ვაჟა-ფშაველა - „ჩუმი გენიოსი“, რომლის იუბილე მსოფლიომ აღნიშნა

უცნობი ფოტოები

1 აგვისტო 10:00, 2015 წელი

 25 ივლისს ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან 100 წელი შესრულდა. ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, პოეტი და მწერალი ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი, სამწერლო ფსევდონიმით ვაჟა ფშაველა, 1861 წლის 14 ივლისს, სოფელ ჩარგალში, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა.

პატარა ლუკას წიგნის სიყვარული მამამ - სოფლის მღვდელმა პავლე რაზიკაშვილმა და დედამ ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილმა ადრეული ასაკიდან ჩაუნერგეს. მამა საღმრთო ისტორიას, „ვეფხისტყაოსანს“ და თანამედროვე მწერლების შემოქმედებას უკითხავდა, დედა კი ფშავურ თქმულებებსა და ლექსებს უყვებოდა.
ვაჟა-ფშაველამ განათლება თელავის სასულიერო სასწავლებელსა და გორის საოსტატო სემინარიაში მიიღო.
1883-1884 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე თავისუფალ მსმენელად ჩაეწერა, მაგრამ ხელმოკლეობის გამო იძულებული გახდა, სწავლა მიეტოვებინა და ჩარგალში დაბრუნებულიყო.
გაჭირვებისგან რომ თავი დაეღწია და ოჯახი ერჩინა, მწერალი ბევრს შრომობდა.
მასწავლებლობის პარალელურად, სხვა გლეხების მსგავსად, მიწას ამუშავებდა და მესაქონლეობას მისდევდა.  
ფშავური ზამთრის გრძელ ღამეებში იწერებოდა მისი გენიალური პოემები, მოთხრობები და ლექსები. 
ვაჟა-ფშაველას პოეტური სტილი და ხატოვანი აზროვნება, რომელიც ხალხური შემოქმედებიდან იღებს სათავეს, მკვეთრად გამორჩეული და განსხვავებული იყო მე-19 საუკუნის ქართულ მწერლობაში. 
ეს განსხვავებულობა ხშირად გამხდარა კრიტიკის მიზეზი და აკაკი წერეთელსაც  ათქმევინა: 
„ენას გიწუნებ, ფშაველო, მგოსანო მაღალ მთისაო, თუმც კი გვითესავ მარგალიტს, მკითხველიც იმას მკისაო! 
აკაკის ნათქვამს ვაჟამ ლაკონურად უპასუხა: 
„გულს მისვენია ხატადა ენა მთისა და ბარისა. მე არც ერთს კილოს არ ვწუნობ, თუა ქართველის გვარისა. მოთაყვანე ვარ ყოვლისა იმათ ტკბილის და მწარისა. 


მძიმე შრომამ „ქართული პოეზიის არწივს“  მალე შეურყია ჯანმრთელობა. 
ვაჟა-ფშაველა 1915 წლის 27 ივლისს  ფილტვის პლევრიტით გარდაიცვალა. 
იგი ჯერ დიდუბის პანთეონში დაკრძალეს, გარდაცვალებიდან ოცი წლის შემდეგ კი მთაწმინდის ქართველ მწერალთა და საზოგადო მოთვაწეთა პანთეონში გადაასვენეს. 
მშვიდობის მსოფლიო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1961 წელს ვაჟა ფშაველას დაბადების 100 წლისთავი მთელს მსოფლიოში აღინიშნა.



16 წლის ვაჟა-ფშაველა
„ჩვენ, ძველებმა, ახლა კალამი უნდა ძირს დავდოთ და გზა ვაჟას უნდა დავუთმოთ“. - ილია ჭავჭავაძე.


 


 


ვაჟა-ფშაველა საკუთარი სახლის წინ სოფელ ჩარგალში.
„მთასა თუ ველს, ქვასა თუ ლოდს, ცხოველსა თუ მცენარეს აქვს თავისი სიმბოლური ფიქრი და წუხილი და შენ, ადამიანო, რა დაგემართა, რატომ დაკარგე სინდის-ნამუსი?!“ - ვაჟა-ფშაველა. 


 


ვაჟა-ფშაველა, მისი მეორე ცოლი თამარ დიდებაშვილი და პატარა ვახტანგ რაზიკაშვილი. 
„ვაჟა-ფშაველა მოვლენაა ყველაზე მეტად იდუმალი და თვითმყოფადი. ნებისმიერი ლიტერატურული სკოლისა თუ მიმართულების მიღმა დგას იგი. მიუსადაგია მისთვის მსოფლხედვა თანამედროვეობისა. ძნელად სარწმუნოა, რომ ჩვენი თანამედროვეა ეს მკვდრეთით აღმდგარი ძე მითოლოგიური წარსულისა.“ - გრიგოლ რობაქიძე.


 


ვაჟა-ფშაველა საკუთარი სახლის წინ სოფელ ჩარგალში.
„ვაჟა არა მარტო ბუმბერაზი მწერალი, ბუმბერაზი პიროვნებაც იყო. იმდენი ქება-დიდება, მოწონება ესმოდა, მაგრამ იგი ისევ უბრალო, თავმდაბალი ვაჟა იყო, საყვარელი ვაჟა, გაჭირვებაში მყოფი, ვაჟკაცურად მებრძოლი ამ გაჭირვებასთან.“ - დავით კლდიაშვილი.



