.
მწერალს არნახული პოპულარობა მოუტანა 1960 წელს გამოსულმა რომანმა  მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”. იმავე წელს გამოვიდა მეორე რომანი „მე ვხედავ მზეს“. მოგვიანებით - „მზიანი ღამე“, „ნუ გეშინია დედა“.  
დუმბაძის ნაწარმოებების გმირები ოლღა ბებია, ილიკო, ილარიონი,  ხატია და მრავალი სხვა რეალური ადამიანები იყვნენ, რომლებიც მწერალმა თავის შემოქმედებაში უკვდავყო.
დუმბაძის ჰუმანიზმი, სიკეთე და ხალასი იუმორი ადვილად გასაგები აღმოჩნდა მსოფლიოს ბევრი ეროვნების ადამიანისთვის. ერთ უკრაინელ გლეხს ნოდარ დუმბაძისთვის მიუწერია - თქვენმა წიგნებმა ჩემს 
ხატაში სითბო და მხიარულება შემოიტანაო.
ყველასთვის საყვარელ მწერალს 1975 წელს რუსთაველის, ხოლო 1980 წელს ლენინური პრემია მიენიჭა. ნოდარ დუმბაძე 1984 წელს გარდაიცვალა. თავდაპირველად დაკრძალეს მისი იდეით აშენებულ საბავშვო ქალაქ „მზიურში“. 2009 წელს კი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს. მისი ნაწარმოებები ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკაში გამოიცა და მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტზე ითარგმნა. მისი მოთხრობები და რომანები იდგმებოდა და იდგმება დიდი და სახელოვანი თეატრების სცენაზე.
უდიდესი პოპულარობა მოიხვეჭა დუმბაძის რომანების მიხედვით გადაღებულმა ფილმებმა 
 მე, ბებია, ილიკო და ილარიონი მე ვხედავ მზეს ნუ გეშინია, დედა!  თეთრი ბაირაღები კუკარაჩა მარადისობის კანონი და სხვ.


 


ნოდარ დუმბაძე მეუღლესთან ერთად.
„სიყვარული თავად არს ღმერთი და თუ სიყვარული შენთან არს, შენთან არს ღმერთი“, - ნოდარ დუმბაძე.


 



„პატიოსნება გრიპი არ არის, რომ ორ ან სამ თვეში გაგიაროს, პატიოსნება უკურნებელი და გადამდები სენივით უნდა გვჭირდეს და მასთან ერთად ჩავიდეთ სამარეში“, - ნოდარ დუმბაძე.


 


ნოდარ დუმბაძე ქალიშვილთან ერთად თბილისის ზოოპარკში.


 


ნოდარ დუმბაძე.
„ნოდარ დუმბაძე ადამიანთა იმ იშვიათ მოდგმას ეკუთვნის, რომელთა სულშიც პირადი ტკივილი სხვებისთვის შვების მოტანის ცხოველმყოფელ წყურვილს აღვიძებს“, - გურამ ასათიანი.


 


„ჩემი სიცოცხლე სიყვარულით გარდაცვლილ ადამიანთა სულით საზრდოობს... უკვე რამდენი ხანია, დედამიწაზე სიძულვილით მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე სიყვარულით, დედამიწაზე დაიშრიტა წყარო ჩემი მაცოცხლებელი სიყვარულისა, დადგა ჟამი ჩემი გარდაცვალებისა. გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე როგორმე, თუ შეგიძლიათ და მე აღვსდგები კვლავ მკვდრეთით...“ - ნოდარ დუმბაძე/


 


ნოდარ დუმბაძე გემზე. 1979 წელი.


 


ნოდარ დუმბაძე და იოსებ ნონეშვილი, პოეტი.
„ადამიანის სული გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე…“ - ნაწყვეტი რომანიდან „მარადისობის კანონი“.


 


ნოდარ დუმბაძე შვილიშვილთან, ნოდარ თოფურიძესთან, შვილთან მანანა დუმბაძესთან და კალათბურთელ ვაჟა ჟღენტთან ერთად.
„მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო - ცაში წავიდე,“ - ნოდარ დუმბაძე.


 


ნოდარ დუმბაძე, მწერალი თამაზ ჭილაძე, კრიტიკოსი ნოდარ ჩხეიძე და პოეტი არჩილ სულაკაური.


