ლია ელიავა - ევროპის სახედ აღიარებული ქართული კინოს მშვენება

უცნობი ფოტოები

18 ივლისი 10:00, 2015 წელი

საქართველოს დამსახურებულ არტისტს ლია ელიავას 28 მაისს 81 წელი შეუსრულდებოდა. მსახიობი 1934 წლის 28 მაისს, თბილისში დაიბადა.

სკოლის დამთავრების შემდეგ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა. მოგვიანებით კი, სწავლა მოსკოვის ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში განაგრძო. მსახიობის მამა, პროფესიით ეკონომისტი შალვა ელიავა ბერლინის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ჯერ გერმანიაში და შემდეგ იტალიაში მუშაობდა. საქართველოში დაბრუნებულმა ეკატერინე კერესელიძეზე იქორწინა.
1934 წელს შალვა ელიავა ფინანსთა სახალხო კომისრად დანიშნეს.
თითქოს, თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მთავრობის სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით, შალვა ელიავას ლავრენტი ბერიასთან უთანხმოება მოუვიდა. შალვა ელიავა1937 წელს დახვრიტეს, მისი მეუღლე კი დააპატიმრეს და გადასახლება მიუსაჯეს.
ამ დროს მომავალი მსახიობი სამი წლის იყო.
მშობლების გარეშე დარჩენილი გოგონას აღზრდა დედის მშობლებმა ითავეს. დედის დედა მარიამ ლორთქიფანიძე ქუთაისის ქალაქის თავის შვილი იყო. ბაბუა - გიორგი კერესელიძე კი მეფის არმიის პოლკოვნიკი.
გიორგი კერესელიძეს ხუთი შვილიდან ერთ-ერთი ვაჟი 1924 წელს დაუხვრიტეს. შემდეგ ოჯახს ბინა წაართვეს და სარდაფში შეასახლეს. დახვრეტილი ძმის დარდს მალე მისი ერთ-ერთი და გადაჰყვა.
„მამა ნაკლებად მახსოვს. მხოლოდ საწოლთან თავდახრილი კაცის სახე ჩამრჩა მეხსიერებაში. მონატრებულ დედას კარადაში შემორჩენილი მისი ორი კაბის სურნელით ვიხსენებდი და გულში ვმალავდი ბავშვურ ტკივილს, რომელიც ყოველდღე მახსენებდა თავს. სკოლიდან შინ მიმავალს სოლოლაკში ჩვენი ყოფილი სახლი უნდა გამევლო, იქით გახედვას სასტიკად მიკრძალავდნენ. თვალს მალულად ვაპარებდი მესამე სართულისკენ. ფანჯარაში, ფარდის მიღმა, ჩანდა ჩვენი ავეჯის ნაწილი, ლამაზი „ბუფეტის“ კუთხე. იქ ყველაფერი ისევე იყო, ოღონდ, ჩვენ მაგივრად, სხვები ცხოვრობდნენ,“ - ასე იხსენებდა თავის ტკივილიან ბავშვობას ლია ელიავა.
წლების შემდეგ რეჟისორმა თენგიზ აბულაძემ ელიავას შესთავაზა ქეთი ბარათელის როლი ფილმში „მონანიება“.  ეს როლი ზედმიწევნით ასახავდა მსახიობის მძიმე ბავშვობასა და ცხოვრებას, მაგრამ მოგვიანებით ამ როლზე ზეინაბ ბოცვაძე დაამტკიცეს.  
გადასახლებიდან ცხრა წლის შემდეგ დაბრუნებული დედისთვის ლია ელიავას დეიდა დაუძახია, რასაც სიცოცხლის ბოლომდე განიცდიდა.
მოსკოვში სწავლის პერიოდში ლია ელიავა წარმოსადეგი გარეგნობის ქართველ ჟურნალისტზე დაქორწინდა, თუმცა ეს ქორწინება ხანმოკლე გამოდგა. ამ პერიოდში ჩავიდა მოსკოვში ფილმ „ბაში-აჩუკის“ გადამღები ჯგუფი და რეჟისორმა ლეო ესაკიამ ლია ტყუპი დების - პირიმზესა და პირიმთვარისას როლზე დაამტკიცა.
„ბაში-აჩუკის“ გადასაღებ მოედანზე გაიცნო ლიამ მომავალი მეუღლე ოთარ კობერიძე.
ლია ელიავამ 30-ზე მეტ ფილმში ითამაშა და მაყურებელს თავი სილამაზითა და ნიჭიერებით დაამახსოვრა.
მსახიობი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერი გახლდათ და ჯერ სამოქალაქო ომი, შემდეგ კი პრეზიდენტის სამშობლოდან განდევნა იმდენად მტკივნეულად განიცადა, რომ ჯანმრთელობა სერიოზულად შეერყა და ინფარქტი მიიღო.
თითქოს მკურნალობამ შედეგი გამოიღო და მსახიობი უკეთ იყო, მაგრამ 1998 წლის 8 ოქტომბერს მოულოდნელად, ძილში გარდაიცვალა.
ლია ელიავას უკანასკნელი ფილმი იყო გიული ჭოხონელიძის „ანთიმოზ ივერიელი“, რომელშიც მონაზვნის როლი შეასრულა. ფილმი კინოეკრანებზე მსახიობის გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა.