 


ვაჟა-ფშაველა
„ათას ცოცხალსა ბევრჯელა ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია.“ - ვაჟა ფშაველა.
ფოტო მხატვარ ავთანდილ ვართაგავას საოჯახო ალბომიდან.


 


ჯგუფური ფოტო 
მარჯვნიდან - ვაჟა ფშაველა.


 


ვაჟა-ფშაველა ოჯახთან ერთად

 


 


ვაჟა-ფშაველა ძმებთან და მეგობრებთან ერთად 
ფოტო გადაღებულია ილია ჭავჭავაძის დაკრძალვის დღეს.
მარცხნიდან სხედან: იროდიონ ევდოშვილი - 
მწერალი; ნიკო რაზიკაშვილი (ბაჩანა) - პოეტი, ვაჟას ძმა; შიო მღვიმელი  - მწერალი, საბავშვო მწერლობის ერთ-ერთი ფუძემდებელი; ვაჟა ფშაველა; ვაჟას ვაჟი - ლევან რაზიკაშვილი.
დგანან: თედო
 რაზიკაშვილი - მწერალი, ვაჟას ძმა და სანდრო რაზიკაშვილი.


 


ვაჟა-ფშაველა და კონსტანტინე გამსახურდია 
„სიყრმეში ვაჟა-ფშაველა წარმოდგენილი მყავდა, როგორც ჩოხიანი დევკაცი, ფანდურით ხელში. უფრო მეტი, იგი თავჩაჩქნიან და თორიან ვაჟკაცად მეოცნებობდა... როგორ გავოცდი, როცა ქუთაისს ეწვია ვაჟა, საკმაოდ გახუნებული ჩოხაში გამოწყობილი. არც მისი საკმაოდ დაბალი შუბლი და არც თვალები გენიოსობის ნიშანს არ ატარებდნენ. მერმე ის იყო, მე უცხოეთს წავედი და სამშობლოდან მომესმოდა მისი გოლიათური ბუბუნი. ვაჟა ძველი საქართველოს რაინდული წარსულის ვარდია... ლირა... ჩაჩქანი და რკინის პერანგი შეეძლო ეტარებინა მხოლოდ ვაჟას. მსოფლიო პოეზიაში არ მეგულება მისი ბადალი პოეტი...“ - კონსტანტინე გამსახურდია.


 


ავადმყოფი მგოსანი ვაჟა-ფშაველა
წმინდა ნინოს ქართველთა ლაზარეთში ვაჟას მომვლელი მოწყალების დები, ერთ-ერთი - ნინო ვაშაკიძე-ციციშვილი.


 


ვაჟა-ფშაველა შვილთან ვახტანგთან ერთად



 


ვაჟა-ფშაველა 
ღია ბარათი. გამომცემელი თბილისი, სახელგამი.
„მეზობლები ვართ, მეზობლებიო! ვერაფერი ერის აღმზრდელი აზრი გახლავთ. ეს იცით რასა ჰგავს? კაცსა სცემდე და იმას უყვიროდე, ხელი არ გაიქნიო, ხელი არ გასძრა... მაღლიდამ ღმერთი ჰხედავს მტყუანსა და მართალსა!“ - ვაჟა-ფშაველა.






ვაჟა-ფშაველა ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. 
„... ბალახი ვიყო სათიბი, არა მწადიან ცელობა 
    ცხვრადვე მამყოფე ისევა, ოღონდ ამშორდეს მგელობა.
    არ წამიხდინო, მეუფევ, ეს ჩემი წმინდა ხელობა!“ - ვაჟა ფშაველა.

 


 


ვაჟა-ფშაველა და მიხეილ ზანდუკელი (თეთრ ჩოხაში) - სამხედრო მოღვაწე, 1923 წლიდან საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრი.  
სასულიერო პირებთან ერთად ჩარგალში. 


 


თელავის სასულიერო სასწავლებელში. 
პირველ რიგში მარჯვნიდან მესამე ზის: ვაჟა-ფშაველა. 
მეორე რიგში ცენტრში დგას ნიკო მთვარელიშვილი - მკვლევარი, თელავის სასულიერო სასწავლებელის პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების აქტიური წევრი. 


 


 


ვაჟა-ფშაველა და ალექსანდრე ყაზბეგი - "თერგდალეულები".


 


ვაჟა და მისი მეუღლე თამარ დიდებაშვილი.



ვაჟა-ფშაველა
„მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად მუდამ მიმაჩნდა, ქართული ენის გენერალური ხაზი ეგ არის ის მაგნიტურ ველი, რომელსაც მწერალი არ უნდა გადასცდეს, ვაჟა ჩუმი გენიოსი იყო და, როგორც ცნობილია, გენიოსისთვის კანონი არ დაწერილა.“ - კონსტანტინე გამსახურდია.


 


 


ვაჟას სახლ-მუზეუმი ჩარგალში

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?