 


ნოდარ დუმბაძე მეუღლესთან, ნანული დუმბაძესთან და ქალიშვილთან, ქეთევან დუმბაძესთან ერთად გულრიფშში. 


 


ლიტვის სახალხო მწერალი მიკოლას სლუცკისი; პოეტი პუბლიცისტი და პოლიტიკური მოღვაწე რასულ გამზათოვი; პოეტი ირაკლი აბაშიძე, მწერალი ნოდარ დუმბაძე.
 


 


ნოდარ დუმბაძე და ელგუჯა ამაშუკელი - ქართველი მოქანდაკე, საქართველოს დამსახურებული მხატვარი.
„არ უნდა წახდე, რაც არ უნდა შეგემთხვეს, კაცობა არ უნდა დაკარგო, იმიტომ რომ ბოლო ერთია. კაცი საფლავზე დადებული ქვით კი არ ფასობს, აქ დატოვებული სახელითა და სულით,“ - ნოდარ დუმბაძე.


 


 


ნოდარ დუმბაძე და მსახიობი ლია ელიავა.


 


ნოდარ დუმბაძე და ედუარდ შევარდნაძე - პოლიტიკოსი, საქართველოს სსრ-ის ცკ კომპარტიის პირველი მდივანი (1972-1985), საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი (1985-1990), საქართველოს პრეზიდენტი (1995-2003).
თვითმფრინავის გატაცების ცნობილი მოვლენების დროს ნოდარ დუმბაძე ერთ-ერთი იყო ქართველ ინტელექტუალთა შორის, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებას დამნაშავეთა შეწყალებას სთხოვდა.


 


ევგენი ევტუშენკო - რუსი საბჭოთა პოეტი, პროზაიკოსი, რეჟისორი, სცენარისტი, პუბლიცისტი, მსახიობი და ნოდარ დუმბაძე.


 


ნოდარ დუმბაძე, პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი, პოეტი ტარიელ ჭანტურია.


 


ილია ჭავჭავაძის მემორიალთან ნოდარ დუმბაძე, ნიკო კეცხოველი - მწერალი, აკაკი გეწაძე - მწერალი, დრამატურგი და არჩილ სულაკაური - პოეტი და პროზაიკოსი.
„ქვეყნის სიყვარულს საყველპუროდ და საარშიყოდ ნუ გაიხდით. სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ. სამშობლო ტაძარია სალოცავი. მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან, ცალი ხელით პირჯვარს იწერდე და მეორეთი კი ხმალს იქნევდე. და კიდევ ერთი - შესაწირავის მიტანა ვერავინ უნდა მიგასწროს ამ ტაძართან,“ -  ნოდარ დუმბაძე.


 


 


ნოდარ დუმბაძე ოჯახთან ერთად.


 


 


„ადამიანი ყველაფერს შეიძლება შეეგუოს – უხარისხო ფეხსაცმელს, ტანსაცმელს, პურს, უფრო მეტიც, ადამიანმა შეიძლება გაუძლოს შიმშილს, სიშიშვლეს, სიცივეს, სიღატაკეს, მაგრამ სულიერ სიღატაკეს ვერასდროს შეეგუება,“ - ნოდარ დუმბაძე.


 


ნოდარ დუმბაძე მეგობრებთან. 


 


 „კაცი რომ სხვის სალოცავს დაანგრევს, თავისი სალოცავი იმაზე მაღალი, იმაზე მედგარი და იმაზე ლამაზი უნდა ააგოს,“ - ნოდარ დუმბაძე.


 


„უამრავი ნაკლის მიუხედავად, ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს, მთელს სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს,“ - ნოდარ დუმბაძე.


 


ნოდარ დუმბაძე კუკარაჩას  ფორმაში. მილიციის ფორმა ბატონ ნოდარს ამ მოთხრობის დაწერის შემდეგ აჩუქეს.
„სატირა ცხელი წყალია, იუმორი - თბილი შხაპი, მე თბილი წყალი მირჩევნია. ადამიანი კი არ უნდა დაწვა, ჭუჭყი უნდა ჩამობანო,“ - ნოდარ დუმბაძე.


 


ნოდარ დუმბაძე ქალიშვილებთან მანანა და ქეთინო დუმბაძეებთან და სიძე გოგიტა მაჭარაშვილთან ერთად.
 