ლია ელიავა. მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1934-1998).
„3 წლის ვიყავი, დედა რომ გადასახლებიდან დაბრუნდა. მეუბნებოდნენ, დედაშენი ლამაზი, ელეგანტური, სიცოცხლით სავსე ქალიაო და მოუთმენლად ველოდი მასთან შეხვედრას. თან მეშინოდა, არ ვიცოდი, რა მეთქვა - ჩემს ცხოვრებაში შემოდიოდა ყველაზე ახლობელი და ამავე დროს უცხო ქალი, რომელსაც ჩემი ყოფა უნდა შეეცვალა. ვაგონიდან ორი ქალი გადმოვიდა, დაბამბული ქურთუკები ეცვათ. ორივეს სახე შეშუპებული ჰქონდა. გავშეშდი. დედაჩემი ხომ ასეთი არ იყო. პირველად მას დეიდა კატიუშა დავუძახე. ახლაც მახსოვს მისი ელდანაცემი სახე. დღემდე ვერ მიპატიებია ეს ჩემი თავისთვის. დიდი ხანი დამჭირდა, რომ დედას შევჩვეოდი,“ - ლია ელიავა.


 



„ლიას პირველად ბევრი წლის წინ შევხვდი. იმ დროს „ვგიკ“-ში ვსწავლობდი და მოსკოვიდან თბილისში მატარებლით დავდიოდი. შევედი კუპეში და დამხვდა ნამდვილი საცრება - სულ ახალგაზრდა ქალი, თითქმის გოგონა, რომელიც თითქოს შიგნიდან ანათებდა. პირველივე წუთიდან უცნაური განცდა დამეუფლა: ის არ იყო იმ კუპედან, იმ მატარებლიდან, იმ ცხოვრებიდან...“ ლანა ღოღობერიძე.


 



დედის მხრიდან, ლია ელიავას ძარღვებში ცოტაოდენი ინგლისური სისხლიც ჩქეფდა. შეიძლება ამიტომ, მისი სილამაზე შორს იყო აზიურისგან. 70-იანი წლების პოლონური ჟურნალის „ეკრანის“ საახალწლო გარეკანს ლია ელიავას ფოტო ამშვენებდა. ქართველი მსახიობი წლის ულამაზეს ევროპელ მსახიობ ქალად და წლის სახედ დასახელდა.



ოთარ კობერიძე, რომელიც გადასაღებ მოედანზე კლაუდია კარდინალესთან, ორნელა მუტთან და ბრიჯიტ ბარდოსთან ერთადაც კი მდგარა, ლია ელიავას სილამაზემ პირველი დანახვისთანავე მოაჯადოვა. „ლია ელიავა პირველად „ბაში აჩუკის ღამის გადაღებებზე ვნახე და მისმა სილამაზემ დამაბრმავა,“ - იხსენებდა მსახიობი.



ლია ელიავა და მისი მეუღლე, მსახიობი ოთარ კობერიძე.
„პირველი უიღბლო ქორწინების შემდგ ოჯახის შექმნაზე აღარ ვფიქრობდი, მაგრამ ოთარმა ისე დაჟინებით და ლამაზად მთხოვა ხელი, რომ უარი ვერ ვუთხარი. როცა „მამლუქი“ ეკრანებზე გამოვიდა, ჩვენ უკვე საყვარელი ქალიშვილი ნანა შეგვეძინა,“ - ლია ელიავა.


 
ლია ელიავა ფილმში ქალის ტვირთი . 1958 წელი.



