სლავა მეტრეველი - ფეხბურთის ვირტუოზი, „თბილისელი გარინჩა“, რომელიც სიდუხჭირეში გარდაიცვალა

უცნობი ფოტოები

15 აგვისტო 10:00, 2015 წელი

ქართველი ფეხბურთელი, თბილისის „დინამოს“ მარჯვენა გარემარბი და კაპიტანი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი სლავა მეტრეველი 1936 წლის 30 მაისს სოჭში დაიბადა. სლავას მამას იმედი ჰქონდა, რომ მისი შვილი მზარეულის პროფესიას აირჩევდა, მაგრამ ამაოდ...

16 წლის სლავა მეტრეველი უკვე სოჭის „სპარტაკის“ მოთამაშეა.
კარიერის საუკეთესო წლები მოსკოვის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოში“ გაატარა.
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 375 მატჩი ითამაშა და 83 გოლი გაიტანა.
საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების მაისურით 48 შეხვედრაში კი 11-ჯერ აიღო მეტოქის კარი.
ნაკრებმა ყველაზე თვალსაჩინო მიღწევებს გავრილ კაჩალინის ხელმძღვანელობით მიაღწია.
1960 წელს, როცა საბჭოთა ნაკრებმა ევროპის თასი მოიგო, ნაკრების შემადგენლობაში სამი ქართველი თამაშობდა - გივი ჩოხელი, მიხეილ მესხი და სლავა მეტრეველი. იმდროინდელი მედია განსაკუთრებით გამოყოფდა „ქართული ფრთების“ – მესხისა და მეტრევლის თამაშს.
სლავა მეტრევლის საფეხბურთო კარიერაში გამორჩეული იყო 1961 წლის 18 ნოემბერს, ბუენოს-აირესში „რივერ პლეიტზე“ არგენტინისა და საბჭოთა კავშირის ნაკრებებს შორის ჩატარებული ისტორიული მატჩი, რომელსაც 120 ათასი მაყურებელი დაესწრო. მაშინ მსოფლიო მედია წერდა, რომ პირველი ევროპული გუნდი, რომელთანაც არგენტინის საფეხბურთო ნაკრებმა საკუთარ მოედანზე წააგო, საბჭოთა კავშირის ნაკრებია, რომლის შემადგენლობაში განსაკუთრებულად მესხი და მეტრეველი ბრწყინავდნენ.
არის სამი მსოფლიო ჩემპიონატის (1962, 1966 და 1970 წლები) მონაწილე.
1968 წელს მსოფლიოს ნაკრებში იასპარეზა - 6 ნოემბერს „მარაკანაზე“ ბრაზილიისა და დანარჩენი მსოფლიოს ნაკრები გუნდების ისტორიულ მატჩში მის მხარდამხარ თამაშობდნენ გერმანელი ბეკენბაუერი, უნგრელი ალბერტი, იუგოსლავიელი ჯაიჩი, ესპანელი ამანსიო.


საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონმა და თასის მფლობელმა,
ევროპის 1960 წლის ჩემპიონმა,
ორი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ტურნირის მონაწილემ, 
1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორმა,
საქართველოს 1964 წლის საუკეთესო სპორტსმენმა ფეხბურთელის კარიერა 1971 წელს დაასრულა და მწვრთნელად განაგრძო მუშაობა. 1976 წელს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა. სიცოცხლის უკანასკნელი წლები ფეხბურთელმა ავადმყოფობასა და მატერიალურ სიდუხჭირეში გაატარა. გარდაიცვალა თბილისში 1998 წლის 7 იანვარს.
2012 წელს ადლერში ერთ-ერთ ქუჩას სლავა მეტრევლის სახელი მიანიჭეს.
სოჭის ცენტრალური სტადიონი კი დიდი ხანია, სლავა მეტრევლის სახელს ატარებს.


სლავა მეტრეველი - ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც სან-პაულუში შეხვედრის დროს თვით ლეგენდარულმა გარინჩამ „თბილისელი გარინჩა“ უწოდა. 



გიორგი სიჭინავა, სლავა მეტრეველი, პელე, ანზორ კავაზაშვილი, მიხეილ მესხი




ბურთით სლავა მეტრეველი
ქართველი ფეხბურთელი ვლადიმერ ბარქაია გულისტკივილით იხსენებდა მეტრევლის ცხოვრების ბოლო წლებს: „ისე წავიდა ამ ცხოვრებიდან ჩვენი სლავა, არავინ არაფერში ეხმარებოდა. წავიდა ღარიბი და მშიერი და დატოვა ეს ქვეყანა“.




სლავა მეტრეველი და პელე




სლავა მეტრეველი შეტევის დროს
„მეტრეველმა თავის ოთახში ნათურის „შნურზე“ ჩოგბურთის ბურთი ჩამოკიდა და ყოველი გავლა-გამოვლისას ცდილობდა, ნახტომით მისწვდომოდა. თანდათან ბურთი ლამის ოთახის ჭერს მიებჯინა, მეტრეველმა კი მართლაც თამაშ-თამაშით ისწავლა მაღალი ნახტომი“, - არჩილ გოგელიას წიგნიდან „ასეთია სპორტული ცხოვრება“.




სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, მიხეილ მესხი
„სლავა უნიჭიერესი ფეხბურთელი იყო. ეგეთი ფეხბურთელი მარჯვენა „კრაიზე“ ჩვენს პერიოდში არავინ იყო. შეიძლება იყო გარინჩა… მიშა მესხზე ხომ ამბობენ, „ვზრივნოი“, ლამაზი ფეხბურთელი იყო, მაგრამ სლავა სხვანაირი იყო - „კლასიკი“. სლავამ შემოიტანა თბილისის „დინამოში“ პირველად პროფესიონალიზმი“, - ვლადიმერ ბარქაია.




სლავა მეტრეველი და მურთაზ ხურცილავა 
„ინგლისის მსოფლიო ჩემპიონატზე სლავა რაღაც სასწაულებს სჩადიოდა. ერთი-ორჯერ ისეთი პასები მომცა, რომ გავიფიქრე: სლავა, შენ ყველას ჭკუიდან გადაიყვან-მეთქი. ერთ ეპიზოდში მისი პასის შემდეგ გატანაც შემეძლო, მაგრამ ბურთმა სანტიმეტრებში ჩაუარა მეტოქის კარის ძელს“, - გიორგი სიჭინავა.




პელე იგერიებს სლავა მეტრეველს და გიორგი სიჭინავას
მარცხნივ - სლავა მეტრეველი, ზურგით - ედსონ არანტეს დო ნასიმენტო (პელე), მარჯვნივ - გიორგი სიჭინავა.




სლავა მეტრეველი მსოფლიო ნაკრების შემადგენლობაში.
ზედა რიგში: ვალენტინ გრანატკინი, კრამერი, ფრანც ბეკენბაუერი, შულცი, მაზურკევიჩი, იაშინი,ალბერტი, შესტერნევი, ფარკაში, სიუჩი, ჯაიჩი.
ქვედა რიგში: ოვერატი, სლავა მეტრეველი, ამანსიო, როჩე, მარცოლინი, პერფიუმო.
„ნაკრებში ბავშვივით უყვარდა ყველას. „კაროლს“ ეძახდნენ. რომ ჩამოვიდოდა, ყველას უხაროდა, ამბობდნენ, – „კაროლ პრიეხალ, კაროლ!“ სლავასაც ბავშვივით უხაროდა ეს ყველაფერი“, - ვლადიმერ ბარქაია.




კახი ასათიანი - თბილისის „დინამოს“ ნახევარმცველი (1964-75) და სლავა მეტრეველი




მეტრევლის საჯარიმო დარტყმა




თბილისის „დინამოს“ მწვრთნელი გავრილ კაჩალინი და ქართველი ფეხბურთელები სერგო კოტრიკაძე, გურამ ცხოვრებოვი და სლავა მეტრეველი 
„ცხადია, სლავა მეტრეველს მანამდეც კარგად ვიცნობდი, ვიდრე თბილისში ჩამოვიდოდა. ასეთ ფეხბურთელს - უაღრესად ნიჭიერს, საზრიანსა და ერთგულს - ნებისმიერი ჩემი კოლეგა ინატრებდა“, - გავრილ კაჩალინი.




სლავა მეტრეველი და ბორის პაიჭაძე - ფეხბურთელი, სპორტის დამსახურებული ოსტატი, თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი, თბილისის „დინამოს“ სტადიონის დირექტორი.




სლავა მეტრეველი და ფრანც ბეკენბაუერი - ყველა დროის საუკეთესო გერმანელი ფეხბურთელი, რომელსაც არისტოკრატული თამაშის სტილის გამო შეარქვეს იმპერატორი (Kaiser). 




თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელები 
მარცხნიდან: სერგო კოტრიკაძე, შოთა იამანიძე, ბორის სიჭინავა, გივი ჩოხელი, ვლადიმერ ბარქაია, სლავა მეტრეველი, ჯემალ ზეინკლიშვილი.




სლავა მეტრევლის პირველი ოფიციალური მატჩი „დინამოს“ მაისურით.
ჩემპიონატის გახსნის თამაში ლენინგრადის „ზენიტთან“.
შემადგენლობა: შოთა იამანიძე, სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, გივი ჩოხელი, ზაურ კალოვი, ჯემალ ზეინკლიშვილი, ავთანდილ ხელაძე, მურთაზ ხურცილავა, გურამ პეტრიაშვილი, სლავა მეტრეველი და მიხეილ მესხი.




„ოქროს ბიჭების“ ტრიუმფი - 1964 წელს თბილისის „დინამომ“ სსრკ-ს ჩემპიონობა მოიპოვა 
ქვედა რიგში: ალექსანდრე აფშევი, ვლადიმერ ბარქაია, სერგო კოტრიკაძე, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ პეტრიაშვილი, სლავა მეტრეველი.
ზედა რიგში: გავრილ კაჩალინი, ავთანდილ ღოღობერიძე, შოთა იამანიძე, გიორგი სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, გურამ ცხოვრებოვი, ბორის სიჭინავა, მიხეილ მესხი.




სამოციანი წლების „დინამო“
დგანან: გავრილ კაჩალინი, ბორის სიჭინავა, გურამ ცხოვრებოვი, ვახტანგ რეხვიაშვილი, გიორგი სიჭინავა, ჯემალ ზეინკლიშვილი, ავთანდილ ღოღობერიძე.
სხედან: მიხეილ მესხი, ნოდარ ლეჟავა, გურამ პეტრიაშვილი, ვლადიმერ ბარქაია, ალექსანდრე აფშევი, სერგო კოტრიკაძე, ელგუჯა ხუციშვილი, გივი ჩოხელი. 




მარცხნივ - სლავა მეტრეველი


 
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?