 


ნოდარ დუმბაძე შვილიშვილებთან ლევან მაჭარაშვილთან და ნოდარ თოფურიძესთან ერთად.  
„ადამიანი ტაძრის კედელზე მოხატული ფრესკა არ არის, რომ ერთ განზომილებაში უყურო ან მოშალო... მას ირგვლივ უნდა შემოუარო და იმ მხრიდან უმზირო, საიდანაც ლამაზია,“ - ნოდარ დუმბაძე.


 


ნოდარ დუმბაძე, პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი, მსახიობი ზურაბ ქაფიანიძე.


 


 


ნოდარ დუმბაძე და რუსი პოეტი ბელა ახმადულინა.


 


ნოდარ დუმბაძე, პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი და მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი გურამ საღარაძე.


 


ნოდარ დუმბაძე და პოეტი მურმან ლებანიძე.


 


ნოდარ დუმბაძე, პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი და მისი ქალიშვილი, მუსიკოსი თაკო ჩარკვიანი.
„ერთხელ ჯანსუღ ჩარკვიანი ნოდარ დუმბაძეს ახირებია, არ შეიძლება ყველა გურული ენაკვიმატი იყოს, ეს შენ აგდის იუმორი ხელზე და გურულებს აბრალებო. მალე ნოდარ დუმბაძეს ჯანსუღ ჩარკვიანი გურიაში მიუპატიჟებია და პოეტის მანქანით გზას გადგომიან. გზაში გურული გლეხი დამგზავრებიათ. ჯანსუღ ჩარკვიანი გამოლაპარაკებია გლეხს. პოეტი ვარო უთქვამს და თავისი ახალი ლექსების ბროშურა უჩუქებია. გლეხს ფასისთვის დაუხედავს, სადაც 15 კაპიკი ეწერა და პოეტისთვის უკითხავს - ცარიელი რვეული 20 კაპიკი ღირს ბიძია და რას წერ ამფერს, შენი წიგნის ფასი 5 კაპიკით ნაკლები რომააო?“


 


ნოდარ დუმბაძე, მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი, მეცნიერი, აღმოსავლეთმცოდნე რეზო გაჩეჩილაძე, მსახიობი ედიშერ მაღალაშვილი და მათი მეგობრები ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავთან.


 


ნოდარ დუმბაძე, მსახიობი ლალი ბადურაშვილი და ისტორიკოსი როინ მეტრეველი - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 



ნოდარ დუმბაძის უკანასკნელი ფოტო.
მწერლის ქალიშვილი ქეთევან დუმბაძე თავის ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს, რომ გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე ნოდარ დუმბაძემ პატრიარქს საავადმყოფოში აღსარება  ჩააბარა. მომაკვდავი კაცი პალატაში ილია მეორეს ფეხზე ამდგარი შეგებებია. უწმიდესს უთქვამს, ნოდარ დაბრძანდიო და პატრიარქს დამჯდარი ვერ შევხდებიო, მიუღია პასუხად.


 


ნოდარ დუმბაძის გამოსვენება საქართველოს მწერალთა კავშირის შენობიდან.
„რა კარგი იქნებოდა, ცა რომ სარკე იყოს. ვნახავდი ქვეყნებს, ამოვირჩევდი ყველაზე კარგ ქვეყანას, ყველაზე კარგ ხალხს და წავიდოდი, ვიმოგზაურებდი, ვნახავდი, სად არის ომი, სად სიმშვიდეა; სადაც სიმშვიდეა, ალბათ, ყველას იქ მოუნდებოდა წასვლა, ცა რომ სარკე იყოს... თუმცა, ცა რომ სარკე იყოს, ჩვენ ყველანი დავინახავდით ერთმანეთს, ვნახავდით, რომ არა ვართ ისე ცუდები, ჩვენ რომ გვგონია, არაფერი გვაქვს საჩხუბარი და ომები აღარ იქნებოდა... ცა რომ სარკე იყოს, დავინახავდით, ვის უჭირს ამ ქვეყანაზე, ვის ულხინს, მერე დალხინებულები წავიდოდნენ გაჭირვებულებთან და მიეხმარებოდნენ... რა კარგი იქნებოდა ცა რომ სარკე იყოს...“ - ნოდარ დუმბაძე.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?