ლია ელიავა და კინოსა და თეატრის მსახიობი მარინე თბილელი. 1958 წელი.



ლია ელიავა და მარინე თბილელი ფილმში 
ქალის ტვირთი.
ლია ელიავა ქეთევან ახატნელის როლში, მარინე თბილელი მართას როლში. 


 


ლია ელიავა და მარინე თბილელი ფილმში ქალის ტვირთი
 




ლია ელიავა: „ბავშვობაში ძალიან ცელქი ვიყავი, თუმცა კითხვა მიყვარდა. კინო და თეატრი თავიდანვე მიზიდავდა. მე და ჩემი თანატოლები ქუჩაში ჩვენს კინოვარსკვლავებს დავდევდით. ნატო ვაჩნაძეს ან თამარ ციციშვილს თუ დავინახავდით, დიდი მოვლენა იყო. მახსოვს, როგორ გაგვაოგნა მე და ჩემი მეგობარი ქუჩაში ულამაზეს, სრულიად ახალგაზრდა დოდო ჭიჭინაძესთან შეხვედრამ. „დავით გურამიშვილი“ მისი მონაწილეობით უკვე ნანახი მქონდა და მსახიობობაზე ოცნება მაშინ  დავიწყე“.



ლია ელიავა ფილმიდან ბაში-აჩუკი“.


 



ქართველი მსახიობების სტუმრად ხულოში.
ოთარ კობერიძე, მედეა ჩახავა, ლია ელიავა.


 


ლია ელიავა და მამუკა ყუფარაძე მხატვრულ ფილმში "დათა თუთაშხია". 1978 წელი.
ლია ელიავა - თიკო ორბელიანის როლში, მამუკა ყუფარაძე - გუდუნა.



სცენა ფილმიდან "დათა თუთაშხია".



ქორწილის სცენა ფილმში "ქალის ტვირთი".
ლია ელიავა და გიორგი შავგულიძე – კინომსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი.



 


ლია ელიავა და გიორგი შავგულიძე ფილმში "ქალის ტვირთი".


 


კადრი კინოფილმიდან "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი".  
ლია ელიავა და გურამ ლორთქიფანიძე. 1983 წელი. 



 


ლია ელიავა და ედიშერ მაღალაშვილი ფილმში "ჩრდილი გზაზე". 



ლია ელიავა: „ყველა სახე, რომელიც ეკრანზე შევქმენი, ძვირფასია ჩემთვის, რადგან თითოეული მათგანი ჩემი ცხოვრების ნაწილაკია. თუმცა, ჩემი ოცნების გმირს დღემდე ვერ მივაგენი. ჩვენი პროფესია ძალზედ რთულია. როლები, რასაც მთავაზობენ, ხშირად არ მაკმაყოფილებს და მაინც ვთანხმდები. ვიცი, ეს კომპრომისია, მაგრამ კინოს გარეშე ცხოვრება არ შემიძლია“.



ლია ელიავა და ელდარ შენგელაია - კინორეჟისორი,1992, 1995, 1999 და 2004 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი. 



ლია ელიავა: „უსზღვროდ მადლობელი ვარ ჩემი მაყურებლის, რომელმაც ასე გულთბილად მიმიღო. სადაც არ უნდა ვიყო, როგორც ახლობელს, როგორც თავისიანს, ისე მხვდებიან. ეს ყველაზე დიდი მწვერვალია, რომელიც დავიპყარი“. 



„დედას უყვარდა უბრალო ადამიანებთან ურთიერთობა. ყოველთვის დადიოდა რაიონებში და სოფლებში. ალბათ, ამიტომაც იყო ასეთი ამბავი მისი გარდაცვალების დღეებში. მერე მითხრეს, ამდენი ხალხი ერთი ეროსი მანჯგალაძის დაკრძალვაზე იყო და მეორე – ლიას დაკრძალვაზეო. ეს ნაზი ქალბატონი საკმაოდ პრინციპული, სამართლიანი და მამაცი იყო. პირდაპირ იტყოდა იმას, რასაც ფიქრობდა. უყვარდა კითხვა და ყოველთვის ცოტა დრო რჩებოდა საკუთარი თავისთვის. არ მახსოვს, სარკესთან გაუთავებლად მდგარიყო და გაპრანჭულიყო,“ - ნანა კობერიძე, ლია ელიავასა და ოთარ კობერიძის შვილი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?